შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის ოცნება - Night daydreaming.


6-07-2018, 23:25
ავტორი ტალუ.
ნანახია 1 076

ხანდახან მგონია, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი გაივლის. ისე ძალიან აღარ მენატრები... აქამდე სულ შენზე ვფიქრობდი, ტკივილამდე მენატრებოდი, ახლა იმდენად აღარ, აღარც შენი სახელის გაგონებისას მიჩქარდება გული... უმეტეს შემთხვევაში მაინც... ღამე მაინც თავისას შვება. უზომოდ ვარ შეყვარებული შენზე. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყველანაირი იმედი გადამეწურა იმის, რომ მომწერ, მაინც ვცდილობ დავაჯერო საკუთარ თავს, რომ სულ ცოტაც უნდა მოვითმინო და დაბრუნდები. ღამის თერთმეტიდან დილის ექვსამდე, გაშეშებული ვწევარ და მივშტერებივარ უსასრულო სივრცეს, თვალის დაუხამხამებლად გადის მთელი ღამე. ამ დროს, როცა ჩემი სხეული რეალურად არც იძვრის, მე ვმოგზაურობ. ვუვლი დედამიწას, უკვე მერამდენედ. ვნახულობ ყველა სანახავ ადგილს შენთან ერთად და შევიგრძნობ ჭეშმარიტ ბედნიერებას. ბოლოს, ისე ხდება, რომ ორივე, მეც და შენც, შენივე ლოგინში ვასრულებთ დაუსრულებელ დღეს. ან ღამეს. ვწევართ ჩახუტებულები, შენ ისეთი დაღლილი ხარ დამქანცველი მოგზაურობისაგან, რომ როგორც კი ბალიშს თავს ადებ, მაშინვე გეძინება, მომღიმარი სახით და ჩემს წელზე მჭიდროდ მოხვეული შენი ხელით. მეც ვიღიმი და ბოლო წუთებს სიმშვიდეში ვატარებ. გიყურებ როგორ მშვიდად თვლემ, ვცდილობ შენს თანაბარ სუნთქვას ჩემი შევუსაბამო, ხოლო აფორიაქებულ გულს ვამშვიდებ და ვეუბნები, რომ ისევე უნდა ძგერდეს, როგორც შენი ძგერს. გაყინულ თითებს სახეზე გისვამ, თბილი ხარ. მინაბული თვალებით, შენზე აკრული ვცდილობ, კარგად დავიმახსოვრო შენი თითოეული ნაკვთი, რადგან ვიცი, რომ როცა დავიძინებ, შენს გვერდით აღარ გამეღვიძება. თავს ვიკავებ, არ მინდა შენი ყურება შევწყვიტო, მაგრამ ბოლოს მაინც მეძინება, შენს მკლავებში თავს მშვიდად ვგრძნობ. წამიერად ვხუჭავ თვალებს და ის-ისაა უნდა დავიძინო, რომ მაღვიძარა ბოლო ხმაზე იწყებს რეკვას. ვხვნეში, თვალებს ვახელ და, როგორც ყოველთვის, შენს ოთახში აღარ ვარ. არც შენ ხარ ჩემთან და, რაღათქმაუნდა ჩვენი მოგზაურობაც და ერთად დაძინებაც, უბრალო ოცნებად რჩება, რომელიც არასოდეს ახდება. დილის რვის ნახევარია, დაღლილი, გამოუძინებელი ვდგები და სკოლისთვის ვემზადები. გამოფიტული ვარ, მაგრამ არ ვნანობ ჩვენს პატარა თავგადასავალს, ღიმილით ვიღებ ზურგჩანთას და მივდივარ, ამის შემდეგ მთელი დღე შენზე აღარ ვფიქრობ. მანამ, სანამ დაღამებამდე, ისევ არ მოხვალ ჩემთან თვითმფრინავის ბილეთებითა და შენი უაზრო ღიმილით, და ისევ არ წავალთ სამოგზაუროდ, სანამ ისევ არ განმეორდება იგივე და სანამ ისევ შენს ოთახში არ ჩაგვეძინება.
3:58 am




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent