დაგვიანება..
სამწუხაროა.. სამწუხაროა.. სამწუხაროა.. დაგაგვიანდა.. კარი ღია დაგხვდა.. მაგრამ ის ფურცლები ფურცლები სადაც შენს შესახებ ეწერა დახეული.. ჭუჭყიანი.. აქეთ-იქით მიმოფანტული.. ყავის ფინჯნები დალეწილი.. აურზაური.. დაგაგვიანდა.. იმ ოთახიდან.. ოთახიდან, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდა გვირილების სუნი.. შენ წახვედი და დაბრუნება დააგვიანე.. აღარ ისმოდა შოპენი ჩემი ფანჯრებიდან.. აღარც შტრაუსი.. არც მოცარტი.. აღარ ჰქონდა ამინდებს შენეული სუნი.. შენ ყველა დეტალი გაიყოლე.. კიდევ მახსოვს გაჯახუნებული კარის ხმა.. დამეფიცება ვაგროვებდი შემორჩენილ ნაკუწებს და გმალავდი.. აღარ ვყიდულობდი გვირილებს ჩვენი ოთახისთვის.. არც ზღვის სუნი იგრძნობოდა.. დააგვიანე.. კიდევ ერთხელ.. სულ რამდენიმე ნაბიჯი-ღა იყო ჩემამდე.. და დაგხვდა უემოციო.. ჩუმი სახლი ჩემი ხმის ჩემი სუნამოს სუნის ნაცვლად სიცივე იყო გამეფებული.. არაფერი იყო ჩვენეული.. ვიგრძენი როგორ გადიოდა ემოციები.. როგორ გავუბრალოვდით.. გავჩვეულებრივდით და მიგატოვე.. ჰო.. ავდექი და წასვლა დაგასწარი.. დაგიტოვე ასიათასი კითხვა და უჩემობა.. თაროზე დამტვერილი ჩემი წიგნებით.. და შენ ვერ მიხვდი რატომ მომწონდა შენი ხასიათი.. ვერასდროს იგრძნობდი წვიმის სუნს.. ვერც ფიფქებს.. მხოლოდ ერთი მიზეზის გამო.. შენ ჩემზე ადრე გადაწყვიტე გემიდან ჩასვლა.. და მაშინ როცა შენს დასაბრუნებლად გავაჩერე დრო.. კარის გაღება დააგვიანე.. და დარჩი მდინარის იმ ნაპირას სადაც ჩემი ხელები ვერ მოგწვდებიან.. რეალურია.. ორივეს ბრალია სცენაზე ფარდების ჩამოწევა.. უერთმანეთობა.. მარტოობის სცენარის შექმნა.. და შენი თვალები.. სევდიანი თვალები კი შენი ბრალია.. ... როცა გააღებ ჩვენი სახლის კარს და აივანთან დაემხობი ყელზე უჩემობა მოგიჭერს.. დაგახრჩობს.. შენ რომ გდომოდა.. რომ გდომოდა არ გამიშვებდი.. სამწუხაროა.. ნაბიჯი-ღა იყო ჩემამდე და არც ერთი წუთი ჩემი ლავიწების გარეშე.. შენ გემზე ამოსვლაც ვერ მოასწარი.. და მე არც ისე მარტომ.. არც ისე უემოციომ შენი სული ამოვაბრუნე.. ტკივილების.. უშენობის მიუხედავად.. გიმეორებ რომ.. დაბრუნება დააგვიანე.. ბარ ბარე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.