შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაშანტაჟებული მკვლელი 2


30-04-2017, 17:36
ავტორი Elene Panch
ნანახია 1 448

2. ტყვია ქონშიც ატანს

დედაჩემი მორიგე ექთანია საავადმყოფოში და ყოველდღე საღამოს 9-დან დილის 12-ამდე იქ იმყოფება, შესაბამისად მთელი ღამე ჩემს განკარგულებაშია ხოლმე.

ამიტომაც დავდივარ მაღაზიაში ღამით. მაგრამ ეს ჩვევა უკვე წარსულს ჩაბარდა, რადგან სულ რაღაც 4 საათის წინ, მის გამო, შანტაჟის მსხვერპლი გავხდი. ახლა კი ვზივარ სავარძელში და ველოდები თუ როდის მოვა მარკუსი.

საკმაოდ ცუდ ხასიათზე ვარ რადგან:

1. კვირა დღეა, ძილი საერთოდ ვერ მოვახერხე და ბუს თვისებები შევიძინე.

2. მარკუსის მიერ დატოვებული 10სმ-იანი რადიუსის მქონე ჩალურჯებები სახეს მიმშვენებს.

3. თოფის დასამალი ადგილი სახლში არ აღმოჩნდა და ბოლოს ის ჩემი საცვლებით სავსე უჯრაში ჩავტენე, იმ იმედით, რომ დედაჩემი არ გამოაღებს.

რიგით მეოთხე ყავის ფინჯანი დავასრულე და ის იყო ტელევიზორი უნდა ჩამერთო, რომ კარებზე კაკუნი გაისმა. გულის ცემა გამიხშირდა და კარებისკენ გავემართე.

საჭვრეტელში მარკუსი გამოჩდა. შარვალ-კოსტუმი გაეხადა და ჯინსებში გამოწყობილიყო. მინდა ავღნიშნო, რომ საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი საუბრის უნარი დაქვეითდება მასთან ლაპარაკისას.

კარი გამოვაღე და მარკუსმა დაუპატიჟებლად შემოაბიჯა. კანიემ (ჩემი ძაღლი) დაუღრინა, მაგრამ მე წიხლი ვკარი და საერთოდ თვალთახედვიდან დაიკარგა.

– სასწრაფო საქმეა, – მეუბნება მარკუსი და სათვალეებს იხსნის, – დღესვე გადიხარ და კლავ ამ პიროვნებას.

ფოტო გამომიწოდა, რომელშიც მსუქანი კაცი იცინოდა და სამკეცა ღაბაბი უპრიალებდა. მე მარკუსს ავხედე.

– სროლა რომ არ ვიცი? – ვეუბნები და ხელებს წარმოსახვით ჯიბეში ვიწყობ.

– ძალიან მარტივია. გამოკრავ ჩახმახს ხელს და დასრულებულია. – უემოციოდ მპასუხობს ის და სამზარეულოში შედის. მეც ფეხდაფეხ მივყევი.

– რომ ვერ გავარტყა? ჩემი თავი არც კი გამომიცდია. – თავს ვიმართლებ და შორს ვდგები, რომ მისი მტევანი ჩემს სახეს ვერ მოწვდეს.

– ვერ გაარტყავ და ჩათვალე, რომ შენც მკვდარი ხარ და ეს ძროხაც. – მეუბნება ის და ფოტოზე მიმანიშნებს. კინაღამ გამივიდა. არ მინდა სიკვდილი, მე ხომ ჯერ ალკოჰოლიც არ გამისინჯავს!

მარკუსმა ჩემი დუმილი, როგორც ჩანს დამორჩილებად აღიქვა და საქმის ვითარებაში გამარკვია.

მე მევალება ამ მისიის შესრულება :

ფოტოში გამოსახული მამაკაცი არის შეძლებული და გავლენიანი პიროვნება მსოფლიოში. აქვს რიკარდო პაგნოტის ოჯახთან პრობლემები. რიკარდო პაგნოტი არის ის კეთილი კაცი, რომელიც გუშინ მანქანაში ჩვენთან ერთად იყო, ხოლო პაგნოტის ოჯახში იგულისხმება მაფიოზების ბანდა.

პრობლემა წარმოადგენს ვალს, რომლის დაფარვასაც რიკარდო პაგნოტი მომავალი 10 წელი ვერ შეძლებს (მარკუსს როდესაც ვკითხე, თუ რა იყო პრობლემა, სილის გაწნა ცადა). მე მივდივარ ნიუ იორკთან მდებარე პატარა ქალაქში, რომლისგანაც ვიმყოფები ამჟამად 160 კილომეტრით შორს. ამ ქალაქში მივა დღეს ჯეიმსი (ფოტოში გამოსახული კაცი), რომ აწარმოოს მოლაპარაკებები, მაგრამ მანამდე ესტუმრება კაფეს, რათა მიირთვას მისი საყვარელი კაპუჩინო. მე უნდა მივართვა მას ეს კაპუჩინო და ბამ – გავაგორო.

ამ მისიას ვუწოდე ტყვია ქონშიც ატანს, მაგრამ მარკუსს არ ვუთხარი, რადგან ჩემი ლოყები რატომღაც იზიდავენ მის ხელებს.

როგორც პაგნოტის აქვს პრობლემა ჯეიმსთან, ასევე მეც გამიჩნდა პრობლემა. როგორ უნდა ჩავიდე და ჩამოვიდე 160 კილომეტრ მანძილზე, ისე რომ დედაჩემმა კვალი არ აიღოს? ეს ყველაფერი თვითმფრინავით მოხერხდება.

პირს ვაღებ, რომ ვუთხრა ეს მარკუსს, მაგრამ ის მასწრებს.

– აიღე საჭირო ნივთები და გავედით, მთელი დღე არ მაქვს.

ავრბივარ საწოლ ოთახში და თან ვხარობ, რომ მეღირსა გავშორდე ჩემს მოსაწყენ პატარა ქალაქს. ვიცვამ შავი ჯინსის შარვალს და შავ კაპიშონიან ზედას, რათა შევისისხლხორცო მკვლელი, რომელიც მალე გავხდები. ნაზად ამომაქვს მინი-იარაღი უჯრიდან და კვლავ ჩავრბივარ ქვევით.

ჯიბეში მაქვს 3 დოლარი, ორი «ჩუპა-ჩუპსი» და მობილური ტელეფონი. დამტენი ხელჩანთაში ჩავდე. მინი-იარაღი მარკუსმა ჩაიბარა. წასასვლელად მზად ვარ.

– იქნებ რამე უშველო სილურჯეებს? – მეკითხება მარკუსი და სახეზე მიმანიშნებს.

– როგორ? ყინულებმა არ უშველეს. – მხრებს ვიჩეჩ მე და ლოყაზე ხელს ვისვამ.

მოულოდნელად მარკუსი თავს დამესხა, მეორე სართულზე ამათრია, დედაჩემის ოთახში შემაგდო და სარკიანი კომოდის წინ დამაყენა.

– მოახერხე რამენაირად და წაისვი მაკიაჟი, – დაბოხებული ხმით მეუბნება ის, – გოგო ხარ და წესით უნდა შეძლო.

ხმა ჩამიწყდა და ძლივს მოვძებნე ტონალური, რომელიც ჩემს კანის ფერზე სამჯერ მუქი იყო. მთელ სახეზე წავისვი, რაც შეიძლებოდა მისაღებად და გავხედე მარკუსს, რომელსაც ტუჩის კუთხეები აეწია.

ღმერთო ჩემო, მარკუსი დამცინის და ეს სიტუაცია ორჯერ აუტანელია, მხოლოდ იმიტომ რომ ძალიან საყვარელია.

ვეცადე, რომ თავი შეურაწყოფილად მეგრძნო, მაგრამ არ გამოვიდა. მარკუსის დამცინავმა ღიმილმა მომალბო, იმის მაგივრად, რომ გავებრაზებინე.

– არაუშავს, გადაიტანს კაცი, – მეუბნება ის და სიცილს ძლივს იკავებს.

დაბოღმილი ვკეტავ სახლის კარებს, დაბოღმილი ვჯდები მანქანაში და ვარ ჩუმად აეროპორტამდე. მარკუსმა შემახსენა პასპორტის შესახებ, თორემ უკან მოგვიწევდა მიბრუნება და სავარაუდოდ, მე კიდევ ერთ სილას ვიგემებდი.

ეს პასპორტი სამი წლის წინ ავიღე და ფოტოში სრულიად სხვანაირი ვარ. ასევე მას ვადა ორ თვეში გასდის.

მგზავრობა აუტანელი იყო, რადგან მარკუსი რამდენჯერაც შემომხედავდა, ეცინობოდა. ასევე დავასკვენი, რომ ის არის მაქსიმუმ 25 წლის და ამიტომ, მასთან გამართული საუბარი თითქმის შეუძლებელი გახდა. და ბოლოს – მარკუსმა ჩემი სახელი არ იცის და არც აინტერესებს.

აეროპორტში, მრავალი მტკიცების შემდეგ დაიჯერეს, რომ პასპორტის მფლობელი მე ვარ და ავიცილე მაკიაჟის წაშლის საშიშროება. მარკუსმა მეორე კლასის ბილეთი გადმომცა :

– იქ შევხვდებით.

ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. ძლივს მივაგენი ჩემს თვითმფრინავამდე. სტიუარდესამ ზედმეტად ფართოდ გამიღიმა. ამის დაცინვაღა მაკლდა. სავარძელში ჩავჯექი, დედაჩემს შეტყობინება გავუგზავნე და მობილური თვითმფრინავის რეჟიმში გადავრთე.

ფრენა ზედმეტად მოკლე აღმოჩნდა. მხოლოდ 15 წუთი ვიყავი ჰაერში. მემგონი, დედაჩემს სახლში მივუსწრებ. გარეთ რომ გამოვედი, ეგრევე მარკუსის ძებნა დავიწყე, რომელიც არსად ჩანდა.

აღარ ვიცოდი რა მექნა. აეროპორტში ხალხი ირეოდა და შანსი იმისა, რომ მარკუსი შემემჩნია, ნულს წარმოადგენდა. მობილური მოვიმარჯვე და სკამზე ჩამოვჯექი.

5 წუთი გავიდა, რომელიც მე საუკუნედ მეჩვენა. უცებ, ვიღაც უხეშად შემეხო მხარზე. იმდენად შევხტი, რომ სკამიდან წამოვფრინდი.

– წავედით, – მეუბნება მარკუსი და წინ მიაბიჯებს. მისი სიარულის ტემპი იმდენად სწრაფი აღმოჩნდა, რომ სირბილი მიწევდა.

– მინი-იარაღს როდის დამიბრუნებ? – ვეკითხები მე და ხმამაღლა ვხვნეში. მარკუსი მაიგნორებს და აეროპორტიდან გავდივართ.

წინ შავი მანქანა გველოდა. ჩავსხედით და დაიძრა.

– აიღე, ერთი ტყვია დევს. – დუმილის შემდეგ მითხრა მარკუსმა და იარაღი გამომიწოდა. უსაფრთხოება კვლავ ჩართული იყო.

– სად მივდივართ? – ვკითხე მე და კარს ავეკარი. მისგან შორს ყოფნა აუცილებელია, რომ ტვინის შერყევა ავირიდო.

– კაფეში, სადაც ჯეიმსი სულ რაღაც 15 წუთში მივა. – მეუბნება ის და ვგრძნობ, თუ როგორ ირღვევა ჩემი შინაგანი სიწყნარე. ხელები გამიოფლიანდა და მგონი, გული უნდა გამისკდეს.

5 წუთში მანქანამ კაფესთან გააჩერა. სასწრაფოდ გადმოვედით და კაფეში შევედით. მენეჯერი გამოვიდა, შემათვალიერა და მანიშნა ახლოს მოდიო. მე მარკუსს გავხედე.

– წადი, მალე, – ჩურჩულით მითხრა მან და ხელი მკრა.

მენეჯერთან მივძუნძულდი და რაც შემეძლო, მეგობრულად გავუღიმე.

– გამარჯობა, – ცხვირში ტუტუნებდა და წვრილი ხმა ჰქონდა. – ლილი, თუ არ ვცდები?

– დიახ, ლილი, – კვლავ ვუღიმი მე, – ლილი ანდერსონი.

ის თავს მიქნევს და მზერას მარიდებს. აშკარად ფსიქიკური ზეგავლენა მოახდინა ჩემმა მაკიაჟმა მასზე.

– ფორმა არ გვაქვს მზად და სტაჟირება შეგიძლია ამ ტანისსამოსით დაიწყო, – მეუბნება ის და მათვალიერებს, – მაგრამ ძალიან ჩაშავებული ხარ, ამიტომ ფართუკს გაიკეთებ.

ინსტრუქციების ახსნა ახალი დასრულებული ჰქონდა გოგოს სახელად ნინა, როდესაც კაფეში ნაცნობი მსუქანი კაცი შემოვიდა. ჯეიმსი. ნინამ ნაჩქარევად მიმიყვანა სალაროსთან და გამეცალა.

– გამარჯობა! რას შეუკვეთავთ? – რაც შემეძლო ენთუზიაზმით ვკითხე ჯეიმსს და მინი-იარაღი უსაფრთხოდ დავმალე მაჯაში.

– კაპუჩინოს, ექსტრა შაქრით, – მიპასუხა მან. გამოვართვი 7 დოლარი და 20 ცენტი და შევუდექი ყავის მზადებას. მემგონი ამ კაცს ვერ მოვკლავ. ყავის კეთებისას ტვინი ვიჭყლიტე, თუ როგორ შემეძლო მესროლა ისე, რომ არავის შეემჩნია – არც ვიდეოკამერებს და არც თავად ჯეიმსს და როგორც იქნა მომაფიქრდა.

ჯეიმსს დაეკავა ადგილი ფანჯარასთან და მობილურში იყურებოდა. დავდე ყავა სინზე, იარაღი მარჯვენა ხელში მოვიმარჯვე, უსაფრთხოება გამოვრთე და სინის ქვეშ ამოვდე. მარცხენა ხელით სინი მეჭირა ხელში. ოდნავ დავხარე, რომ მინი-იარაღი არ გამოჩენილიყო. ყავის დაღვრის საშიშროება უფრო და უფრო იზრდებოდა.

მივუახლოვდი ჯეიმსს, უნდა დავუდო სინი მაგიდაზე და უცებ ყავა ვარდება და ზედ ესხმევა მამაკაცს. ცხელმა სითხემ ხმამაღლა დააყვირა და მერე დადუმდა. თეთრი პერანგი გულის ადგილას გაუწითლდა. გასროლის ხმა თავადაც ვერ გავიგე.

რაც შემეძლო ხმამაღლა ავკივლდი და ამასობაში მინი-იარაღი დავმალე. ჯეიმსი მოკვდა. ის ცარცივით თეთრია. მე ვკივი.

მენეჯერი მაწყნარებს და 10 წუთში პოლიცია უკვე მკვლელობის ადგილზეა. მათ მარკუსიც შემოყვა და ჩანთაში რაღაც ქაღალდი ჩამიტენა :

– გამოძიებას დაკითხვაზე უარი უთხარი და ეს ქაღალდი აჩვენე, – მიჩურჩულებს ის, – უთხარი, რომ საჭიროების შემთვევაში ეს დოკუმენტი სულ თან დაგაქვს.

მე მას გაშტერებული შევყურებ, მაგრამ არაფერს ვეუბნები. მალე ოფიცერი მიახლოვდება და ჩემს პირად ინფორმაციას იწერს.

– ქალბატონო ლილი, – მეუბნება ის, – სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით თქვენი თანამშრომლობა ნებაყოფლობითია გამოძიებასთან და გვსურს, რომ დაკითხვაზე წამოგვყვეთ.

მე ჩანთაში ვიქექები და ფურცელს ოფიცერს ვაწვდი.

– ბ-ბოდიშით, მაგრამ არ მსურს დაკითხვაზე წამოსვლა, – ლუღლუღით ვეუბნები, ის კი ფურცელს კითხულობს და თავს მიქნევს.

– საჭიროების შემთხვევაში დაგიკავშირდებით.

ჯეიმსის მოპირდაპირედ მჯდარი კაცი დაკითხვაზე მიჰყავთ. ის ერთი მაგიდით მოშორებით იჯდა, როდესაც ჯეიმსს ვესროლე და გაზეთი ეჭირა. მარკუსის მიერ მოწოდებული ფურცელი აღმოჩნდა ჩემი ჯანმრთელობის ცნობა, რომლის მიხედვითაც მაქვს მარტივი ფორმით „შიზოფრენია“.

– მე, – ვეუბნები საცოდავი სახით მენეჯერს, – აღარ შემიძლია აქ მუშაობა, ძალიან დიდი ტრამვა მივიღე.

მენეჯერი თავს მიქნევს, მარკუსი მოდის და კვლავ აეროპორტში მივდივართ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent