შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სევდა


30-09-2018, 11:45
ავტორი ბიბი
ნანახია 1 348

მარტოობა
არაფერიაა მარტოობაში ცუდი შენ უბრალოდ ზიხარ ცარიელ ოთახში მარტოობით გაჟღენთილ ჰაერს სუნთქავ და არაფერზე ფიქრობ გარდა იმისა როდის დაიწყება მეორე დღე, დღე რომელიც არაფერს იუწყება, არაფერს ელი ახალი დღისგან მაგრამ მაინც მარტო იმაზე ფიქრობ როდის დაიწყება.
იმედი, იმედი მანამ ცოცხლობს ადამიანში სანამ ის მარტოობით გაჟღენთილ ჰაერს სუნთავს. ჩემს მარტოობის ოთახში კი უკვე მერამდენე დღე თენდება არვიცი მაგრამ ვიცი რომ დიდიხანია მარტო ვარ, ყველასგან შორს, იმიტომ არა რომ მე ასე ვისურვე, არც ღმერთს უსურვებია ასე უბრალოდ ასე ხდება, ადამიანები ან მარტო არიან ან არა. და მე იმ ადამიანთა რიცხვში მოვხვდი მარტო რომ უნდა იყვნენ. განა ფიზიკურ სიმარტოვეზე მაქვს საუბარი, არა, ეს სულიერი მარტოობა. ვდგევარ ფანჯარასთან ყოველ დილას და ვფიქრობ რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას, არც არავინ მკითხულობს ჩემგან ხო ინიციატივის გამოჩენა ადამიანებთან ურთიერთობაში არ არსებული რამ გახდა. ვდგევარ და ვფიქრობ იქნებ გავბედო და სუიციდის მსხვერპლი გავხდე, მაგრამ რომ არ გამომივიდეს, ჯარიმის გადახდა მომიწევს. ეს უფრო მარტოს გამხდის. ან იქნებ სულაც არაა მიზეზი ჯარიმა, უბრალოდ სიცოცხლე მიყვარს.
მე, მეგობრებისთვის არარაობა, ოჯახისთვის ტვირთი, ყოფილი შეყვარებულისთვის წარუმატებელი ადამიანი, ხალხისთვის კი არაფერი, სიცარიელე. ვცხოვრობ მიყრუებული უბნის მიყრუებულ სახლში (უკაცრავად, ოთახში) სადაც დგას ერთი მაგიდა ერთი სკამი ლოგინი ერთი კაცისთვის და თასი, კატის საჭმლისთვის, რომელიც არ მყავს. ხედავთ მე ისე მარტო ვარ კატაც კი არ მყავს. დიდიხანია სოციალური ქსელებს აღარ ვიყენებ. ჩემი მრავალხელში გამოვლილი ლეპტოპი კი მხოლოდ ერთადერთ სიმღერას უკრავს. რომელიც მეზიზღება. ოდესმე თუ მარტო აღარ ვიქნები აუცილებლად ამ ლეპტოპს ყველაზე ახლო მდებარე ნაგვის ურნაში მოვისვრი. არმაქვს არც სახლის და არც ჯიბის ტელეფონი. თავს რით ვირჩენ? არ მინდა რომ თავი ვირჩინო, არაფერში მჭირდება თვის გადარჩენა, ჩემნაირი ადამიანისთვის ისიც საკმარისია რომ ოცდახუთ წლამდე მოაღწია. მაგრამ ხომ იცით მშობლის გული რა არის რაც არაუნდა არარაობა იყოს მისი შვილი სასიკვდილოდ არ გაიმეტებს, ასეთია დედაჩემიც, მოდის კვირაში ერთელ ბევრს ლაპარაკობს, წყევლა კრულვაში მხდის სულს მაგრამ საჭმელი მაინც მოაქვს, საათობით ვდგევარ უახლოეს ნაგვის ურნასთან დედას მოტანილი საჭმლით ხელში და ვფიქრობ თავიდან მოვიშორო გადარჩენის გზა მაგრამ დედას მაგრად „გაუტყდება“ რომ ვერ გადამარჩინა ამიტომ სახლში ვბრუნდები და ვჭამ…
დღეები გადიან , მე უბრალოდ მემატება ასაკი და მეტი არაფერი, ტანისამოსიც იგივე, ხასიათიც, ფიქრებიც და სულიერი მდგომარეობაც. არაფერი იცვლება გარდა წელიწადის დროებისა ჩემთან.
ჩემს მარტოობას ჩემში იმდენად ღრმად აქვს ფესვები გადგმული რომ შეუძლებელია ვინმემ გააძებოს ჩემი მარტოობა ჩემში იმ თამგალს გავს ბებია, ბაბუა, დედა, მამა, შვილიშვილი, ძაღლი, კატა და თაგვი რომ ერთად ექაჩებოდნენ… ერთი გადახვევა მას ვერ ამოძირკვავს.
ერთადერთი ვინც არასდროს მიმატოვებს ჩემი მარტოობაა.


***
ადამიანები მიდიან და მოდიან, შენს ირგვლივ ბრუნავენ, მხარს გკრავენ, ფეხზე გაყენებენ, წაქცეულს გამაჯრვებული სახით ზემოდან გიყურებენ, ფეხზე წამოდგომაში გეხმარებიან. ადამიანები მიდიან და მოდია, მიდიან და მოდია, წრეზე ბრუნავენ, ბევრ ნაგავს ტოვებენ შენს ირგვლივ და შენ კი რჩები ნაგავგარშემორტყმული, შენი ნებაა მიიკარებ სხეულთან ახლოს სიბინძურეს თუ ახალშობილივით წმინდა დარჩები, წმინდა და სუფთა, ნაზი და სიცოცხლით სავსე (ხომ იცით ყველა ახალ შობილს როგორი სათუთი და მებრძოლი სხეული აქვს). შენი ნებაა ყველაფერი შენს ხელშია რაც შენ გეხება, ადამიანები კი მიდიან და მოდიან, მიდიან და მოდიან, ყვირიან და ჩურჩულებენ, გირჩევენ და ბოროტობენ, სიკეთე სურთ და ბოროტობენ, დახმარება უნდათ და ხელს გკრავენ, განუგეშებენ მაგრამ რეალურად სანუგეშებელს გხდიან. ჰო ადამიანები ასეთები არიან ყველა ადამიანი შენს გარდა (ანუ ჩემს გარდა) ასეთია, ორპირი, ბოროტი.
რადგან მისთვის შენ (ანუ მე) სხვა ვარ და ის დგას ჩემს ადგილზე მისთვის, ჰო ცხოვრება ასეთია, ადამიანები მიდიან და მოდიან, შენ კი მხოლოდ შენი ტავის იმედად სიბინძურიდან წმინდად და სუფთად უნდა გამოხვიდე ისე რომ არავის ხელი გამოწვდომა არ გჭირდებოდეს.


გაქცევა
არავის დავემშვიდობე ისე მოვიკიდე ჩემი დიდი ცისფერი ზურგჩანთა, ხელზე ნაქსოვი მოსაცმელი გადავიკიდე და სახლის კარები გამოვიხურე , ქვებით მოკირწყლულ ბილიკს გავყევი გაბრწყინებული, გამარჯვებული, მხიარული სახით მივაბიჯებდი წინ და როგორც იქნა მაღალ ჭიშკარს გავცდი… სევდა შემეპარა… წამით შევჩერდი და უკან მივიხედე იქნება არასწორად ვიქცევი, დიდ, ლამაზ ბაღში ორ სართულიანი ასევე ლამაზი სახლი ჩანს, მაგრამ ვაკვირდები და ტალახი, ღორები, სიბინძურე, არეულობა, სიმყრალე, თავი გავაქნიე ფიქრები იქვე მდგომ დიდ მწვანე ნაგვის ურნაში გადავყარე ჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე და თამბაქო დავიყენე მეგზურად, მივდივარ მაგრამ სად არ ვიცი, ცოტა ფული, ბევრი ოცნება და არცერთი გეგმა მაქვს…
ჩემი წასვლა გულზე დარდად დაწოლიათ თურმე, მე არ ვბრუნდები, მე არ დავბრუნდები, იქ სადაც მხოლოდ შავი ფერია, სადაც მხოლოდ სიმყრალეა, სადაც ბნელი კუთხეები კი არ არსებობს, არამედ მთლიანად სიბნელეა, მე წავედი… წავედი და ვზივარ ახლა გაზაფხულის წვიმისგან გაჟღენთილ თბილ მიწაზე, ალიონია, ჩიტების ჭიკჭიკი მუსიკად გარდაიქმნება და მეც მავიწყდება… ყველაფერი მავიწყდება, მერე ვწვები ამ მიწაზე და ლამაზ ლკურჯ ცას ვუყურებ, მზე მალე ამოვა… მალე გამოიდარებს….



მოდი ავკრიფოთ
მოდი ავკრიფოთ სულის ყველა დამსხვრეული ნაწილი, ერთი მუჭიც არ იქნება. არსად გაგვიფრინდეს მაგრად მოვუჭიროთ ხელი.
მოვძებნოთ კარი დედამიწიდან გასასვლელად. მოვიკიდოთ ჩვენი ყველა ოცნება ზურგზე. ვიფიქროთ გაქცევაზე და გავცდეთ ამ ბინძურ სამყაროს.
სადაც გინებით ამტკიცებენ სიმართლეს.
სადაც სიყვარული აღარ არის წმინდა.
სადაც ერთმანეთთან მხოლოდ ერთიდაიმავე ჰაერით სუნთქვა გვაკავშირებს.
სადაც მონატრება მტკიცდება მხოლოდ ერთი სიტყვით.
(ვინ დამაჯერებს, რომ ნამდვილად მონატრებული ადამიანის სანახავად რაიმე გზას გადაგვიღობავს)
სადაც სათქმელს არ ვამბობთ.
სადაც ვიფარებთ ნიღბებს ყოველდღიურად.
სადაც თვალებს არ აქვს არაფრის ძალა.
ვინატროთ ფრთები თუ გვინდა თავისუფლება.
თავისუფალი ამ სამყაროში მხოლოდ ფრთოსანი არსებები არიან.
წავიდეთ ამ დედამიწიდან.
ვირბინოთ ღრუბლებზე.
თუნდაც დავენარცხოთ მიწაზე.
ვერ გავცდეთ დედამიწას.
მაგრამ ვცადოთ...
ვცადოთ...

28.09.14


ქაოსი
დალაგებული დომინოს ქვებივითაა ჩემი ცხოვრება, გამალებით ვცდილობ ყველაფრის დალაგებას ისე როგორც დომინოს კენჭებს ალაგებენ თანმიმდევრობით საკმარისია ერთი პატარა დეტალი გამომრჩეს ან გამიფუჭდეს და მთელიკონსტრუქცია ინგრევა, თან განა დიდი დრო სჭირდება წამში ქრება ყველაფერი რაც დავალაგე თვეების თუ წლების მანძილზე.
ვიცი რომ ბევრ მობეზრდა ჩემი მუდმივი წუწუნის და იმედგაცრუების მოსმენა მაგრამ ასეა, იშვიათი ბედნიერებით ვხარობ ხოლმე თუმცაა იშვიათად არის წუთები როცა გულწრფელად ვიღიმი.
ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ჩანს რომ ვარ ზედმეტად დარდიანი თუმცა ასეა, ყველაფერი ისე აიბურდა როგორც პატარაობაში თეთრ ფურცელზე შავ გაურკვეველ რგოლებს ვხატავდი და სრული ქაოსი იქმნებოდა. ასეა ახლაც მაგრამ არა ფურცელზე, არამედ ცხოვრებაში.
ის დრო მენატრება როცა მარტო იმაზე ვბრაზობდი რომ სახლში ასვლას მთხოვდნენ როცა ყველა ბავშვი ეზოში იყო.
ჰო ასეა ასაკთან ერთად მეტი პრობლემებიც მოდის და მეტი პასუხისმგებლობაც.

არავის გავურბივარ, ყველა გარბის.



სანამ
სანამ დიდი დოზა კოფეინისგან უძილობა შემიპყრობს
სანამ ბევრი ნიკოტინი ფილტვებს დამიხეთქავს
სანამ ქუჩაში უპატრონოდ ძირს დაგდებულს ფოთოლცვენით დაფარულს მიპოვნიან.
სანამ ჩემი ოთახი დაცარიელდება ჩემი ნივთებისგან
სანამ დამივიწყებთ
სანამ შეგიყვარდებით
სანამ მოგენატრებით
სანამ შეგზიზღდებით
სანამ შემიძულებთ.
მინდა რაღაც მოგიყვეთ.
დღევანდელი ქარი საშინლად მოქმედებს ჩემზე, ავის მომასწავლებლადაც კი.
ნაცრისფერი შემოდგომაა წელს რატომღაც ჩემთვის.
დღეს გადაღლილი დავდივარ. არვიცი რა მღლის. არვიცი რატომ ვერაფერს ვაძლევ საკუთარ თავს.
რატომ გავცემ მოლოდ და არაფერს ვიღებ



***
მე მჯერა, კვლავ მჯერა სასწაულების, მჯერა სასწაულის რომელიც შენს დაბრუნებას იუწყება. მჯერა რომ დადგება დღე, ადრე თუ გვიან და ჩვენი გზები ისევ გადაკვეთს ერთმანეთს იქნება ეს თვების თუ წლების შემდეგ მაგრამ იქნება, ქუჩაში თუ სადმე სხვაგან გადავეყრებით ერთმანეთს, ინანებ, და არ იქნება გვიანი...
მინდა ეს დღე იყოს მზიანი მინდა იცინოდე, მინდა იყო ბედნიერი და მე მიხაროდეს მიხაროდეს რომ არ შევცდი შენში და გამართლდეს ჩემი იმედები, შენ იყო წარმატებული და ბედნიერი მარტო ეს მინდა, მე დავთრგუნე ჩემი შეგრძნებები და გაძლევ გზას რომელიც შორს წაგიყვანს, მართალია არასდროს ვიქნებით ჩვენ ერთმანეთის მეორე ნახევრები მაგრამ მოდი ვაღიაროთ რომ ბევრი რამე ვასწავლეთ ჩვენ თავებს და ერთმანეთს...
მე ვზივარ იქ სადაც ვისხედით ერთად, ვლაპარაკობდით მომავალზე და გვიხაროდა, ახლა კი ვზივარ ისევ იქ და ვფიქრობ წარსულზე და მიხარია...


შეხვედრა
წვიმიანი შემოდგომის საღამო იყო, მახსოვს როგორ მომხვია ხელი....
-გცივა?
-კი
-მეგაგათბობ....
მაგრად მომეხვია და მერე მეც გავთბი, იმ ღამეს წვიმდა მარტო, მეორე დღეს მხოლოდ მოღრუბლული იყო... მერე კიდე სულ მზე იყო და ჩვენც აღარ გვციოდა, მაგრამ მაინც მეხვეოდა მეც ვთბებოდი.... ხარბად არავის ვუყოფდი... ამასწინადაც წვიმდა ძალიან წვიმდა და აღარ მომეხვია...


დრო
მე ვიცი გავა დრო და შენ არ გაქრები არ ამოიშლები გონებიდან მემახსოვრები, მემახსოვრები ბედნიერი, მოწყენილი, სიცხიანი, გაბრაზებული, შეყვარებული, თბილი. ერთადერთ შენ სიცივეს დავივიწყებ და გავაგერძელებ გაღიმებული გაბრწყინებული თვალებით სიარულს ბევრს ეგონება კვლავ ერთად ვართ, ჰო შენ ჩემთან ხარ სულ მახსოვს... მახსოვს რომ მეუბნებოდი არასოდეს დაგტოვებო და დადგა დღე როცა წახვედი მაგრამ მთავარი მემაქ შენი ბედნიერება ჩემ ბედნიერებასთან ერთად ტვინის ერთ კუთხეში ჩავკეტე და შევინახავ, გაქცევას არცდილობს არცერთი, ჩვენ ხომ ერთმანეთს ვაბედნიერებდით ერთად ყფნით ხოდა შენ ბედნიერი ხარ მე ყველგან ვარ სადაც შენ ხარ, აი ახლაც შენ გვერდით ვარ.... შენ ვერ გრძნობ ვერ აღმიქვამ მაგრამ მე ვიცი კარგად ხარ, ხანდახან გეღიმება მე რო გახსენდები იმიტო კი არა რო ნანობ რამეს უბრალოდ გახსენდება როგორ კარგად გრძნობდი ჩემთან თავს და მეც ამაზე ვიღიმი, და ვარ ბედნიერი შენი ბედნიერებით....



***
აღარაფერი არ იქნება ძველებურად.
შავთეთრმა გაზაფხულმა უკვე გაიარა, ჩვეულად ცხელი და არაფრის მთქმელი იყო, ცხელი ზაფხულია წელს რატომღაც, მონდომებით ყველა სხვადასხვა გზით ცდილობს გაგრილებას და გართობას, მე კიდე ვზივარ ძველებურად ვუყურებ კედლებს და ვფიქრობ ყველაფერ ძველზე, სიახლეები არმიყვარს, მათთან შეგუება მიჭირს, თუ შევეგუე გადაჩვევა იმაზე ბევრად რთულია ვიდრე შეჩვევა და სწორედ ასე ხდება ახლა, გადაჩვევა მიჭირს, ვერ გადავეჩვიე, ჯერ კიდევ ვერ გავდევნე გონებიდან და მაინც არაფერი იქნება ძველებურად.
არაფერია კარგად, მიუხედავად იმისა რომ ერთიშეხედვით ასე ჩანს საერთოდ არაფერი არ არის კარგად, "დრო ზედაპირულ ტკივილებს არჩენს"
არაფერი იქნება ძველებურად
საერთოდ არაფერი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent