შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თხელი საღებავის ფენა


27-04-2018, 18:29
ავტორი მსხვერპლი
ნანახია 1 067

გაბინდულ სადგურში მძიმედ შემოდის დროისგან დაძველებული, თითქოს ახალი მაგრამ ჟანგიანი მატარებელი, რომელსაც სიცოცხლის კვალს მხოლოდ ახლად წასმული თხელი საღებავის ფენა უნარჩუნებს. მძიმედ ჩერდება გაცვეთილი მუხრუჭის გამაყრუებელი წუილი და უეცარი სიჩუმე ისაგდურებს ისევ. დისპეჩერი ჩასხდომას აცხადებს. ორადორი ადამიანი ადის მატარებელში ჩვენს გარდა. სანამ ჩაბნელებული სადგურის და მატარაბლის კონტრასტით თავს ვირთობ და ფირზე აღბეჭვდას ვცდილობ, ნიკას და ბექას სავარძლები საწოლებად გადაუქცევიათ, დაღლილნი უკვე ღრმა ძილში შეჭრილნან. ზანტატ დავჯექი სკამზე კომფორტულად მოვეწყე, ფოტოების თვალიერებას შევუდექი, მემანქანეებმა კონტროლი გადაიბარეს, გამცილებელმა ბილეთები შეამოწმა. ყრუდ გაისმა ნესტიანი სიგნალის ხმაც. უეცარი შექანავება ვაგონები მძიმედ ზანტად და დაღლილად დაიძრა.
ვცდილობ არ ჩამეძინოს და მზის ამოსვლის ჯადოსნური კადრები ტვინის ეკრანებზე გავუშვა, მაგრამ ეს საკმაოდ ძნელია როცა დიდი ხანია კარგად არ გიძინია. იავნანასავით ჩამესმის რელსების ხმა ვაგონი კი აკვანივით მოქმედებს ჩემზე. ვინც დიდ სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებს მატარებლით მგზავრობას გამიგებს რა დიდი კაიფია ეს ყველაფერი. ვაგონი მიედინება დიდ დინებაში, შენაკადებში გადადის, სოფლებში იჭრება კორპუსებს უკან იტოვებს, ტყეებსა და ჯუნგლურ არქიტექტურაში თავის ხმაურიან კვალს ტოვებს. როდის გავითიშე არ მახსოვს, მაგრამ ამ ფიქრებმა ღრმა ძილში გადამიყვანა.
უეცრად მეღვიძება, ვგრძნობ მოწყვეტილი ვარ ამ სამყაროდან. ვცდილობ გავერკვე სივრცესა და დროში. წინ ორი ხანდაზმული ტიპი მომშტერებია ისეთი სახეებით თითქოს ციდან ჩამაგდო იქ ვინმემ, უკან ოთხ ტიპს საკმაო დიალოგი გაუმართია ზოგად საკაცობრიობო თემებზე. როგორც ჩანს ნელ-ნელა გავსებულა ვაგონები. ბექა და ნიკა კვლავ ასტრალში რჩებოდნენ, ნელ-ნელა გავერკვიე ყველაფერში, ვერ ვხვდები სად ვარ მზეც არსად ჩანს, სამ საათზე მეტია ალბათ რაც მოვდივართ. საათს დავხედე ნავიგაცია ჩავრთე, მაგრამ რააზრიაქ არაფერი იჭერს. ავდექი მძინარე ნიკას ერთი ღერი ავაცალე ჩაჭედილი კარი გამოვწიე და ვაგონის ბოლოსკენ გავედი. ვიღაცას ღვინის ბიდონებით გაუვსია იქაურობა, მემანქანეს კი კარებების დაკეტვა დავიწყნია. თავი გავყავი ბუნდში ნაკვეთების გარჩევას ვცდილობ. სადღაც მთებს შუა მივგორავდით, მთვარე ოც ვატიანი ნათურასავით ბჟუტავდა, სადღაც ღრუბლებიც მისრიალებდნენ. მოკიდებას ვცდილობ მაგრამ ქარი არ მაცლის. ბექა აღებს კარს და გამოშტერებული სახით მიყურებს თუმცა უცხო არარის ჩემთვის ეს სახე ბექასგან. მოკიდებულ სიგარეტს მაძლევს: აჰა გადაუკიდეო. ამით მომიგვარდა მოკიდების პრობლემა, პატარა დიალოგი გავმართეთ იმაზე თუ სად ვიყავით ან რატომ მივდიოდით. რეალურად ბექაც და ნიკაც ჩემი ახირების მსხვერპლნი არიან, ხშირად ხდება ესე უბრალოდ მომყვებიან.
მზისგან გამოპარული პატარა სხივები მთის ნაპრალებიდან წყალივით ჟონავდა. არქიტექტურა ნელ ნელა ტვინში ამოვარდა და ჭიათურა ამოიცნო. იგივე ბაქანი შეგვეგება და იგივე დანგრეული სადგური, რომელზეც მარაზმულად რკინიგზას გაუკვრია მართკუთედი ოქროს ფერი აბრა “ჭიათურა”.
ნიკა ავაგდეთ და ბაქანზე გადავედით. როცა იგივე ადგილს ვუბრუნდები ყველა ის მოგონება ერთად ხტება ტვინში, ყველა ის წამი რაც იქ გამიტარებია, ყველა მომენტი სულ ყველა ფიქსელი და მერე ისევ უკან ბრუნდება. უძინარი ტვინი ძლივს მუშაობდა კუჭიც დატენვას მთხოვდა, ნელი ნაბიჯებით დავიწყეთ სვლა სასადილოსკენ. იმ სილამაზით ვტკბებოდი, აქ სულ სხვა სამყაროა აქაურობა გურგრილს არავის ტოვებს. სტანდარტულად კლდეებს შორის ბევრი ქალაქია გაშენებული ეს ქალაქი გამორჩეულია აქ კლდეებზეც სახლებია ძველი საბჭოური კორპუსები და არქიტექტურა ეგრევე თვალში გხვდება ალბათ აშენებიდან დღემდე რაც შეიცვალა მხოლოდ ფერი და ფანჯრებია

რაღაცნაირი დილა იყო დილა ყოველთვის საინტერესო და უცნაურია, მაგრამ ეს დილა სულ სხვანაირი იყო, უეცრად სხვა სამყაროში იჩითები სხვა აბსტრაქციებში. მერე ხვდები რომ აქ ეს აბსტრაქციები რეალობაა და ეს უფრო გაკაიფებს. ამ ქალაქში თითქოს არაფერი არ ხდება თითქოს დრო უბრალოდ გაჩერებულია.
ცხელმა ყავამ კარგად გამოგვაფხიზლა თან მზეც კარგად ამოსულიყო ამასობაში და აღარც გვციოდა საჭმელმაც ხოდზე მოგვიყვანა ნიკა მაინც ტვინს ჭამდა შიმშილით ბექა უბრალოდ იყო. გადავხედე და დინჯად გავუკიდე გაცრეცილ სიგარეტს ნაცნობი ქუჩით საბაგიროსკენ დავიწყეთ სვლა

ზემოდან ყოველთვის ყველაფერი კარგად და ლამაზად ჩანს. თავიდან ვერ ვიგდებ იმ პანორამულ ხედებს რაც ზევიდან იშლება, წყნარი ქალაქი სადღაც მთებში დაკარგული კლდეები და ამ კლდეებზე მცოცავი საბაგიროები. იმ ვაგონების მსგავსად ამ კორპუსებსაც ეს საღებავები სიცოცხლეს უბრუნებს. მარგანეცისგან დაღლილი ყვირილაც ზანტად მოედინება ეს ფლორა რაც აქ არის ეს ატმოსფერო რომელსაც ყველაფერი ერთან ქმნის და ეს სისტემა რაც ერთ ჯაჭვშია გაერთიანებული საკმაოთ ესთეტიკურ გარემოს ქმნის რაც ჭიათურას ღირს შესანიშნავ ადგილად წარმოადგენს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent