შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

3 წამი და სიყვარული


14-06-2018, 11:49
ავტორი Annusha999
ნანახია 1 207

-ქალბატონო, წარმოუდგენელია ის რასაც ამბობთ... განა შეიძლება არსებობდეს ასეთი სიყვარული?
-ძვირფასო, წარმოუდგენელი არაფერია. უკვე დავბერდი და ისევ ის მიყვარს... ადამიანი რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი, რომლის თვალებმაც მომაჯადოვა...
მახსოვს, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, სულ მთლად გამოუცდელი, სამყარო ცისარტყელას ფერებში მეგონა დახატული. ჩემთვის ვსეირნობდი, ვოცნებობდი ხალხით გადატენილ ქუჩაში, ვფიქრობდი ბუნებაზე, სიყვარულზე, ცხოვრებაზე, გარშემომყოფებზე... მერე ვიღაცამ მხარი გამკრა შემთხვევით და წავიდა. მე კი რატომგაც გავჩერდი წინ ვიყურებოდი და ყველაფერი ირეოდა, არ მესმოდა არაფერი....
მერე უცებ მისი თვალები დავინახე, ვერ გეტყვით თუ როგორი იყო... თან მწვანე, თან ყავისფერი თითქოს ლურჯი და ცისფერიც. ასეთი თვალები მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არასდროს მინახავს. სულ რაღაც სამი წამი ვუყურებდი თვალებში მანაც შემომხედა გაიღიმა, არ ვიცი რატომ... შემდეგ კი გზა განაგრძო, მგონი ეჩქარებოდა...
ეს სამი წამი ჩემთვის სრულიად საკმარისი იყო იმისთვის რომ თავდავიწყებით შემყვარებოდა და მთელი ცხოვრება მის ანარეკლს ჩემში ეცხოვრა... ჩემზე მაღალი იყო მაგრამ არც ისე ძალიან... სწორი ცხვირი ჰქონდა, არა მის ცხვირს სწორი არ ერქვა რაღაც უფრო სხვანაირი იყო. აი ხომ გინახავთ მსოფლიო შედევრების ნახატები, მათი უმშვენიერესი ქმნილებები მათ არ ჩამოუვარდებოდა... ყავისფერი ოდნავ წამოზრდილი თმა, ვარდისფერი ტუჩები...
რას არ მივცემდი ოღონდ მისი გაცნობის საშუალება მქონოდა...
ვიცი ფიქრობთ ეს ქალი სისულელეებს როშავსო როგორ შეიძლება ასე უყვარდეს ვინმეს ვიღაც უცხოო. მაგრამ ის ჩემთვის უცხო სულაც არაა. ვიცი მასაც ვახსოვარ, ვერ გეტყვით იმას თუ საიდან ვხვდები ამას, მაგრამ...
მთელი ცხოვრება მის ძებნაში გავატარე ყოველ დღე იმ ადგილას დავდიოდი სადაც მას შევხვდი. ყოველ ადამიანში მისი სახის ამოცნობას ვცდილობდი, მაგრამ ის მაინც ვერ ვიპოვე...
მალე ალბათ ამ ქვეყნიდან წავალ და იმედია იმ ქვეყანაში მაინც ვნახავ მას...
-კარგით, მადლობა თქვენი ისტორიისათვის ქალბატონო.-გოგონას არ სჯეროდა ამ ისტორიის ეგონა ჭკუიდან შეიშალა, საწყალი ქალიო...
ყველას აქვს სიყვარულის უფლება მათ შორის გამოჩენილ მეცნიერსა და მწერალს რომელიც სიცოცხლის ბოლო თვეებს ითვლის. რომელმაც ცხოვრებამ სამუდამო დაღი დაასვა. მას არ უყვარდა ისეთი სიყვარულით, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია, მაგრამ მასაც ხომ უყვარდა. მთელი გულით თავისებურად.
და მაინც სიყვარული თითოეული ჩვენგანისთვის განსხვავებული რამაა...



№1  offline წევრი elena gavasheli

წარმოუდგენელი მართლაც არაფერია heart_eyes heart_eyes კარგი სიტყვებია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent