შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბებერი დრო


13-07-2018, 14:55
ავტორი Mathilda666
ნანახია 1 025

მიყვარს ჩვენი მომენტები ერთმანეთს, რომ ენაცვლება კინოს ფირის კადრებით.თავში ხან ერთი სიუჟეტი ამომიტივტივდება,ხან მეორე და გრძელდება ასე უსასრულოდ.
    ცაზე ღრუბლები გუნდებადაა გადაყრილი, შუალედებში მზე მჭრელად ანათებს და ისრებივით ისვრის თავის სხივებს.ვწევარ აივანზე და თვალები ზეცისკენ მაქვს მიპყრობილი,სულ სხვანაირი ცაა.გარშემო ხეების ჯარია მწყობრში მოთავსებული და დამყარება.თითქოს ელოდებიან რას ვეტყვი მათ და რას დავწერ მათზე.მესმის!მათი ლაპარაკი მესმის.ნელა ირწევიან, თითქოს ნიავს ვალსს ეცეკვებიან.თითოეული მათგანი დამოუკიდებლად ცეკვავს.
     მე მესმის მათი სიმღერა.მათ შრიალში საამო ხმა ისმის.ისინი ჩიტებს უმღერიან და ჩიტები მათ.
     მე აქ ვარ!შენც აქ ხარ!მე გხედავ შენ.შენი სუნთქვა მესმის და მათბობს.ჩახუტების სურნელი დაგყვება თან.ისეთი ტკბილია!
---------------------------------------------------
   ახლა კარების ზღურბლთან დგახარ და მეძახი.გამოგხედე.გამიღიმე და უბრალოდ დამიძახე.აი მზერის ადგილიც.ისეთი თბილია.
---------------------------------------------------
   აი,ასე,ზის ორი ადამიანი.ორივე ერთსა და იმავეზე მაფიქრალი.იმდენად ახლოს არიან ერთ მთლიანობად იქცნენ.აი ასე სხედან და სუნთქავენ ერთმანეთით

------------------------------------------------------
მახსოვს პატარა ადგილები შორეული წარსულიდან და როდესაც ახლა ფანჯრიდან ვიყურები მახსენდება ბებერი დრო.სანამ ამდენ ფიქრს დავიწყებდი,როდესაც ამ ფანჯრიდან ხედს გავხედავდი,ვგრძნობდი უსუსურობას.უზარმაზარი იყო ეს ხმაურიანი ქალაქი.ვეებერთელაზე გაშლილიყო და დამყურებდა ან პირიქით მე დავყურებდი ჩემი ფანჯრიდან, რომელიც ცასთან ახლოს მეგონა.
    დღეს ....დღეს კი რაც უფრო ვიზრდები დღითიდღე,მით უფრო პატარავდება ეს ქალაქი.
     დღეს,როდესაც მე ამდენს ვფიქრობ მე ამ უხმაურო ქალაქზე დიდი ვარ.და...ალბათ მალე საერთოდ შემომახმება ხელში,გაქრება,ცხოვრების წერტილად იქცევა და აორთქლდება....
P.s გუშინ გამოვაქვეყნე პირველი ჩემი ჩანახატი სახალხოდ და რავიცი რა ვთქვა..ასეთი დადებითი ემოციები,თბილი სიტყვები ისეთი კარგი მოსასმენია..თან იმათგან ვისაც არ ვიცნობ და უბრალოდ მოსწონთ ის რასაც ვაკეთებ... ძალიან მიხარია..უღრმესი მადლობა ყველას და იმედი მაქვს შევინარჩუნებ თქვენს ასეთ დამოკიდებულებას ჩემს მიმართ..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent