შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

moon on the blue sky


7-04-2018, 07:58
ავტორი კასიოპეა
ნანახია 1 436

ჩემი სახელია ლურჯი. იმიტომ რომ ლურჯი ყველაფერია. ლურჯია ცა, უსაზღვროდ ლურჯი, ლურჯია ზღვაც,უსაზღვროდ ლურჯი. ერთ დროს ჩემი თვალებიც ლურჯი იყო, დღეს ისინი მხოლოდ დეკორაციაა, დღეს ჩემი თვალები ჩემი ყურებია...
...-იცით ბრმებს არაფერი აქვთ დასაკარგი რადგან ისინი ვერ ხედავენ საყვარელ ადამიანებს, ვერ ხედავენ მზესა და მთვარეს, ვერ ხედავენ როგორი ბედნიერია ადამიანი - მითხრა ერთხელ ერთმა ბიჭმა რომელიც დარწმუნებული იყო რომ ბრმა არ ვიყავი. მართალია, ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი ჩვენ ხომ ვერ ვხედავთ ადამიანს რომლებიც გვანაბადგურებენ. ჩვენ ვერ ვხედავთ სამყაროს საიდანაც თქვენ გაქცევა გინდათ. ჩვენ გვესმის ის რასაც თქვენ ხედავთ და ვერ ამჩნევთ და მაინც საკითხავია ვინ არის ჩვენს შორის ბრმა.
ის ფაქტი რომ ჩემი სახე მავიწყდება მაფორიაქებს. ნუთუ ეს შესაძლებელია? თუმცა მახსოვს რომ ლურჯი თვალები მქონდა...
ეს სწორედ მაშინ მოხდა როცა ჩემს თავს გაურკვევლობა იყო სწორედ მაშინ როცა ვნატრობდი ყველა და ყველაფერი გამქრალიყო, ჩემი ნატვრაც შეისმინეს და დღეს ჩემთვის არავინ და არაფერი არსებობს...
თუმცა ის ხმა ისევ ჩემესმის, ის მუსიკა გაუთავებლად ბრუნავს მთელ სახლში და მთელ ხმაზე უკრავს პიანონო. ჟღერს ნოტები ისე როგორც რამდენიმე წლის უკან. ყველაფერი ისეა როგორც იმ დღემდე. იმ დღემდე როცა მე დავკარგავდი ჩემს ფერებს.
... ეს 2014 წლის თებერვის შუა რიცხვებში მოხდა. იმ დღეს ძალიან ციოდა...
2013 წელს მე ცნობილი ადამიანი ვიყავი. ყველას სურდა ჩემი გაცნობა, ყველას სურდა მოესმინა ჩემი მუსიკა, ყველას უნდოდა ეგრძნო ის რასაც მე ვჩუქნიდი ჩემი მუსიკით. მე მაშინ ძალიან მიყვარდა პიანინო, ყოველთვის როდესაც მიუჯდებოდი მას მე მივდიოდი სხვა სამყაროში და მიმყავდა ჩემი მსმენელი, ამიტომაც გამოდიოდა განსხვავებულას სევდიანი თუ მხიარული, მისტიკური თუ რომანტიკული მუსიკა. ამიტომაც ნუსხავდა ის მსმენელს პირველივე ნოტიდან.
პირველდ 6 წლისამ ვიხილე ეს „უშველებელი“(იმ დროსჩემთვის) ინსტრუმენტი თეთრ-შავი კბილებით. მისმა ხმამ დამათრო და სხვა სამყაროში შემიძღვა, არ მოგეჩვენოთ ეს სულელურ ბოდვად რომლის მიზანია ამბავი საინტერესო გახადოს. იმ დღეს მე მხოლოდ პიანონოს ხმა მესმოდა. ის ნოტები სულით ხორცამდე გამიჯდა და გახდა ყველაფერი ჩემთვის. მუსიკა გახდა ის რისთვიდაც ვცხოვრობდი და ცხოვრება გახდა მუსიკა.
მიუხედავდ იმისა რომ მე ვიზრდებოდი, პიაონონო ყოველთვის იყო დიდი მე კი ყოველთვის ვიყავი პატარა.
ალბათ ჩემი პირადი ცხოვრებაც გაინტერესებთ. არც ის იყო უინტერესო. მე მაღალი, ახალგაზრდა და მომხიბვლელი ვიყავი. როგორც ამბობდნენ „დამატყვევებელი გამოხედვის პატრიონი“ ვიყავი და მოგეხსენებათ ეს დიდი პლიუსია, რითაც ხშირად ვსარგებლოდბი. თუმცა პირადი და მუსიკა ეს ორი ერთმანეთისთვის განსხავებული რამ იყო რასაც ერთმანეთში არასდროს ვურევდი. ჩემი პრინციპების გამო ვიყავი ცნობილი და საინტერესო სახე. მოკლედ ჩემი ცხოვრება მშვენეირი იყო, მანამ სანამ ერთი პატარა გოგონა მესტუმრებოდა...
ეს იყო სპეციალური თხოვნა რომელიც ჩემი მოუცლელობის გამო მრავალჯერ გადავდე და გავაწამე „დამკვეთები“. მე უნდა დამეკრა ვახშამზე რომელზეც 13 წლის გოგონა იქნებოდა ერთ ქალთან ერთად. როდესაც გავეცანი და დავაიმედე რომ მუსიკა მოეწონებოდათ, არცერთს არ ამოუღია ხმა. სკამზე დავჯექი და კლავიშებს დავხედე. გოგონას მზერა ვიგრძენი, მისი თვალები ბრწყინავდა, ის ჩემგან ელოდებოდა რაღაც ახალს. რაღაცას რაც არავისთვის იყო ცნობილი. გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი ახალი მუსიკა იქნებოდა, რომელსაც moon on the blue sky ერქვა, ის კია რავის მოუსმენი აქამდე. ეს მუსიკა მიუძღვენი ამ პატარა მშნებიერ გოგონას და მინდოდა ყოფილიყო პირველი ვინც შეაფასებდა მას. ის ისე მისმენდა თვალიც კი არ დაუხამხამები. პირიც კი არ დაუკაებია საჭმლისთვის. ყოველე მოძრაობას აკვირდებოდა და მე ამას ვგრძნობდი.
როდესა დავამთავრე დაკვრა ის არ ამდგარა და არ დაუკრას ტაში, როგორც სხვები აკეთებენ ამას. ისინი უბრალოდ ისხნდენ და მიყურებდნენ. მათთან ღიმილიანი სახით მივედი და ვიკითხე როგორ მოეწონათ ჩემი მუსიკა რომელიც სრულიად ახალია და სპეციალურად პატარა ქალბატონისთვისაა. სიტყვა რომ დავასრულე, ქალმა, რომელიც გოგონას გვერდით იჯდა ხელებით რაღაცას ნიშნება დაიწყო, ამოძრავბდა თითებს, ამოძრავებდა პირს თუმცა ხმას არ იღებდა. როდესაც ქალმა დაასრულა ეს უცნაური მოძრაობები შემდეგ გოგონამ დაიწყო. მისი ჟესტები აშკარად განსხავდებოდა და მათი მნიშვნელობები არ ვიცოდი. როდესაც ეს მოძრაობები შეწვიტა ქალმა მითხრა:
-ის ამბობოს რომ ეს არჩვეულებრივი იყო. თქვენზე მართლას ამბობენ და ნამდვილად ბრძანდებით „ნოტების მეფე“.
-მას არ შეუძლია ლაპარაკი? - ვიკითხე გაკვირვებულამ.
-მას არ ესმის - მიპასუხა ქალმა
-უკაცრავად??
-მას დაბადებიდან არაფერი ესმის - ადგილზე გავშეშდი. ნუთუ მან ჩემი მუსიკის ერთი ნოტიც ვერ გაიგონა? მაშ ეს შექება ტყუილი იყო.
-კი მაგრამ როგორ? როგორ გაიგო? რატომ? რატომ მოვიდა მაშინ? შეუძლია ამიხსნას? - ვიგრძენი როგორ შემცივდა, ოთახში კი ძალზე თბილოდა. ვიგრძენი როგორ გამეყინა ხელები და მას მთელი სხეული მიჰყვა. გაიყინა ყველაფერი. მე კი ვერ ვფიქრობდი ვერ ვხდებოდი ვერაფერს.
ქალმა ისევ დაიყო ჟესტიკულაცია ისევ აკეთებდა რაღაცას თითებით. როცა დაამთვარა გოგონამ შემომხედა, თავისი ლამაზი თვალებით დამაკვირდა და ქალს მიუბრუბდა. ქალი დიდხან უყურებდა მის მოძრაობებს ყურადღებით აკვირდებოდა. ცდილობდა არცერთი მოძრაობა არ გამორჩენოდა. მე კი მოუთმენლობამ შემიპყრო. ვცდილობდი არ დამტყობოდა, როგორც იქნა ქალი ალაპარაკდა:
-მე გიყურებდით და ვგრძნობდი თითოეულ ნოტს. მე მოვისმინე მიუხედავად იმისა რომ არ მესმის. მე ვიგრძენი და აღფრთოვანებული ვარ. მე წავიკითხეს თქვენს სახეზე. თქვენი მოძრაობებით გავიგონე. მე ვიგრძენი ის მთელი სხეულით და ვიყავი სხვაგან თქვენთან ერთად, თქვენს მუსიკასთან ერთად. თქვენ მართლაც ბრძანდებით „ნოტების მეფე“.
ამ გოგონამ უდიდესი შთავეჭდილება მოახდინა ჩემზე. დღესაც კი ვერაფრით ამიხსნია როგორ შეიძლება გაეგო მას ჩემი მუსიკა.
იმ საღამოს შემდეგ ორი დღე იყო გასული როცა მე საავასმყოფოში მიმიყანეს სახის სერიოზული დაზიანებითა და ხელების ასევე სერიოზული მოტეხილობით. სახეზე არ იყო ადგილი სადაც არ მქონდა მინის ნამტვრევები ჩარჭობილი. ჩემი სახე მინის თავშესაფრი გამხდარიყო. ოპერაციის შემდეგ დავკარე მხედველობა, დავკაგე უნარი დამემორჩილებინა ჩემი ხელები. მხოლოდ მარცხენა ხელის ნახევრად კონტროლი შემეძლო... სახეზე უამბრავი შრამი გამიჩნდა. მე დავკაგე ჩემი მომხიბვლელობა და შარმი. მე დავკკაგე ჩემი ფერები.
იმ დღის შემდეგ თითქმის 5 წელი გავიდა. ჩემთვის ეს 5 წელი დეპრესიისა და გამოუსადეგარობის წლები იყო. „ნოტები მეფე“ მოკვდა. ის მხოლოდ ჩემს ფიქრებში ცოცხლობდა. Moon on the blue sky არავის მოუსმენა იმ გოგონას გარდა. ის უბრალოდ გახდა მისი და არ მინდოდა სხვებისთვის გამეზიარებინა.
გოგონას სახელი მარგარეტი იყო. ჩვენი მეორე შეხვედრიდან ერთი თვე გასულიყო. ეს იყო ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა, მაგრამ მე ის არასდროს დამავიწყდება, მემახსოვრება ისეთი როგორიც წლების წინ ვიხილე. მას კი არასდროს გაუგონია ჩემი ხმა, მაგრამ ვემახსოვრები ისეთი როგორიც მაშინ ვიყავი...
ჩვენ ბაღში შევხდით ერთმანეთს სეირნობისას... ვიგრძენი რომ გვერდით ვიღაც იდგა. ვიგრძენი იასამინის სურნელი, გავიგონე მისი სუნთქვა და მივხვდი როგორი მორიდებით იდგა ჩემს გვერდით.
-ეს თქვენ ხართ? -ვიკითხე გაუაზრებლად
-ბატონო ლუჯო,იმედი მაქვს გახსოვართ - გავიგონე ქალის ხმა რომელიც არასდროს დამავიწყდებოდა, ის ხომ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მსმენელის სიტყვებს გადმომცემდა -ჩვენ თქვენი ბოლო მსმენელები ვიყავავით.
-რათმქაუნდა მახსოვხართ იმ პატარა ქალბატონის დავიწყება შეუძლებელია. თქვენ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახხდიენთ - ცოტახანი სიჩუმე ჩამოწვა ალბათ თითებით საუბრობდნენ. მე გავინაბე ვიდექი და ველოდებოდი როდის გადმომცემდნენ სიტყვებს.
-თქვენ წლები დაგტყობიათ, თითქოსდა უფრო დაპატარავებულხართ. იმ სღამოს შესანიშნავად გამოიყურებოდით თქვენი მუსიკის ფონზე. თქვენ მართლაც იყავით მეფე - გამეღიმა. წარმოვიდინე რამდენად გაზრდილი იქნებოდა. როგორი დაკვირვებული და გონიერი ქალი გაიზრდებოდა.
-თქვენ კი მაშინ ჰგავდით მთავრეს ლურჯ ცაზე.
-თქვენ რომ დანახვა შეგეძლოთ დამინახავდით რომ ვიღიმი.
-მე რომ დაკვრა შემეძლოს დაგიწერდით უამრავ მუსიკას
იმ დღეს 5 წლის განმვლობაში პირველად და უკანასკნელად შევეხე პიანინოს და დავუკარი მასზე. იმ დღეს მეორედ გაისმა moon on the blue sky.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent