გრძნობები თვალებს მიღმა
რამდენი წელია უკვე საკუთარ თავს ვარწმუნებ,რომ არ მიყვარხარ. ვცდილობ დავაჯერო ჩემს თავს,რომ შენს მიმართ რასაც განვიცდი,უბრალოდ ძლიერი მოწონება ან თუნდაც მიჩვევაა. მე ხომ ასე გაგაიდეალე... შენ იმდენს უყვარხარ,გოგოსაც და ბიჭსაც, დიდსაც და პატარასაც,მაგრამ შემიძლია დავიფიცო,რომ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ხარ. იცი,ზოგჯერ იმდენად მენატრები,რომ საკუთარ კანში ვეღარ ვეტევი,სისხლის მოძრაობას ვგრძნობ ვენებში,ვგრძნობ როგორ შედის და გამოდის სისხლი გულიდან და როგორ გადააქვს სისხლს შენი მონატრება ჩემი სხეულის თითოეულ უჯრედში. შეიძლება ბანალურადაც კი მოგეჩვენოს,ვიცი...მაგრამ ხანდახან,მართლა ასე გაუსაძლისად მენატრები. ასეთ დროს უბრალოდ ვიძინებ, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოს ასეა. ამ დროს ყოველთვის მესიზმრები... ზუსტად ვიცი,როცა ასე ძალიან მენატრები, ერთადერთი გზა,რომ გნახო,შენთან ახლოს ვიყო, ცოტა ხნით თავი ბედნიერად რომ ვიგრძნო არის ჩემს სიზმრებში შენთან შეხვედრა... ღმერთო,რა საცოდავია შეყვარებული ადამიანი ზოგჯერ! იცი? არ ვიცი როგორ,მაგრამ ყოველთვის წინასწარ ვგრძნობ შენთან შეხვედრას... ისიც არ ვიცი დაიჯერებ თუ არა მაგრამ ასეა,ნამდვილად ასეა... ამ დროს ვფიქრობ ხოლმე, ნუთუ შეიძლება დამთხვევა იყოს? დავიჯერო,უბრალოდ მიგრძნობს გული შენთან შეხვედრას? იქნებ,მართლა მიყვარხარ და ეს გრძნობა ჩემს ქვეცნობიერს აძლევს იმის საშუალებას, რომ მაშინაც კი ვიგრძნო შენი სიახლოვე როცა ასე შორს ხარ ჩემგან... საბოლოო ჯამში ისევ არეული ვარ. ყოველი შენთან შეხვედრა ასე მთავრდება. მოდიხარ, მონატრებულ თვალებს სულ რამოდენიმე წამით შემომანათებ და მე ყოველთვის ვგრძნობ როგორ განწყობაზე ხარ ამ დროს. ვიცი იმ რამოდენიმე წამში შენი თვალები რის თქმას ცდილობენ. იქნებ შენც ხედავ როგორი არეული ვარ,როგორ მენატრები,როგორ მიყვარხარ... იქნებ შენც ხედავ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.