შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქნებ ნიშანია ან დრო შერიგების


6-04-2018, 00:22
ავტორი nimi
ნანახია 1 270

ამდენი ხნის შემდეგ პირველად დამესიზმრე და აქაც დამეკარგე, ვფიქრობდი არავითარ შემთხვევაში არ შეწყდება თქო მაგრამ გამეღვიძა და პირველად ვიგრძენი საშინლად თავი გაღვიძებისას, არადა რანაირად უნდა ინანო ადამიანმა ახალი დღის დაწყება, მერე დიდხანს ვცდილობდი ძილი შემებრუნებინა, თუმცა ვერა და ჩემი ფანტაზიით დავიწყე სიზმრის გაგრძელებაზე ფიქრი. ვიცი გიჟი ვარ, ვიცი. იცი? დამესიზმრა, რომ ზაფხული იყო, თითქოს მთაში ვიყავი დასასვენებლად, ჩემს სოფელში, მერე ზღვაზეც ვიყავით, მოკლედ ჩემსავით დაბნეული სიზმარი იყო რომელსაც ჩემი აზრით რაღაც აზრი მაინც უნდა ჰქონდეს, უაზრო არ უნდა იყოს. ნაჩხუბრები ვიყავით იქაც და ვგრძნობდი შერიგებას ცდილობდი, ჩვენი აივნიანი სახლები ერთმანეთის პირისპირ იდგა და შენ აივანზე იყავი სულ, ჩემს აივანს უყურებდი გამუდმებით, მეძებდი. მე ჩუმად გითვალთვალებდი და მინდოდა აივანზე გამოვსულიყავი, თუმცა თავს ვიფასებდი რატომღაც. მერე ქვიშიან ზღვის ნაპირზე გავიქეცი, როცა უკან მოვიხედე შენ შეზლონგზე წამოწოლილი მიყურებდი და მიღიმოდი მე კი მივრბოდი და ამ დროს გამომეღვიძა, მერე ერთი აზრი ამეკვიატა, იქნებ დავეცე ქვიშაზე, ვითომ ფეხი გადამიბრუნდა მეთქი, მაინტერესებდა რას იზამდი. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ეს სიზმარი, იქნებ დროა შეგირიგდე მაგრამ მეშინია, მეშინია იმის, რომ ისევ მიმატოვებ, მე ხომ ჩემსკენ დამიზნებული იარაღი გადმოგეცი როცა დაგიდასტურე, რომ დიდი ხნის განმავლობაში მიყვარდი, მეშინია, რომ ისევ ამირევ ჯერ კიდევ დაულაგებელ ფიქრებს, მეშინია, რომ ისევ მიმატოვებ, არადა წარმოუდგენლად მენატრები , ტკივილამდე. ორივემ ვიცით რომ ერთად ვერ ვიქნებით, მიზეზი არა მაგრამ ვიცით რო ვერ გამოვა. როცა მომწერე: ახლა ვხვდები რა დაუნი ვიყავი რომ ვერ გამჩნევდი, ძალიან მენატრებიო, გული შემეკუმშა, ძალიან დაპატარავდა, მინდოდა შეგრიგებოდი მაგრამ ძალიან მატკინე, არ ვიმსახურებდი, არ ვიცი რა უნდა ვქნა, იქნებ ეს გაფრთხილება იყო ან კიდევ არჩევანის წინაშე მაყენებ, იმედია პასუხს მალე ვიპოვი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent