შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი ჩარჩო


25-03-2018, 13:19
ავტორი ფერია
ნანახია 1 315

დღეს უკვე მერამდენედ დავფიქრდი ერთსა და იმავე საკითზე, თუმცა პასუხი არსად ჩანს . გონებაში დალექილი კითხვის ნიშნები ისე ხმაურიანად აკაკუნებენ,რომ მინდა გავიქცე და დავემალო თითოეულ კითხვის ნიშანსა თუ ძახილისას.არეულობაა გარშემო და აბლაბუდა იბმევა. თუ ერთხელ ამ სქელ ძაფში გაები ... ვეღარ დააღწევ მას თავს.
ისე გყვარებიათ ადამიანი,რომელსაც არც კი იცნობთ? თქვენი არ ვიცი,მაგრამ მე კი მყვარებია. ზოგადად განსაკუთრებული ნიჭი გამაჩნია . შემიძლია მიყვარდეს სრულიად უცხო ისე, როგორც ,,არასდროს არვის არ ჰყვარებია არვინ!" ... თუმცა მეგობრებო არ იფიქროთ რომ ეს გრძნობა ტიპიურად ბანალური შემთხვევაა ,რომელიც წამიერი აღტაცების გამოვლინებაა და ექვემდებარება ისეთ ფაქტორებს,როგორიცაა დრო ან სივრცე.
თითოეული შეგრძნება ჩემსავით ნო ორდინალურია. არ გავს ეკრანებიდან მომზირალი ლამაზი წყვილის თვალების ციმციმს. ამავდროულად ჩემებური ელფერი აქვს . ზუსტად ისეთი დავიწყება, რომ შეუძლებელია.
თუმცა ასეთ სიტუაცებში ყოველთვის არსებობს ერთი ,,მაგრამ",რომელიც ერთი შეხედვით არც თუ ისე მნიშვნელოვანია, თუმცა სულ ბოლოს კი ზუსტად ის სვამს დიდ და შავ წერტილს.
ჩემს შემთხვევაში მაგრამის როლს სქელი და ამავდროულად ყველაზე შავი ჩარჩო ასრულებს ,რომელიც ადამიანთა გრძნობებს კლავს ან საერთოდაც ცოცხლად მარხავს მათ. ის ძალიან დიდი, დაუმსხვრეველი სტრუქტურაა.
ეს ბნელეთის მოციქული გავიწროებს და არ გაძლევს საშუალებას მიაღწიო ფინიშის ხაზს, სადაც გელოდება ის თბილი ჩახუტება ,რომელსაც დიდხანს ელოდი.
ხშირად ვხედავ სიზმარში, რომ მე და შენ ვდგებით და ვამსხვრევთ ბრბოს მიერ შექმნილ აქსიომებს.
ვხედავ როგორ ვიბრძვით ჩვენი პრინციპებისთვის და თავს ვაღწევთ ბინძურ ჩარჩოებს ,რომელსაც ჩვენ ჩათრევასთან ერთად უნდა შავად შეგვღებოს. ისე გარდაგვქმნას, რომ ვეღარ ვიცნოთ ვეღარასდროს ერთმანეთი და
ბოლოს კი უერთმანეთოდ ამოგვხადოს სული .
მაგრამ მე ვხედავ,რომ არ ვნებდებით ხელს მჭიდროდ ვკიდებთ ერთმანეთს და ბოლო ხმაზე ვუყვირით წყეულ კაციჭამია სიშავეს რომ ჩვენ ეს შევძელით , რომ გისოსებს თავი დავაღწიეთ და ვაპირებთ თითოეულ ჰიპოთეზას, რომელიც არ გვაძლევს ერთმანეთის შეხების უფლებას ძალიან მარტივად ვუჩვენოთ შუა თითი.
გამოღვიძებული კი ვაანალიზებ, რომ მოცემული ენთუზიაზმით გაჟღენთილი სიგიჟე მხოლოდ მე მეკუთვნის და არავის სხვას . მხოლოდ მე შემიძლია გავაკეთო ის ,რასაც შენ არასდროს იზამ.
შენ კვლავაც სავარძელში ზიხარ და მშვიდად მიყვები დინებას , რომელიც ჩემამდე ვერ მოგიყვანს .
მაგრამ იქნებ შენც ასე გირჩევია . ვინ იცის ...
შესაძლოა ეს ჩანახატი ვერასდროს წაიკითხო ჩემო ადრესატო
ყველაზე უარესს შემთხვევაში კი გაგიჭირდეს საკუთარი თავის ამოცნობა და პრობლემა, რომელიც წინა პლანზე გადმოვიტანე სხვას მიაწერო . ეს ხომ ხშირად გჩვევით ჩარჩოში ჩარჩენილ ადამიანებს.
უბრალოდ მინდა იცოდე, რომ მე გელოდები და
მზად ვარ შენთან ერთად დავამსხვრიო სტერეოტიპები,
მზად ვარ შენთან ერთად გავთელო ყველა მოსაზრება,
მზად ვარ ხელი ჩაგკიდო და ამაყად გავიარო ნაცნობი ქუჩების მრავალად დატკეპნილ გზებზე . ჩემი კაკუნა ქუსლების ხმაურით ავიკლო მთელი ქალაქი და გავაგებინო ყველას რომ მე ბედნიერი ვარ შენთან ერთად.

( არსებობს მრავალგვარი ამბავი. ზოგს ცხელი შოკოლადის სურნელი უდის , ზოგსაც ფრანგული სუნამოსი. ჩვენი ამბავი კი, რომელიც ჯერ არ შექმნილა წითელ ღვინოსავით მათრობელა და რომანტიულია)



№1  offline წევრი mmmkk

მომეწონა კარგი იყო თითქოს ჩემი თავი ამოვიცანი ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent