ნამსხვრევები
ჩემი გული ნამსხვრევებად იქცა,ნამსხვრევებად,რომლის გამთელება ძალიან რთული იყო,თუმცა ვეცადე თითოეული ნამსხვრევი ამეღო და ხელოვნებად მექცია,ასეც მოვიქეცი. კაფეში,ფანჯარასთან ახლოს ვზივარ,ბარისტა ცხელ კაპუჩინოს მაწვდის,რომლის არომატი თითქოს გონებას მიბინდავს,გარეთ თოვს.. საშინლად თოვს,ასეთი თოვლი მხოლოდ იმ დღეს მახსენებს,რომელიც ჩვენ გვეკუთვნოდა. გახსოვს?მაშინ,უღმერთოდ თოვდა,თბილისი თითქოს თეთრ,უზარმაზარ საბანში გახვეულიყო,არაფერი არ ჩანდა.. მხოლოდ ჩვენი ნაკვალევი თოვლზე,მახსოვს ისიც,ხელი წელზე შემომხვიე,მეორე ხელი ჰაერში დამიჭირე და როგორ ვცეკვავდით. - რას აკეთებ? ვიკითხე გაკვირვებულმა და წარბები ავზიდე. - თოვლში გიცეკვია? - არა,არასდროს.. - ხოდა,რას ელოდები?! აწითლებულ ცხვირზე თითი წაათამაშა,თვალები დავხარე და სახე მის ყელში მოვაქციე,ეს სურნელი მაგიჟებდა,განსაკუთრებული სურნელი,რომელიც აქამდე არასდროს,არავისზე მეგრძნო. ფიფქები სახეზე გვედებოდა და კანზე მადნებოდა,მითხარი რომ ამ თვალუწვდენელ სიქათქათეს ჩემი გიშრისფერი თვალები ზედმეტად უხდებოდა,ჩემს შავ თმაზე დაცვენილი ლამაზი ფიფქები,რომელსაც თვალს არ აშორებდი და სახეზე კიაფობდნენ სიხარულის ნაპერწკლები ფეერვერკებივით. ღმერთო,მომენტებში როგორ მინდოდა წამი გაჩერებულიყო, ალბათ შენც. იცოდი,შენც იცოდი რომ ვგიჟდებოდი შენზე,შენც იგივეს გრძნობდი,მაგრამ შენ ამაზე ამაყი იყავი,რამე გეღიარებინა,ამიტომ ცდილობდი თავი შორს დაგეჭირა.. გელოდებოდი.. ყოველ გაზაფხულს, ახლად ამოსული ყვავილების სურნელი მათრობდა,მე მაინც გელოდებოდი,ზამთრისგან გაყინულს მზე ვეღარ მათბობდა და მინდოდა შენი თბილი ხელები ისევ შემხებოდა და გეთქვა თუ როგორ გენატრებოდი. იცოდი, ყველაფერი იცოდი.. ბოლოს ვერ მოვითმინე, ვერ გაპატიე, ვერ დავივიწყე,ვერც დაგივიწყე, ჩვენი მომავალი,რომელსაც არასდროს ეწერა ბედნიერება,არასდროს იქნებოდა ის სამუდამო და მხოლოდ ჩვენი კვალი დარჩებოდა ქალაქის კუთხეებში აქა-იქ,წვიმის წვეთები,თოვლის ფიფქები გადაფარავდა,ტალახით მოისვრებოდა და შემდეგ ნელნელა გაქრებოდა,აღარ გვემახსოვრებოდა ერთმანეთი,აღარ დავუძახებდით ერთმანეთს ერთი მეორის სახელს,ვეღარ გავიგებდი შენს ხმას,შენ კი ჩემსას. მხოლოდ მთვარეს ემახსოვრებოდა ჩვენი ყოველი საღამო,ჩვენი ყოველი გასეირნება,რომელიც ყოველთვის გზის გამკვლევი იყო,ყოველთვის თან დაგვყურებდა და მარტო არასდროს გვტოვებდა არც მე არ მტოვებდა მარტო, შენგან განსხვავებით.. შენ წახვედი,მაგრამ მთვარე და ვარსკვლავები დარჩნენ ჩემთან. თოვლის ფიფქებსაც მარტო ვხვდები,იცი? გაზაფხულის სურნელსაც,ახლად ამოსულ იებს და ალუბლის ყვავილებს,რომელიც ჩემი სახლის წინ დგას და ურცხვად ყვავილდება დათბოსისას.. შებინდებისას კი,მთვარეც ჩემი გულივითაა ნახევარი,რადგან ის ნახევარი შენ წაიღე, შენ დაიტოვე, და უკან აღარ დაგიბრუნებია.. მე შევაგროვე ნამსხვრევები,ვაქციე ხელოვნებად ვაქციე სილამაზედ, შენს გარეშე, ჩვენ'ს გარეშე, და მაინც,ჩემი ნახევარი შენ დაიტოვე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.