შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო


21-04-2018, 01:04
ავტორი It Girl
ნანახია 1 094

რამხელა დრო გავიდა და მე ჯერ ისევ ამაზე ვფიქრობ, თურმე იმის დავიწყება უფრო ძნელია რაზეც ფიქრობდი, რომ ახდებოდა და არ ახდა, ვიდრე იმის რაც იყო და აღარასდროს განმეორდება. თუ სიკვდილის წინ მთელი ცხოვრება გაივლის ხოლმე თვალწინ, დაშორებისას ის ცხოვრება გაივლის, რომელიც მასთან ერთად უნდა გქონოდა, ვინც ყველაფერზე მეტად გიყვარდა. ცვალებად სამყაროში, ცვალებად ჭეშმარიტებაში ,რომლებიც წამიერად გაიელვებენ და მყისვე წარმავალი დროის ღუბლებში უჩინარდებიან, ყოველმა სულმა თავისი მეორე ნახევარი უნდა იპოვოს, რომ იცოდეს, რომ ესმოდეს, რომ იცოცხლოს.

მე ვისწავლე, რომ ამ სამყაროში კარგი რაღაცებიც არსებობს და იპოვი მათ, თუ კარგად მოძებნი. ვისწავლე, რომ ყველა არ გაგიცრუებს იმედს, მათ შორის მეც და რომ შეიძლება სამას ოთხმოცდასამმეტრიანი ბორცვი სამრეკლოზე უფრო მაღალი მოგეჩვენოს, თუ იმ ადამიანის გვერდით დგახარ, რომელიც გჭირდება.
ხომ იცით, რომანტიკულ ფილმებში აჩვენებენ მომენტებს, როცა შეყვარებული წყვილი გრძნობებს ვეღარ მალავს და საჯაროდ გამოხატავს. თუმცა ამ დროს ქალი მაინც შოკირებული და გაოგნებული ჩანს ხოლმე, თითქოს რაღაც უჩვეულო და მოულოდნელი ხდებოდეს მის თავს. ეს არასოდეს მესმოდა. ნუთუ ასეთი ჩერჩეტია-მეთქი, ვფიქრობდი.აბა, როგორ ვერ შენიშნა მამაკაცს რომ უყვარდა? ეს ხომ ხელისგულივით ჩანდა! ასეა, რაც თქვენს თავს ხდება, ვერ ამჩნევთ.
მეგობრები დავრჩეთ? პატარა ბოსტანი გავაშენოთ დამწვარი გრძნობების ლავაზე? ასე მხოლოდ პატარა ინტრიგების შემდეგ ხდება და ისიც ძალიან ყალბად გამოიყურება ხოლმე, სიყვარულს, მეგობრობით არ ალაქავებენ. დასასრული დასასრულია.

და დიდი ლოდინის შემდეგ იწყება გადაწყვეტილება დაივიწყო სამუდამოდ. და იწყებ გადაწყვეტილებას, რომ დაივიწყო, და ახსენდები წუთში თვითონ.

მოკლედ ჩემი ცხოვრება ასეთია: ერთდროულად ბედნიერიც ვარ და უბედურიც. ჯერ კიდევ ვცდილობ ამოვხსნა, როგორ შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent