მე ბედნიერი ვარ.
იდეალურია ყოველი საღამო მხოლოდ იმისთვის რომ ვიცი დიალმდე დაუვწიყარ სიამოვნებაში უნდა ვიყო. საერთოდ არ მიმაჩნია განსაკუთრებულად, მინუსად ან, საერთოდ მრუშობად ის რასაც ვაკეთებ. - მოწევ? -მხოლოდ სიგარეტს. მეტს არაფერს ვეწევი. -ვპასუხობ და,ვცდილობ როგორღაც ეს წყეული ბიუსჰალტერი შევკრა, რომელსაც ვერასდროს ვიტანდი. - ხვალ გეცლება? სახლში მისვლას არ ვაპირებ, ვიფიქრე გამოგივლიდი. - თვალებში მიყურებს და ისე მეუბნება, თითქოს ვალდებული ვარ კიდევ ერთხელ ვნახო. - არა. - მოკლედ ვპასუხობ და, ვგრძნობ, დროა წავიდე. - თუ სადმე შევხვდით,აუცილებლად მოდი. - ვეუბნები და, ოთახიდან ისე გამოვდვიარ თითქოს ეს ესაა აბაზანის კარი გამოვიკეტე. ქურთუკი მხარზე მაქვს მოგდებული, ბათინკის თასმებსაც არ ვიკრავ, ბავშვობიდან ვერ ვიტან კოპწიაობას, სუფთა ფეხსაცმელს და, მანიკურს. ალბათ სახლამდე ძლივს მივალ, ისე მეძინება,ვგრძნობ, რომ თვალის 1 წამიანი დახამხამებაც კი ჩემი ძილის ტოლფასია. საღამომდე მოვალ გონზე, ხვალ არავინ იცის სად ვიქნები, სად მეძინება ან, საიდან წავალ სახლში. თქვენ გგონიათ რომ მართლა მომწონს, მართლა ასეთი კმაყოფილი ვარ ჩემი ყველა ნაბიჯით, ჩვემი საქციელით?! იმით რასაც ვაკეთებ?! ჰო, ბედის ირონიაა ტორემ, საამისოდ არც ერთი მიზეზი არ მქონდა. გასაფიქრებლადაც კი. ძალიან პატარამ გადავწყვიტე რომ „უკვე დიდი“ ვარ და, ცალკე დავიწყე ცხოვრება. დიდი ომის მიუხედავად, შევჯექი ჩემს საკუთარ წარმოდგენილ ვირზე და აღარ ჩამოვედი, სანამ ჩემი არ გავიტანე. იმაზე დიდ წიანღობას შევეჯახე, ვიდრე მეგონა. ამის გამო მომიწია მშობლების და ჩემი ტყუპი ძმის დაკარგვა. არაუშავს. სწავლა გავაგრძელე, ისე, რამდენი ხანია ლექციებზე არ ვყოფილვარ, ალბათ ისევ შემეტენება საგნები წლის ბოლოს და, ალბათ ისევ მომიწევს მთელი ზაფხული კუდების ბარება. ყოველთვის მეგონა რომ პირველი სიყვარული ისეთი იქნებოდა, როგორიც უმეტეს შემთხვევებში,ან მინიმუმ ზღაპრებშია ხოლმე. „და ცხოვრობდნენ ისინი დიდ ხანს და ბედნიერად“. კი, დიდ ხანს იმედი მაქვს რომ ვიცხოვრებ, ბედნიერების კი - რა მოგახსენოთ. ჰო, მიყვარდა, ჯანდაბა. თან როგორ, ისე მალე გადის წლები, ზოგჯერ გაანალიზებას ვერ ვახერხებ ხოლმე. საკუთარ თავში ჩავიკეტები და მგონია მხოლოდ გუშინ იყო ყველაფერი. -მინდა რომ ერთად ვიყოთ, სულ, სიბერემდე. შვილიშვილის შვილებამდე. მიდა რომ მათაც გაიგონ როგორ მიყვარდა შენი ტუჩები, ღიმილი, ცხვირი და ნიკაპი. თვალის უპეებში კოცნა და, ტუჩის კუთხეში შენი ჩაღიმება. - არ მჯერა, როგორ შეიძლება ასე გიყვარდეს ადამიანი, ჯერ ხომ იმის გააზრებაც კი არ შემიძლია რამდენად მიყვარხარ, რომ შენთან შვლებზე ვიფიქრო და, მერე მომავალ 3 თაობაზე - მეცინება და, ვკოცნი წარბს და წამწამებს შორის,გარდამავალ წერტილზე. სიხარულისგან და ბედნიერებისგან ყელში ბურთი მეჩხირება და, თვალებზე ცრემლი მადგება, როგორი სასიამოვნოა ზოგჯერ იმის გაფიქრება რომ, ვინმეს უყვარხარ. ჰო, ვიცი, მეც მაგას ვიფიქრებდი თქვენს ადგილზე, თითის ტოლ ლაწირაკს რა ესმის სიყვარულის-მეთქი. არადა მეგონა ჩემს გარდა არავის შეეძლო მსგავსი სიყვარული და, ეს ჩემი პასუხიც ეგოიზმის მწვერვალი იყო. მინდოდა ხშირად ემეორებინა. სხვათაშორის, 4წელი ვიცხოვრეთ ერთად. და, თუ ჩვენ შვილი არ გვყოლია,მხოლოდ იმიტომ რომ, გულის სიღრმეში ორივემ ვიცოდით ჩვენი მომავლის ვერგაგრძელების ამბავი. ჩვენი ბოლო დღეც ისე მახსოვს და, ისე ნათლად ვგრძნობ ყველა ემოციას, როგორც ახლა იმას რომ, სიკვდილამდე მეძინება. ისე, ლამაზი თმა ჰქონდა, ერთი მინუსით, წითელი იყო. მძულს წითელი. სისხლის და სიკვდილის ფერი. როგორ უხდებოდა მის მწვანე თვალებს გოგონას წითელი თმა, ვერ წარმოდიგენთ. არაფერი არ გავაკეთე, გგონიათ ან ახსნა გადაწყვიტა, ან მე ვთხოვე? ორივემ ვიცოდით რომ ეს დასასრული იყო, ჰოდა დავასრულეთ. - 100 გრ აბსენტი - თვალს თვალში ვუყრი ბარმენს და, აქამდე უცნობ სასმელს ვუკვეთავ. - დარწმუნებული ხარ? - გაოცებულია აშკარად. -თუ შეგიძლია! - ვუმეორებ თხოვნა ნარევი ბრძანებით და, ვცდილობ ვინმეს მწვანე თვალები დავიჭირო ჰორიზონტზე. მუჭისხელა ცრემლს ვყლაპავ, ყელში გაჩხერილს, ერთი მოსმის ვსვამ ბარმენის მიერ გამზადებულ სასმელს და გავდივარ. ერთს მეორე, მეორეს - მესამე ჭიქა დაემატა. თეთრი მარტინი და, იმ საღამოდან აღარაფერი მახსოვს მეტი. გარდა ბიჭის, ვისთან ერთადაც გავიღვიძე. 25მდე შემიძლია დავითვალო, დანარჩენს არ ვერ,ან არ - გავიხსენებ. ერთგვარი გასართობია. სიამოვნების მწვერვალი, ადრენალინი და, ყველაფერი განტვირთვისთვის. რაც უნივერსიტეტში ვარ, არც ერთ წელს არ ვყოფილვარ დასასვენელად. მუდმივად შეტენილი საგნების მოშორებას ვცდილობ. –ჯანდაბა, როგორ გაიწელა სახლის გზა, რამდენი ხანია გზაში ვარ. ყოველ ღამე ბარები, პაბები, კლუბები - ცოტა დამღლელია, მაგრამ არც ისე რომ, მერე ვინანო წასვლა. სახლისკენ მიმავალი გზა არ მიყვარს. თეონაც არაა სახლში, კაცმა არ იცის სად გაშპა და რამდენი დღით. ა,არა, ხომ მითხრა,მახსოვს, ბორჯომში მიდოდა, საბასთან ერთად.კიდევ კარგი რომ მეც შემიძლია იქ ასვლა. კარგი იქნებოდა დრო მქონოდა. -ჯანდაბა, გაგიჟდი? თვალებში ვერ იყურები ამხელა ბიჭი? რომ დაგერტყა სად მიდოდი - დავცოფე ვიღაც, შუქნიშნის ფერების ცნობა რომ ჯერაც ვერ ისწავლა და თან ტელეფონს ვპასუხობ - დიახ?! - თამთა, მე ვარ, საათი დაგრჩა ჩემთან. მისამართი გახსოვს თუ გიკარნახო? - მეკითხება ბუნდოვნად ნაცნობი ხმა დინამიკიდან. სახელიც ვუთხარი? და თან ნომერიც აქვს?! - კი, მახსოვს. გეხვეწები სახლამდე მომიტანე რა. მაგრად მეზარება მობრუნება,თითქმის მივედი. მოგწერ ზუსტ მისამართს.- ვპასუხობ ჯერ კიდევ გაოცებული. აზრზე ვერ მოვდივარ საიდან იცის ნომერი. ჯანდაბა, უნდა დავადო ბლოკი ეკრანზე, ხომ ხედავ რა მარტივად იგებენ ყველაფერს. *** *** *** -ის დღე გახსოვს, მაჯის საათი სახლში რომ მოგიტანე? - მეკითხება და შავ თვალებს საოცრად მიციმციმებს ყავისფერი წარბების ქვევიდან. - გგონია, შემიძლია დავიწყება? - ვეკითხები და ზუსტად იმ გარდამავალ წერტილზე ვკოცნი, წეღან რომ ვახსენე. -თან როგორი სუნი გაქვს, თაიაც შენ გგავს, ზუსტად, ერთი სუნი გაქვთ. ცხვირი და ნიკაპიც შენნაირი აქვს. თამთა,დარწმუნებული ხარ,რომ, არ გინდა დათასთან მისვლა? ამდენი წელია ერთად ვართ,ჩვენ უკვე ოჯახი ვართ. ეტყვი,ავუხსნით,ერთად ვილაპარაკებთ. მოვგვარდებით. ტონს ვერ აგიწევენ, გპირდები - თხოვნით მელაპარაკება და, დარწმუნებული ვარ, ჩემზე ორჯერ მეტად მას სურს ჩემს ძმასთან შემარიგოს. - ბაჩა, კარგი რა. არ ვაპირებ, მისვლას და რაიმეზე ბოდიშის მოხდას, მე ავირჩიე ჩემი ცხოვრება და, აბსოლიტურად მზად ვიყავი ყველანაირი მომავლისთვის და საქციელისთვის. ეს ყველაფერი კი მხოლოდ მათი დამსახურებაა. დათაც შუაშია. არ მინდა, ხსენებაც კი. - ვეუბნები და, არავინ იცის როგორ ძალიან მინდა, შორიდან მაინც თვალი მოვკრა დათას, ოდესმე. დარწმუნებული ვიყო რომ კარგად არის. მიუხედავად იმისა რომ შინაგანად ყოველთვის ვგრზნობ როდის უჭირს, არასდროს მივსულვარ იმ მანძილზე რომ თვალი მაინც მომეკვრა. ერთხელაც კი. - გპირდები, ცოტა ხანში მე თვითონ მოგიყვან და, საბოლოოდ შეგაერთებთ. მიყვარხარ - შუბლდა და ცხვრის შორის მკოცნის, ყურზე თმას მიწევს და, ცხელი ხელებით მხრებზე მეხება. - რაო, ბიჭის რა სახელი მომწონსო რას ამბობდი? მე მზად ვარ დავარქვათ ნებისმიერი სახელი, თუ მის გაკეთებას ახლავე დავიწყებთ. - არ ხარ ნორმალური, ბაჩა, ნუ გამაგიჟებ. - ვნება მორეული ღიმილით ვპასუხობ,გაურკვეველ ხმებს გამოვცემ და, მაისურის ქვეშ ვუცურებ ხელს. ჰო, მართალია,ადრე პირველ სიყვარულს მივსტიროდი, მაგრამ, ახლა დარწმუნებული ვარ, რომ არა პირველი სიყვარული, არამედ სწორი სიყვარულია უკანასკნელი და, დიახ, მეც, მეც გამიმართლა რომ იმ ღამეს ბაჩასთან, მაჯის საათი დამრჩა. გამიმართლა რომ არ მიყვარდა სუფთა ფეხსაცმელი და,მანიკური. გამიმართლა რომ ვერასდროს ვიკრავდი ბიუსჰალტერს დამოუკიდებლად, და მითუმეტეს პირველივე ცდით, და გამიმართლა რომ მე ვარ თამთა და, 15 წლიდან გადავწყვიტე მარტო ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მეყოლებოდა ბაჩა, თაია და, ალბათ დღეს, არ დავიწყებდით დათაზე მუშაობას. გამიმართლა რომ ახლა ვერ გაიგებთ ეს ისტორია ნამდვილია თუ მოგონილი და, გამიმართლა რომ, არ ვარ ვალდებული გაგარკვიოთ რეალობის დეტალებში. მე ბედნიერი ვარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.