შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ყველგან ვარ


1-08-2018, 01:46
ავტორი iname123
ნანახია 1 204

მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება სასტიკად.
ვუყურებ გოგონებს და ბიჭებს.
ვუყურებ და ვხვდები,რომ ერთი შეხედვით უფრო შეგიძილია ამოიცნო ადამიანი,ვიდრე მრავალჯერ ნახვით.
შეხედავ ადამიანს და ეტყობა ყველაფერი.
ეტყობა,როგორი შინაგანი სამყარო აქვს.
რას ფიქრობს და რა შეიძლება გააკეთოს.
განსაკუთრებით გოგონების დაკვირვება მიყვარს.
თავისებურად ლამაზები,რომ არიან.
ზოგიერთები თავდახრილები დადიან და ცდილობენ ყელში გაჩხერილი ცრემლის ბურთი უარყონ.თავს არ აწევენ და არ შეხედავენ არავის,რადგან ეშინიათ ნაცნობი არ შეხვდეთ და არ ამოიცნონ მისი ტკივილი.თუ აწევენ თავს მხოლოდ იმიტომ,რომ ცდილობენ მისი ბიჭი იპოვონ,რომელიც ენატრება და დიდი ხანია უნდა მასთან აღადგინოს ურთიერთობა.
მაგრამ არა!!
სადღაც გაიგონა,რომ აღდგენილი ურთიერთობა იგივეა რაც გაციებული ყავის გაცხელება.
ჰოდა გაუსინჯავს თავიდან გაცხელებული ყავა და არ მოეწონა.
არც ის უნდა ამდენი მონატრების მერე იმედი გაუცრუვდეს და ინანოს რატომ შევურიგდიო..
ბიჭებთან სხვანაირადაა.
ბიჭები თავაწეულები დადიან.
გეგონება არაფერი აწუხებთ და არ განიცდიან.
ჰმმმ...
ბიჭები,რომ განიცდიან სურვილი მაქვს ერთხელ მეც განვიცადო ისე.
დადიან და თავი სამყაროს მბრძანებლები ჰგონიათ.
ზედ არავის უყურებენ.
საკმაოდ ამაყად გამოიყურებიან.
მაგრამ....
მოიცადეთ...
ის ამაყი ბიჭი მისი გოგოს დანახვაზე ორად იკეცება და არ იცის მღელვარება სად დამალოს.არ იმჩნევს,მაგრამ ძალიან ძალიან იბნევა.
ის ამაყი ბიჭი დედის დანახვაზე ცისკროვნდება და ცდილობს დედიკოს რაიმეთი ასიამოვნოს.
თუნდაც რაიმე აატანინოს სახლში,ან უბრალოდ თბილად მოექცეს.
დადიან ეს გოგონები და ბიჭები და ირევიან ერთმანეთში.
ისე გაგიქროლებენ არ შემოგხედავენ და არც აინტერესებს გიჭირს თუ არა რამე.
ადამიანო გაიხედე გვერდით იქნებ ლამაზად ჩაცმულს უფრო უჭირს ვიდრე იმას,წეღან რომ ხურდები ჩაუყარე დაკოჟრილ ხელებში.მთელი ნატანჯი ცხოვრება,რომ ჰქონდა მის მრავლისმეტყველ ხელებზე.
იქნებ მას უფრო უჭირს,შენ რომ საერთოდ არ იფიქრებ უჭირსო.
გავიხედოთ ახალგაზრდებო გვერდით.
დავეხმაროთ ერთმანეთს.
არა?
კარგი ჩუმად ვარ.
ეს ხალხი ცდილობს რაღაც სხვა შექმნან,მათი სახით.
ცდილობენ რაღაც ახალი შემოიტანონ.
რაღაცნაირად განსხვავდებოდნენ სხვებისგან.
თუნდაც ჩაცმულობით,ან გარეგნული ნიშნებით.
უბრალოდ უნდათ მათი შინაგანი სამყაროს ნაწილი გამოიტანონ გარეთ და ამით დაუკავშირდნენ მათნაირებს.
ისე საყვარლად სევდიანები არიან.ისე უხდებათ აწყლიანებული თვალები,რომ სურვილი მაქვს მუდამ ასეთებად დავტოვო.
ვიცი ეგოისტურია,მაგრამ რა ვქნა.
იქნებ ამათგან რომელიმე ერთმანეთს ეძებს და ისე ჩაუქროლეს ერთმანეთი გამორჩათ?!
შეიძლება...
მე მაინც მუდამ...მუდამ დავაკვირდები მათ.
დავწერ მათზე.
მერე რა,რომ უამრავი იქცევა ასე.
მე არ ვცდილობ ამით განსხვავებულად გამოვჩნდე.
უბრალოდ მართლა იმდენი რამის თქმა შეიძლება ერთი შეხედვით ადამიანზე,რომ ხანდახან გაოცებული ვრჩები.
ხანდახან მომსვლია ისე.
შემიხედავს ადამიანისთვის და არ მომწონებია.
მოსულა ეს ადამიანი,გაუღიმია ჩემთვის,უთქვამს ორი სიტყვა და მასზე ყურებამდე შეყვარებული დავრჩენილვარ.
ისეც ყოფილა,მომწონებია ადამიანი ამოუღია ხმა და დანგრეულა ყველაფერი იმ წამში.
ხან ისეა,ხან ასე.
ეს მაოცებს და აღმაფრთოვანებს.
საოცარი მოვლენაა თითოეული დეტალი.
შეუძლია ადამიანმა მისი საუბრით მოგხიბლოს და მისი შინაგანი სამყაროთი შენი სიცარიელე შეავსოს.
თუ სადმე გნახე შენც დაგაკვირდები..
აუცილებლად...
მერე წარმოვიდგენ,როგორი შეიძლება იყო და რა შეიძლება გქონდეს გამოვლილი და დავწერს შენზე.
ოღონდ შენ შეიძლება ვერც წაიკითხო,ან წაიკითხო და გაგეღიმოს შენნაირს,რომ აღმოაჩენ.მაგრამ შენ არ გეცოდინება,ზუსტადაც რომ შენზე ვწერ..
დროებით..
და ისა...
თუ სადმე შემხვდი გვერდით არ ჩამიქროლო.
შეაჩერე ნაბიჯი და დამაკვირდი.
იქნებ საოცრად მიჭირს?!
იქნებ უბრალოდ ორი სიტყვა მეყოფა კარგად ყოფნისთვის?!
რაიცი,შენ მაინც სცადე და არ იარო მარტო შენი საქმისთვის.
მიმოიხედე და დამინახავ.
მე ყველგან ვარ.
დამინახავ,რომ მიჭირს.
შეიძლება არ მიჭირდეს და ბედნიერი შემეფეთო.
მაშინ კარგად დამაკვირდი და გადაგედება ჩემი ბედნიერება.
მიმოიხედე.
მე ყველგან ვარ.
საერთოდ ყველგან.
შეიძლება მიჭირდეს.
ან არ მიჭირდეს.
ყველა შემთხვევაში.
მე ყველგან ვარ....
შეხვედრამდე....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent