შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც კარგად ვარ


5-06-2018, 14:34
ავტორი iname123
ნანახია 1 312

კარგი რამ არის ეს ფანტაზია.
საკმაოდ მომგებიანიც,შეიძლება ითქვას.
ჩვენს ფანტაზიაში ადამიანებს ისეთად წარმოვიდგენთ,როგორებიც სინამდვილეში არ არიან.
ჩვენს გონებაში ისინი ისეთი კარგები არიან,ისე ვუყვარვართ და იმხელა პატივს გვცემენ,რომ არარეალური,რომ არ იყოს ალბათ ბევრს შეშურდებოდა მსგავსი ადამიანი,რომ გვყავს გვერდით.
და მაინც,ვფიქრობ,რომ ადამიანები,რომლებიც ჩვენს ფანტაზიაში ხვდებიან,რაღაც ნიშნით გამოირჩევიან.
შვიდი მილიარდი ადამიანიდან ერთს,რომ ამოირჩევ და მასზე ფიქრობ დღედაღამე ეს ხომ რაღაცას ნიშნავს?!
რაღაცას კიარა ბევრ რამეს ნიშნავს.მერე რა,თუ ჩვენს გონებაში,როგორიცაა ისეთი არაა რეალურად.ეგ არაფერი,იმედი ვის არ გაცრუებია.
მაგრამ ფიქრის პროცესი,მაინც სასიამოვნოა.
ადამიანებს გამუდმებით გვჭირდება ისეთი ვიღაც ვისზეც იფიქრებ,თუნდაც ერთი დღე ან რამოდენიმე საათი.სხვა შემთხვევაში ადამიანის ცხოვრება თითქოს უფერულდება.
რაღაც საჭიროებასავით არის.უნდა გყავდეს ვინმე ვისზეც იფიქრებ,იოცნებებ და უბრალოდ წარმოდგენებს შეიქმნი.ოღონდ ზედმეტად არ უნდა შეიჭრა როლში.
ვიცი უაზროდ ჟღერს,მაგრამ ადამიანი ამის გარეშე ვერ ცხოვრობს.თუ ცხოვრობს,მაშინაც თავს ისე გრძნობს,თითქოს ცარიელი ადგილი აქვს სულში და აუცილებლობა აქვს,რომ რაიმეთი შეივსოს.
არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი გიყვარს,თუ არა.უბრალოდ საკმარისია მოგწონდეს და მერე ფერად-ფერადი ოცნებები თავისით მოგძებნიან.
ტრაგედია არაა იფიქრო ვინმეზე.
არ ნიშნავს ფიქრი,რომ გიყვარს ის ადამიანი ან აუცილებლად მასთან უნდა იყო,რადგან ფიქრობ.
არა სულაც არა.
უბრალოდ პირქუშ ღამეში,გარდამავალი წამის დროს,გჭირდება ადამიანს რაღაც გამოსხივება,რომელიც ბნელ ოთახს სინათლეს მოჰფენს.
ზოგის ცხოვრებაში ეს სინათლე დილამდე რჩება მხოლოდ და მეორე ღამით აღარც კი მოდის,ზოგის ცხოვრებაში კი ეს სინათლე მზეზე მკვეთრად ანათებს და მთელი ცხოვრება რჩება.
ბედნიერები არიან ის ადამიანები ვისაც თავიანთი მზე ჰყავთ ცხოვრებაში.
მე ასეთი სხივი არ მყავს,მაგრამ თავს უბედურად არ ვგრძნობ (ვიტყუები).
წიგნები,სპექტაკლები,ფილმები,სიმღერები და რამოდენიმე ღერი ,,Marlboro’’ საკმარისია იმისთვის,რომ თავი ბედნიერად ვიგრძნო,(მატყუარა არ ვარ უბრალოდ ძალაუნებურად ახლაც მოვიტყუე).
მაგრამ იცით რაა...
ასეთი ბედნიერება რაღაცნაირია.აი ,,მუღამს’’ მოკლებული თითქოს.სად მზეზე მეტად მოკაშკაშე ცოცხალი სხივი,რომ გყავს და სად ზემოთ ჩამოთვილი ჩემი ,,ბედნიერებები’’.
მაგრამ რატომღაც ძალიან შემიყვარდა და შევეჩვიე მარტოობას.
ნამდვილად არ მეგონა,თანაც ყველაზე მეტად ამის მეშინოდა.
მეშინოდა,რომ მარტოობაში არავინ მოვიდოდა და მაიძულებდნენ შევგუებოდი მარტოობას.
რას ვიზამთ.
არავინ მოვიდა,ურცხვად დამტოვეს მარტოობასთან და მეც სხვა გზა არც მქონდა შევეგუე.
ჩუმად გეტვყით და ახლა ადამიანებს ვეღარ ვიტან თითქოს.
კარგია,როდესაც გყავს ვიღაც გვერდით,მაგრამ ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს მეყოლება თუარა ვინმე გვერდით.ისე კარგად ვარ მარტო,რომ მართლა შეგშურდებათ (ჰო ახლაც გატყუებ).




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent