ყველაზე კარგი გრძნობა (სრულად)
ყველაზე კარგი გრძნობა საკუთარი თავის პოვნაა. არა ამ შემთხვევაში უკეთესი იქნება თუ ვიტყვი საკუთარ თავთან დაბრუნება...წარმოიდგინეთ რომ რამდენი დეკადის განმავლობაში უბრალოდ გაყინული იყავით, მოწყვეტილი ამქვეყნიურ ყოფას და ცხოვრებას,რომელიც მიდიოდა თქვენგან დამოუკიდებლად. არსებობდნენ ადამიანები,რომლებიც აწყობდნენ თქვენს გარშემო დეკორაციებს, ქმნიდნენ საზიზღარი სცენარით შედგენილ წარმოდგენებს, ისინი ერეოდნენ შენს შესაძლო მომავალშიც,იყო ჭორები,აზრები, არაადამიანობაც ,მაგრამ როდესაც დგება დღე რომ უბრუნდები საკუთარ თავს,იმ ადამიანთა პერფორმანსებს აღარ აქვთ მნიშვნელობა. ის კი არა თვით ისინიც ქრებიან ისე თითქოს და არც კი არსებობდნენ. უბრუნდები საკუთარ თავს და ცდილობ მის გაანალიზებას. გახსენებას იმ თვისებების, რაც მას გააჩნდა და გაიყინა . იმის გაცნობიერება,რომ ხარ იმდენად “პოხუისტი” რომ ყველა და ყველაფერი ფეხებზე გკიდია გარდა იმისა,რაც შენშია. ანუ გიჟი,პარანოიკი, ადამიანი,რომელიც ამბობს იმას,რასაც ფიქრობს და არავის უხრის თავს, ერთგვარ შვებას გვრის,რადგან ამ მომეტში აცნობიერებ რომ , აღარაა საჭირო სხვისი დაწერილი სცენარით სუნთქვა....მაგრამ დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა, თითქოს მოკვდა ჩემში მებძოლი ადამიანი გარეთ წვიმს... საოცრად ლამაზია ზაფხულის დილა. ბოლო დროს ღამეებს სპეციალურად ვათევ, რომ გარიჟრაჟით დავტკბე, ჭიქა ყავით გავდივარ აივანზე და ვეშვები გრძნობათა მორევში... ნეტავ აქ მყავდე... ვჩურჩულებ ჩემთვის და იმ ვერ ახდენილ დღეებს ვიხსენებ,რომელიც შენთან ერთად უნდა მქონოდა... თვალგახელილს მესიზმრება თუ როგორ გიყვარდი და გჭირდებოდი, როგორ მეფიცებოდი ერთგულებას და ბოლოს წახვედი. აზრი არ აქვს რომელმა უღალატა პირველმა, რომელმა მიატოვა. იმას უფრო აქვს მხოლოდ მნიშვნელობა რომელს უღირდა მეორეს გამო სიცოცხლე, რომელი დათმობდა საკუთარ მეს და შესწირავდა მეორეს თავის სიყვარულის დასამტკიცებლად. ბოლოს ვერც ერთმა ვერ მოვიგეთ საკუთარ თავებთან ომი.... მე მწამს რომ ჩემსავით ეხუტები ბალიშს და ჩემს სურნელს გრძნობ,როგორც მე შენსას , რომ გენატრება ის დღეები როცა შენს გვერდით ვიწექი. ჩუმად, ბავშვივით და ვუსმენდი შენს ისტორიებს. მიყვარს შენი სიცილი რა გრძნობაა იცი? როცა ვიღაცის ჩახლეჩილი ხმა და სიცილი გამუდმებით ჩაგესმის ყურებში?! მენატრები... არ მინდა უშენოდ არც ერთი წუთი, არც ერთი წამი. ღმერთია მოწმე რომ ცოცხალ ლეშს ვგავარ. ეგოისტი არ ვარ ,არც ეჭვიანი, ეს კი იმას არ ნიშნავს რომ არ მიყვარხარ... დიდი დრო გავიდა, მაგრამ დღე არ გავა რომ არ მახსოვდე. წამი არ გავა რომ არ ვიფიქრო შენზე, შენს თმებზე, თვალებზე... სასაცილოა მაგრამ დღემდე მიყვარს შენი თვალები და მათი გახსენებისას გულზე თითქოს და ცეცხლი მეკიდება. მე თუ მკითხავენ რა არის ამქვეყნად ყველაზე ლამაზი რამ, მხოლოდ ვიტყოდი რომ შენი თვალები, შენი ხმა, რომლის მოსმენაც სულ მინდა და არ შემიძლია მის გარეშე ყოფნა. უშენობა არ შემიძლია. .. მაგრამ შენგან მხოლოდ ერთს მოვითხოვ! გთხოვ იყავი ბედნიერი,არ იფიქრო ჩემზე ისე ,როგორც ქალზე რომელიც ოდესღაც გიყვარდა .მას კი დღემდე სიგიჟემდე უყვარხარ. არ იფიქრო , არ მინდა გეცოდებოდე, დიადი გრძნობის გამო! მე ძლიერი ვარ. იმაზე მეტად ძლიერი, ვიდრე შენ წარმოგიდგენია იყავი მასთან ვინც გულით, გიყვარს იყავი ის ვინც ხარ და მე კი, მე ....ჯანდაბასაც წაუღია ჩემი თავი ,მე მაინც კარგად ვარ :) გპირდები არ შევიძულებ ჰაერს, რომელსაც შენი სუნი და მოგენებები აქვს შერჩენილი. მე მაინც ვიპოვი თავისუფლებასა და ბედნიერებას ყველა იმედის დაკარგვით, რაც კი შენდამი გამაჩნია ,ვიპოვი სხვას, მასში აღმოგაჩენ და თავიდან შეგიყვარებ შენც და საკუთარ თავსაც. არ მიყვარს ტირილი... მე მხოლოდ გავიცინებ იმაზე რომ ჩვენ ერთმანეთი ბანალურად გავიცანით... ამდაგვარადვე დავშორდით, თუმცა მწარედ გამეღიმება იმ დღეებზე ,როცა სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი და მაინც როგორც ზევით ვთქვი ყველაზე კარგი გრძნობა საკუთარ თავთან დაბრუნებაა. საუკეთესო სურვილებით შეშლლილი მე <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.