მე და მოხუცები
ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა,თითქმის ვერაფრის გაკეთებას ვერ ვასწრებთ ...ისე უცებ გადის დრო ..უკან მოვიხედავთ და თითქოს ყველაფერი გაილია ,რაც ახალგაზრდობას უკავშირდება ,მაგრამ გულში ღრმად გადანახული მოგონებები ისევ გვახსენებს ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს სიყრმის დღიდან მოყოლებული ... სიბერე -ეს ის პერიოდია როცა ყველა კითხვაზე პასუხი აქვს ადამიანს ,თუმცა არავინ უსმენს მას და არავინ ითვალისწინებს მის გამოცდილებას ...მოხუცი ადამიანის გული ბერვ რამეს იტევს შიგნით ,მწუხარებას თუ სიხარულს სხვადასხვა ჟამთა დროის მომხდარს.ბედნიერია ადამიანი რომელიც კარგს დათეს სანამ ახალგაზრდაა და შემდეგ მოხუცებულობაში თავის ცოდნას გაუზიარებს სხვებს ,საკუთარ შვილებს,შვილიშვილებს და ა.შ...ალბად რა ბედნიერია იყო ბებია ან ბაბუა ,მთელი ცხოვრება გამოვლილი ადამიანები რომლებიც თავს არ იზოგავდნენ საკუთარი შთამომავლობისთვის დაღვრილი ოფლისთვის ... ბევრისგან მსმენია რომ მოხუცები ზედმეტ თვირთად აწვებია ოჯახს როცა აღარ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება ,ჭამა და ა.შ .ადამიანები ვერ ხვდებიან რომ სიბერე მათაც ემუქრებათ ,ეს გარდაუვალია და ბუნების კანონი ,ახალგაზრდობას სიბერე ცვლის ,სიცოცხლეს სიკვდილი,მარადიულია არაფერია ამ ქვეყანაზე უფლის სიყვარულის გარდა ... მეც ჩემი დამოკიდებულება მაქვს მოხუცების მიმართ როგორც უბრალო ადამიანს. არაფერია იმაზე დიდი სიხარული როცა ბებიასთან მივირბენ და თბილად ჩავეხუტები ,მერე ბებია თავის ძველს ამბებს მიყვება და თავის გამოცდილებას მიზიარებს ...ყველაზე მეტად ბებიას და ბაბუას შეტკივა ყველა ჩემი ტკივილი თუ დარდი ,ისინი უფრო განიცდიან როცა ცუდად ვარხოლმე და ყველანაირად ცდილობენ გამამხნევონ და ფარ-ხმალი არ დავყარო ამ ცხოვრების გაუკუღმართებულ ბრძოლაში...-ბებო არ ინერვიულო ,შენ დაგეხუტა შენი ბებო ანდა კიდევ :-ბებო შენ ყველაფერს მიაღწევ და მერე გაგახსენდება ჩემი სიტყვები,ჩემი გული მაშინ მოისვენებს შენ რომ კარგად იქნები -ბაბუ არაფერზე იფიქრო ცუდზე ,არ იჯავრო. ყველაფერი კარგად იქნება!ბებია და ბაბუა ის ადამიანები რომლებიც ჩემზე ასე სათუთად ზრუნავენ ...არათუ ჩემი საკუთარი ბებია და ბაბუა ,მე მოხუცები უზომოდ მიყვარს ...მათთნ კონტაქტი სიამოვნებას მანიჭებს და ბედნიერს მხდის ...განწყობას უფრო მიმაღლებს და სიხარულის ცრემლებით ტირის გული ...მოვუფრთხილდეთ მოხუცებს ,ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა,დავაფასოთ და გვიყვარდეს ,მოვა დრო და ჩვენც მოვხუცდებით
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.