შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანამ ვცოცხლობ იმედი მაქვს


14-12-2015, 16:12
ავტორი mariamobi
ნანახია 1 794

არაფერიაა მარტოობაში ცუდი შენ უბრალოდ ზიხარ ცარიელ ოთახში მარტოობით გაჟღენთილ ჰაერს სუნთქავ და არაფერზე ფიქრობ გარდა იმისა როდის დაიწყება მეორე დღე, დღე რომელიც არაფერს იუწყება, არაფერს ელი ახალი დღისგან მაგრამ მაინც მარტო იმაზე ფიქრობ როდის დაიწყება.
იმედი, იმედი მანამ ცოცხლობს ადამიანში სანამ ის მარტოობით გაჟღენთილ ჰაერს სუნთავს. ჩემს მარტოობის ოთახში კი უკვე მერამდენე დღე თენდება არვიცი მაგრამ ვიცი რომ დიდიხანია მარტო ვარ, ყველასგან შორს, იმიტომ არა რომ მე ასე ვისურვე, არც ღმერთს უსურვებია ასე უბრალოდ ასე ხდება, ადამიანები ან მარტო არიან ან არა. და მე იმ ადამიანთა რიცხვში მოვხვდი მარტო რომ უნდა იყვნენ. განა ფიზიკურ სიმარტოვეზე მაქვს საუბარი, არა, ეს სულიერი მარტოობა. ვდგევარ ფანჯარასთან ყოველ დილას და ვფიქრობ რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას, არც არავინ მკითხულობს ჩემგან ხო ინიციატივის გამოჩენა ადამიანებთან ურთიერთობაში არ არსებული რამ გახდა. ვდგევარ და ვფიქრობ იქნებ გავბედო და სუიციდის მსხვერპლი გავხდე, მაგრამ რომ არ გამომივიდეს, ჯარიმის გადახდა მომიწევს. ეს უფრო მარტოს გამხდის. ან იქნებ სულაც არაა მიზეზი ჯარიმა, უბრალოდ სიცოცხლე მიყვარს.
ჰო, მე ირაკლი ვარ, მეგობრებისთვის არარაობა, ოჯახისთვის ტვირთი, ყოფილი შეყვარებულისთვის წარუმატებელი ადამიანი, ხალხისთვის კი არაფერი, სიცარიელე. ვცხოვრობ მიყრუებული უბნის მიყრუებულ სახლში (უკაცრავად, ოთახში) სადაც დგას ერთი მაგიდა ერთი სკამი ლოგინი ერთი კაცისთვის და თასი, კატის საჭმლისთვის, რომელიც არ მყავს. ხედავთ მე ისე მარტო ვარ კატაც კი არ მყავს. დიდიხანია სოციალური ქსელებს აღარ ვიყენებ. ჩემი მრავალხელში გამოვლილი ლეპტოპი კი მხოლოდ ერთადერთ სიმღერას უკრავს. რომელიც მეზიზღება. ოდესმე თუ მარტო აღარ ვიქნები აუცილებლად ამ ლეპტოპს ყველაზე ახლო მდებარე ნაგვის ურნაში მოვისვრი. არმაქვს არც სახლის და არც ჯიბის ტელეფონი. თავს რით ვირჩენ? არ მინდა რომ თავი ვირჩინო, არაფერში მჭირდება თვის გადარჩენა, ჩემნაირი ადამიანისთვის ისიც საკმარისია რომ ოცდახუთ წლამდე მოაღწია. მაგრამ ხომ იცით მშობლის გული რა არის რაც არაუნდა არარაობა იყოს მისი შვილი სასიკვდილოდ არ გაიმეტებს, ასეთია დედაჩემიც, მოდის კვირაში ერთელ ბევრს ლაპარაკობს, წყევლა კრულვაში მხდის სულს მაგრამ საჭმელი მაინც მოაქვს, საათობით ვდგევარ უახლოეს ნაგვის ურნასთან დედას მოტანილი საჭმლით ხელში და ვფიქრობ თავიდან მოვიშორო გადარჩენის გზა მაგრამ დედას მაგრად „გაუტყდება“ რომ ვერ გადამარჩინა ამიტომ სახლში ვბრუნდები და ვჭამ...
ჰო ჩემი ცხოვრება ასეთია არაფრით გამორჩეული. ერთადერთი მეგობარი რომელიც მომიკითხავს საზღვრებს გარეთ არის, ღმერთმა უწყის როდის დაბრუნდება, ან დაბრუნდება კი სიბინძურის ქალაქში ?!
დღეები გადიან , მე უბრალოდ მემატება ასაკი და მეტი არაფერი, ტანისამოსიც იგივე, ხასიათიც, ფიქრებიც და სულიერი მდგომარეობაც. არაფერი იცვლება გარდა წელიწადის დროებისა ჩემთან. ყოველდღიურ იმედზე ვფიქრობდი კვლავ და სახლში უცნობის ნაბიჯების ხმა გავიგონე, (დედა სულ ერთნაირი ნაბიჯებით დადის) მაინც დაბრუნდა, არ მესმის ადამიანები როდესაც ამ ქვეყნიდან მიდიან უკან დაბრუნების სურვილი ერთი დღით მაინც რატო უჩნდებათ. ჩემი მეგობარი წლების მანძილზე არ მინახავს და ძლიან შეცვლილია მაგრამ ვიცანი, მხოლოდ იმით რომ ვიცი მის გარდა არავის გავახსენდებოდი. გულთბილად გადავეხვიე, მართლაც რომ გამიხარდა მისი ნახვა ეს იყო ის რამოდენიმე წამი როდესაც ვიგრძენი რომ უცხო სხეული შემოვიდა ჩემში თითქოს ჩემი მარტოობის გაძევებას ეცადა მაგრამ არა ჩემს მარტოობას ჩემში იმდენად ღრმად აქვს ფესვები გადგმული რომ შეუძლებელია ვინმემ გააძევოს. ჩემი მარტოობა ჩემში იმ თალგამს გავს, ბებია, ბაბუა, დედა, მამა, შვილიშვილი, ძაღლი, კატა და თაგვი რომ ერთად ექაჩებოდნენ... ერთი გადახვევა მას ვერ ამოძირკვავს. ჩემს ერთადერთ სკამზე მივიპატიჟე და მე ფეხზე დავდექი, ის უბრალოდ ლაპარაკობდა და მე ვუსმენდი, ნელ-ნელა თვალები მეხილებოდა, საოცარ ამბებს ყვებოდა ჯერ რომ არც კი მსმენია მაგრამ ჩემი მარტოობა მაინც ჩემთან იყო. ის არ მიმატოვებს, ერთადერთი ვინც არასდროს მიმატოვებს ჩემი მარტოობაა.
-ირაკლი მისმენ?
-გისმენ სანდრო აბა რას ვშვრები
-მოკლედ ახლა მიდი წვერი გაიპარსე მოწესრიგდი და ჩემთან წამოდი ჩემი ცოლი უნდა გაგაცნო
-ცოლი მოიყვანე?
-ზუსტად ორი საათია მაგ ამბავს გიყვები
-მაპატიე დღეს ცოტა გაფანტული ვარ
-კარგი მოიფანტე ახლა და მიდი მოწესრიგდი
პირსაბანთან მივედი და წვერის გაპარსვა დავიწყე
-ქართველია ?
-ვინ?
-შენი ცოლი
-რათქმაუნდა, არასდროს სხვა რასის ქალისთვის არ გამიხედია-თან სიცილით კვდებოდა მე გაოცებული ვუყურებდი ჩემს გაპარსულ სახეს სარკეში, ლოყები ზედმეტად დამთხელებოდა, ჩემი კუბოკრული პერანგი ოთხი ზომით დიდი მაინც მექნებოდა, შარვალს ქამარიც აღარ იჭერდა ტანზე, ერთდერთი რაც რიგზე იყო ჩემი კეტები იყო, ფეხის ზომა კვლავ იგივე მაქვს ჩავილპარაკე და სანდროსკენ შევბრუნდი
-ირაკლი რამე ისეთია რაზეც უნდა ვინერვიულო?
-კი
-რა ხდება?
-ცოლს შვილი მოსდევს შვილს უძილო ღამეები და ნერვოზი, გილოცავ მეგობარო დაოჯახებას. -მხარზე ხელი ვკარი და გავიღიმე
-მადლობა თანადგომისთვის-ორაზროვნად გამიღიმა-წავიდეთ
-ჰო წავიდეთ
ჩემს სახლთან მისი ახალთახალი მანქანა იდგა, ჯერ კიდევ უცხოური ნომრით, არასდროს მიტაცებდა მანქანები არც სხვა სატრანსპორტო საშვალებელი ყოველთვის ფეხით სიარული მიყვარდა შემეძლო ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში ფეხით წავსულიყავი თუ საკმარისი დრო მქონდა, ოდესღაც იყო პერიოდი როცა დროსაც კი ვზოგავდი, დღეს კი იმდენი დრო მაქვს საფლავში მყოფებსაც რომ არ აქვთ. სანდრო გაუჩერებლად ლაპარაკობს მახსენებს ფაქტებს რომლებსაც წლებია ვივიწყებ. ნერვებს არ ვუჩივი ძლიერი მაქვს მოთმინების უნარიც ამიტომ არაფერს ვამბობ უბრალოდ ვზივარ და ვუსმენ როდის მორჩება ბოდვას. გამიხარდებოდა მისი ნახვა ისეთივე რომ დაბრუნებულიყო როგორიც წავიდა მაგრამ დრო ადამიანებს ცვლის (საკუთრ თვზე გამოვცადე) იქნებ ისიც არ მელოდა ასეთს (მარტოს) როგორც იქნა ბოლო მოეღო მისი მოგონებების ფრქვევას და მანქანა გააჩერა.
-მოვედით ირაკლი, შეიძლება ანას მეგობრებიც აქ იყვნენ და როგორც შენ იცი ისე არ დაერიო ყველას-იცინოდა თან სახლისკენ მიმიძღვოდა, გაგიკვირდებათ და ერთდროს პირწავარდნილი ბაბნიკი ვიყავი არცერთ გოგოს არ ვუშვებდი ხელიდან.
-არცერთს არ გავეკარები გპირდები
-ვინ არის?-უცებ შემობრუნდა ჩემსკენ სანდრო და დაჟინებული მზერა მომაპყრო
-არავინ უბრალოდ მაგის განწყობა არ მაქვს.
-ვერ დავიჯერებ-ჩაიღიმა და კვლავ სიარული განაგრძო, როგორც იქნა მივაღწიეთ მეშვიდე სართულამდე, (ჰო, ფეხით ავედით) სანრომ კარი შეაღო-ანა!-გოგონა ისე გამოვიდა თითქოს მოფრინავსო ფარფატა, გამხადარი იყო, შემეშინდა და სუნთქვა შევიკავე რომ ამომესუნთქა შეიძლება წაქცეულიყო კიდეც, მოხდენილი გვირილებიანი კაბა ეცვა და გულწრფელად მიღიმოდა, ხელი გამომიწოდა.
-მე ანა, ბევრი მსმენია ირაკლი შენზე, თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში
-არ გაუჭირდება-ღიმილით უთხრა სანდრომ მეუღლეს და შუბლზე აკოცა, მისაღებისკენ წავედით აქ კიდევ იყო ხალხი, როგორც სანდრომ მოსალოდნელად ჩათვალა.
-ესენი ჩემი მეგობრები არიან-ღიმილით თქვა ანამ-სალომე, ნინი, გურამი, ნიკა და ელენე
-სასიამოვნოა, მე სანდრო.- შესამჩნევად ვთქვი და ეს იყო წამი როცა შემეშინდა ადამიანების, როგორ შეიძლება ადამიანს ამდენი მეგობარი ერთდროულად ყავდეს მეგობრის ყოლა უკვე ისე წარმოუდგენლად მიმაჩნდა, პატარა ბავშვს ვგავდი ალბათ ახალი დაწყებული რომ აქვს ლაპარაკი და მხოლოდ სამი სიტყვა იცის, დედა, მამა და მშია.დავჯექი და უბრალოდ ხალხს ვაკვირდებოდი, შევამჩნიე რომ სალომეს უსწორმასწორო კბილები და ლამაზი ტუჩები ქონდა, ნინის წვრილი, გძელი თითები მაგრამ პატარა ფრჩხილები, ოდნავ კეხიანი ცხვირი აუშნოებდა მის სახეს, გურამი ალბათ ას კილოს დიდიხანია გადაცდა და სუნთქვასაც გაჭირვებით ახერხებდა მე კი ამის პრობლემა ნამდვილად არ მქონდა, ნიკა ისეთი იყო გოგოების 99% რომ ოცნებობს, მაღალი ქერა, მწვანე თვალებით, ცხვირზეც არანაირი ნაკლი არ ქონდა და ჰოი საოცრებავ, საქორწინო ბეჭედი, ნეტავ ვინ დაიპყრო ამ პრინცის გული, ჩემს თავს ველაპარაკებოდი ხმადაბლა და არც კი ვუსმენდი რას საუბრობდნენ ისინი. ელენე? ელენეზე ვერაფერს ვიტყვი, ის რაღაცით ანას გავდა, ერთი ფიქრი ვიფიქრე კიდეც ანას და ხომ არ არისთქო. ის თითქმის არ ლაპარაკობდა უბრალოდ იჯდა და ხანდახან იღიმოდა. მზერა მასზე შევაჩერე და თითქმის თვალიც არ დამიხამხამებია.
-ირაკლი შენ სად მუშაობ-მკითხა სალომემ
-დროებით სახლში
-პროფესია?
-იცი? ასე კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი-ელენე მიყურებდა და ღიმილი არ მოშორებია სახიდან
-ვისთან ცხოვრობ?
-მარტო-კითხვებისგან თავდასახწევად ავდექი აივანზე გავედი და სიგარეტს მოვუკიდე. ვუყურებდი ღამის განათებებით გადავსებულ მიდამოს და ოდნავ შემშურდა, ჩემი ფანჯრიდან ასეთი ხედი არ იყო. ყველაფერი მბჟუტავი იყო. მეორე ღერის დამთავრებისას ვიგრძენი მხოლოდ რომ გარეთ საკმაოდ სიცივე იყო. ზამთარი დამდგარიყო უკვე.
-ცოტა სასაცილო ხარ
-უკაცრავად? -უკან შევბრუნდი და ჩემს წინ ელენე იდგა
-ჰო სასაცილო ხარ
-კარგია თუ ვინმეს ვართობ-ზურგი შევაქციე და მოაჯირს დავეყრდენი
-მოგბეზრდა არა?
-რა?
-აქ ყოფნა
-არა უბრალოდ მოსაწევად გამოვედი ახლა კი უკან დავბრუნდები
-მე მომბეზრდა
-შეგიძლია წახვიდე-ოთახში დავბრუნდი, ნასვამი ხალხი უფრო არეულად აღმიქვამდა, წასვლა გადავწყვიტე, სანდროს და ანას დავემშვიდობე, ჩემი პალტო მოვიცვი და გარეთ გავედი, გავედი თუარა სადარბაზოდან ზემოდან ხმა მომესმა
-შეგეძლო ჩემთან ერთად წასულიყავი, დამელოდე!-ზევით ავიხედე და აივანზე არავინ ჩანდა, სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე
-ასე არა? თავიდან მომიშორე-შევბრუნდი და კვლავ ელენე
-პატარა გოგონავ ნუ ცდილობ ჩემს ცდუნებას-ელენე იცინოდა, კისკისებდა, წამიერად მეგონა გაგიჟდა კიდეც ხელი მკლავზე დამადო.
-აბა? სად მივდივართ?
-სახლში მიგიყვან, ნასვამი ხარ მერე კი ჩემს გზაზე წავალ
-რით აპირებ სახლში წამიყვანო?-ირგვლივ მიმოვიხედე და არაფერი დამაიმედებლად მატყუარა არ ჩანდა ამიტომ სიმართლე ვუთხარი
-ფეხით
-ხუმრობ არა? ორი საათი მაინც დაგვჭირდება
-მაშინ თავად წადი
-და შენ?
-მეც თავად წავალ
-არა ეგრე არმინდა, მოდი ისე ვქნათ რომ ერთად წავიდეთ და ერთადვე გავჩერდეთ
-რას გულისხმობ?
-წამიყვანე შენთან
-არა
-რატო? დედიკო გაგიბრაზდება?-ელენე იცინოდა, ახლა კი სერიოზულად ვფიქრობდი ეს ლამაზი გოგო გიჟიათქო
-არა, მარტო ვცხოვრობ უბრალოდ იქ შენი ადგილი არ არის.
-კარგი მაშინ უბრალოდ გამაცილე-ხელკავი გამომდო და აღმართს ჩავუყევით ხმას არცერთი ვიღებდით
-შენს ნომერს არ მომცემ?
-არ მაქვს
-კარგი რა, როგორ შეიძლება ოცდაამეერთე საუკუნეში ტელეფონი არ გქონდეს, უკანასკნელ მათხოვარსაც კი აქვს
-მათხოვარი არ ვარ უბრალოდ არ მიყვარს როცა მაწუხებენ
-გაწუხებ?-წარბები შეჭმუხნა და ადგილზე გაშეშდა
-შენ არაფერ შუაში ხარ
-მე ყოველთვის შუაში ვარ...
ამის შემდეგ არაფერი უთქვამს უბრალოდ სახლამდე მივიყვანე და მეც შინ წავედი...

***
სახლში დაბრუნებისას თითქოს სიზმარი იყო ყველაფერი რაც იმ დღეს მოხდა, სანდროს ჩამოსვლაც, მისი ცოლიც, და მისი ცოლის მეგობრებიც. მაგრამ ცხადი სიზმარი იყო. სიზმარი რომელსაც ვერ დავივიწყებდი. ფიქრით თავი არ დავიღალე და მალევე დავიძინე სახლში დაბრუნებულმა. დილით კარებზე ბრახუნმა გამაღვიძა, ეს იმდენად უჩვეულო იყო ჩემთვის რომ გაოცებული წამოვხტი პირველი რაც ვიფიქრე უბედურება იყო, ან ვინმე მოკვდა, ან სადაცაა ცეცხლი მომეკიდებათქო ავდექი და კარი გავაღე. სანდრო გაღიმებული გაბედნიერებული მიყურებდა
-ამდენხანს ძილი გაგონილა ბიჭო მიდი მიდი მოწესრიგდი წამოდი დავლიოთ
-კარგი რა სანდრო, რაღადროს შენი დალევაა უკვე ცოლი მოიყვანე ცოტა დასერიოზულდი.
-ამას ვინ მეუბნება, ჰა სად გაიპარე გუშინ ელენესთან ერთდ?
-არსად არ გავპარულვარ სანდრო არც გუშინ და არც ბოლო რამდენიმე წელია. ბევრი რამ შეიცვალა შენს აქ ყოფნაში.
-კარგი მიდი მიდი ჩაიცვი წამოდი ეგ ყველაფერი ლუდთან ერთად მომიყევი.
-არმინდა ლუდი
-მაშინ წამოდი და ისე მომიყევი
-არც მოყოლა არ მინდა-მხრებში ხელი მომიჭირა და კედელთან მიმაყუდა, დაუძლურებული ვიყავი წინააღმდეგობის გაწევა არ შემეძლო
-ახლა კარგად მომისმინე, ვიცი რომ არხარ კარგად ვიცი რომ ჩემი ლაყბობის მოსმენას ზღვის ხმის მოსმენა გიჯობს მაგრამ, არ დავუშვებ რომ საბოლლოდ ჩაიძირო არ დავუშვებ რომ მოწყდე ამ სამყაროოს საბოლოოდ. შენიაზრით მიხარია ამდენი მასხარაობა ან საერთოდაც ახლად დაოჯახებული ადამიანი ყოველდღე ივლის მეგობართან რომელიც თითქმის არ ლაპარაკობს?
ახლა ერთი ადგილი გაანძრიე ჩაიცვი და ჩემთან ერთად წამოდი-უსიტყვოდ დავემორჩილე სანდროს, რაღაც მხრივ მართალიც მომეჩვენა მაგრამ ნაპერწკალიც კი ვერ გააჩინა ჩემში, იმედის ნაპერწკალიც კი არ გაუჩენია. ისევ მარტოობა მქონდა მოდებული გულზე და გონებაზე ხავსივით. მანქანაში ჩავჯექით და სანდრომ პატარა ბავშვივით დაიწყო ჩემი დატუქსვა.-არ მუშაობ, თავს არ უვლი, არც კი ჭამ შენიაზრით ეს ნორმალურია, რამდენი ხანია მამაშენი არ გინახავს, იცი მაინც შენს დას როგორ ენატრები, როგორ უყვარხარ იცი მაინც? წარმოდგენილი გაქ მისი პატარა ბავშვური თვალები როგორ ივსება ცრემლით, ეს მარტო შენი ბრალია. შენ რა გგონია მეგობრებმა იმიტომ მიგატოვეს რომ შენთვის მარტოობა უნდოდათ უნდოდათ გაეწირე და ცხოვრების ასპარეზზე მარტო გევლო? შენი აზრით გამოგცადეს? არა იმიტორო შენ აირჩიე ასე, ვიცი რო ძლიერი ხარ, ძლიერი რო არ იყო ღმერთმა უწყის რამდენი ხნის მკვდარი იქნებოდი მაგრამ ძლიერი ხარ, სიცოცხლით სავსე მიუხედავად იმისა რომ ამის აღარება არ გინდა...
-სად მივდივართ?
-შენი და უნდა ნახო
-არა! გააჩერე მანქნა!
-არგავაჩერებ უნდა ნახო, და უნდა ეცადო შეგირიგდეს-კარები გავაღე და მანქანიდან გადავხტი, პირდაპირ გზატკეცილზე, გონზე რომ მოვედი უკვე პალატაში ვიწექი და თავზე ექთანი დამტრიალებდა. „გონზე მოვიდა“ თქვა მან და ოთხში სანდრო შემოვიდა
-წადი სანდრო
-არა მე ვერ მომიშორებ თავიდან რამდენიც გინდა იმდენი ეცადე. ხელი გაქვს მოტეხილი ხვალ გაგწერენ მე აქ ვიქნები.
-არმინდა სანდრო არაა საჭირო სახლში წადი.
-შენ დასთან მაინც წაგიყვან სულ რომ ყველა ძვალი მოიტეხო, მაინც !
-არა მასთან მაშინ წავალ როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი როცა ამისთვის მზად ვიქნები, როცა გადავწყვეტ რომ ეს მჭირდება და ამის გამბედაობა მეყოფა, ჰომ იცი არა, პატიების თხოვნა და ბოდიშის მოხდა ბევრად რთულია ვიდრე გულის ტკენა.
-რომ გამოგწერენ შენს სახლზე მუშაობა უნდა დაივწყო, იქ როგორ ცხოვრობ, წყლის მადუღარაც კი არ გაქვს.
-დედაჩემს მოაქვს მშრალი საჭმელი და მეტი არაფერი.
-დაისვენე ხვალ შევხვდებით...
იმ ღამეს თვალიც არ მომიხუჭავს, გონებაში მკვეთრად ამომიტივტივდა ჩემი და, სამი წელი რომ არ მენახა, ის წელს ალბათ სკოლას ამთვრებს, მახსენდებოდა როგორ მონდომებით ცდილობდა ყველგან ჩემთან ერთად გამოჩენილიყო, მთხოვდა სკოლაში მიმეკითხა „მინდა ჩემმა მეგობრებმა ნახონ როგორი მშვენიერი და კუნთიანი ძმა მყავს, ვერაფერი რომ ვერ გამიბედონო“ მეუბნებოდა და კისერზე მაგრად მომხვევდა ხოლმე ხელებს. მეც ვუსრულებდი ნებისმიერ თხოვნას ყოველ დღე ვუცდიდი სკოლის წინ ისიც დამინახავდა თუ არა ჩემსკენ გამორბოდა და ისე მეხვეოდა თითქოს დიდიხნის უნახავი მყოლოდა. ჩემს ხელში იზრდებოდა და მასზე ყველაფერი ვიცოდი, მისი პირველი მოწონებული ბიჭი, ყველა მისი თყვანისმცემელი, მისი დაქალები დებივით მყავდა და ჩემთან ერთად ყველაზე კარგად ერთობოდნენ მიუხედავად ასაკებს შორის სხვაობისა. მოგონებებიდან როდესაც ამოვბობღდი მივხვდი რომ წლების შემდეგ შეხვედრისას შეიძლება სილაც კი მითავაზოს სახეში და მეც თავდახრილი ბოლომდე მოვუსმენ მის ყველა საყვაედურს, ბოლომდე მართალი იქნება ჩემთან ბავშვივით მართალი წყლიანი თვალებით შემომხედავს და შეიძლება მითხრას რომ ჩემს გარეშე უფრო ბედნიერი იყო. ამაზე არ მიფიქრია არასდროს მას შემდეგ რაც სახლიდან წამოვედი, ჰო ავდექი და წამოვედი ზუსტად ვიცოდი სად მივდიოდი რატომ, ვისთან ერთად. ჩემი დანაზოგით ვიყიდე ზუსტად ეს ერთი ოთახი, ჩემი შეყვარებული მაშინ მხოლოდ თვრამეტი წლისა იყო, ბავშვივით ბედნიერი მომყვებოდა ხელიხელჩაკიდებულებმა შევაღეთ პირველად ამ ოთახის კარი და იმ დღიდან დაიწყო ჩემი მარტოობა, სახლიდან იმიტომ წამოვედი რომ მასთან ერთად ახალი ცხოვრება დამეწყო, სახლში კი არ მომყვებოდა, მას ვენდე და ამ ოთახში გადავედი, ორ კვირაში ადგა და წავიდა, დამიტოვა რამოდენიმე სიტყვიანი წერილი „არარაობა ხარ, არ შემიძლია პიროვნება გიწოდო, სხვასთან მივდივარ, შენი შვილი კი გასხვისშვილდება“ ყველა ნივთი წაიღო და წავიდა, იმდღის შემდეგ სამსახურში აღარ მივსულვარ, ჰო ერთ დროს სამსახურიც მქონდა, პატარა სარდაფის თეატრში ვთამაშობდი, თეატრალური უნივერისტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ. თაყვანისმცემლები არ მყავდა ამიტომაც არავის შეუმჩნევია ჩემი თეატრიდან წასვლა, არც არავის დავაკლდი, ამ ფიქრებში და მოგონებებში გართულს ჩამეძინა. დილით გაღვიძებისას ოთახს თვალი მოვავლე და ფანჯარასთან მდგარი ლამაზი სილუეტი შევნიშნე შემობრუნდა და ის დაბნეული პატარა ბავშვის გამოხედვით გოგონა იყო. ელენე.
-გამარჯობა, როგორც იქნა გაიღვიძე მომიახლოვდა
-აქ რას აკეთებ?
-სანდრომ მითხრა რომ მანქანიდან გადახტი, მე კი შენმა ქცევამ აღმაფრთოვანა და მოსანახულებლად მოვედი.
-მადლობა არ იყო საჭირო
-არ მეგონე თუ ცუდი ბიჭი იყავი
-არც ვარ
-კარგი ბიჭები მანქანებიდან არ ხტებიან
-სანდრო სად არის
-სანდრო ვერ მოვა მე წაგიყვან სახლში
-არავითარ შემთხვევაში, თვად წავალ
-ხელ მოტეხილი ვერსადაც ვერ წახვალ.
-ხელებით არ დავდივარ ელენე, მოვახერხებ როგორმე სახლამდე მისვლას
-ჭამას ვერ მოახერხებ, მე გაჭმევ.
-ელენე არ მჭირდება შენი მზრუნველობა საკუთარ თავს თვადაც კარგად ვუვლი
-ვერ უვლი იცი? ოთხმოცი წლის ბებერი კაცივით გაქ ლოყები ჩაცვენილი ვინმეს ეგონება შიმშილით კვდები. მე კი არმინდა მოკვდე.
-არ მოვკვდები უბრალოდ არ მინდა შენი მზრუნველობა.
-არ გინდა მაგრამ გჭირდება, წავალ ექთანს მოვიყვან რომ გაგწერონ და სახლში წაგიყვან..
ოთახიდან გავიდა მე კი ჩემს თავს ვაჯერებდი რომ ეს გოგო არაფერში მჭირდებოდა რომ მისი სიახლოვისას მხოლოდ იმიტომ ვიბნეოდი რომ მიუჩვეველი ვიყავი ადამიანებთან ურთიერთობას.. ის ისეთი თავისუფალი იყო ყველაფერს ისე აკეთებდა თითქოს ეს უმარტივესი საქმე ყოფილიყოს მე კი თუნდაც გამარჯობის სათმელად დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა, მალევე დაბრუნდა ოთახში ექთანთან ერთად
-თავს როგორ გრძნობთ?
-უკეთ
-კარგი ახლა გაგწერთ და ორ კვირაში კვლავ უნდა მოხვიდეთ ხელზე თაბაშირს მოგხსნით
-იქნებ საერთოდ არ მჭირდება ეს თაბაშირი
-გჭირდებათ, ხელი მოტეხილი გაქვთ-სიცილით მოაწერა რაღაც საბუთებს ექთანმა ხელი და ოთახიდან გავიდა
-მოკლედ მე ახლა სახლში წაგიყვან და ყოველდღე შენთან ვივლი, მოკლედ, შენი ძიძა ვიქნები რა
-ოხ ელენე ელენე
-გჭირდება ჩემი ძიძობა ადექი ადექი.
მანქანაში ჩავჯექით საჭესთნ რათქმაუნდა ელენე იჯდა, Mad World - Gary Jules-ს ჩართო და ხმას არ იღებდა
-ღადაობ? ამ სიმღერას რატო უსმენ?
-მომწონს.-ეს ის სიმღერა იყო, ის ერთადერთი სიმღერა რომელიც მთელი არსებით მძულდა მაგრამ მაინც დილიდან საღამომდე მას ვუსმენდი.

***
ორი კვირის განმავლობაში ყოველ დღე ელენე დილიდან დაღამებამდე ჩემთან იყო დედაჩემიც ყოველ მეორე დღეს მოდიოდა და იმედით ჰქონდა სავსე თვალები როდესაც დაინახავდა ხოლმე ელენე როგორ მაჭმევდა საჭმელს მე ამაზე მეცინებოდა და დედამ იფიქრა ალბათ მობრუნდა ჩვენკენო, მაგრამ ეს უბრალოდ ელენეს ბრალი იყო ისე სასაცილოდ პატარა ბავშვივით მაჭმევდა „აბა, მოფრინდა მოფრინდა“ „გაუღე პატარა გვირაბი მატარებელს, გაუღე!“ და კოვზს მაგრად მაჭერდა ტუჩებზე მეც თითქოს ვეჯიუტებოდი და არ ვუღებდი პირს. სანდროც გვამარაგებდა პროდუქტებით და ელენეც გაუთავებლად გაიძახდა შენ თუ არ მოგასუქო მე ქალი არ ვიყოო, ვაღიარებ რომ მხიარულად გავატარე ეს ორი კვირა მაგრამ ღამე, ოხ ეს მტანჯველი ღამე, თითქომის ყოველდღე ელენე მემუდარებოდა შენთან დავრჩებიო მაგრამ ამის უფლებას ვერც ჩემს თავს მივცემდი და ვერც ელენეს, არ მინდოდა მისთვის იმედი მიმეცა რომ თუნდაც ჩემი ხელის მორჩენის მერე ჩვენ ახლობლები მაინც ვიქნებოდით. ღამე დღის პარალელური სამყარო გახდა, მარტოობა, ბევრი მოწყენილობა. სულ ჩემს დაზე ვფიქრობდი, მისი დაბადება კარგად მახსოვს, სულ რაღაც შვიდი წლისა ვიყავი სახლში რომ პატარა თოჯინა მომიყვანეს, თავზე „ორი ღერი“ თმა ჰქონდა, დიდი და შავი თვალები, ყველაფერს აკვირდებოდა, მე მიცინოდა, თითქოს თავიდან დავიბადე, მეორენახევარი შევიძინე, სულის ნახევარი, დედას სულ ვთხოვდი რომ რამეში დავხმარებოდი, ვაჭმევდი, ვეთამაშებოდი, ვაძინებდი, და ხშირად ვაღვიძებდი მისი ლამაზი თვალები რომ მენატრებოდა. როცა წამოიზარდა, ლაპარაკი და სიარული დაწყო სულ კუდში დამზდევდა. ეშინოდა არ გავპარულიყავი, არ დავმალულიყავი სკოლაში რო შევიდა პირველ დღეს ბევრი იტირა. „ შენ გარეშე იქ რა უნდა ვაკეთო“ ცრემლიანი თვალებით მეუბნებოდა მეც გულში ვიკრავდი და ვამშვიდებდი, უკვე დიდი ბიჭი ვიყავი, სკოლაშიც მე დამყავდა. სკოლა რომ დავამთავრე იმ ღამეს ატირებული შემოვიდა ჩემს ოთახში:
„-რა გატირებს პატარა?-გვერდით მივიწვინე
-შენ ახლა სულ გარეთ იქნები ჩემთვის აღარ გეცლება
-როგორ არ მეცლება, სადაც წავალ ყველგან შენ წაგიყვან.
-ეგრე პირდებოდა ნინისაც მისი ძმა მაგრამ ყველგან მის გარეშე დადის, ხანდახან რამოდენიმე დღეც არ ბრუნდება სახლში
-შენ არ ხარ ნინი, და არც მე ვარ ნინის ძმა.
-მპირდები რომ არასდროს მიმატოვებ?
-გპირდები რომ ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, მაშინაც კი როდესაც შენთან ფიზიკურად ახლოს არ ვიქნები დამირეკე და რამდენიმე წუთში გავჩნდები შენთან.-მაგრად მომეხვია და ტირილი შეწყვიტა“
ერთადერთს რასაც მთხოვდა მის გვერდით დგომა იყო, რომ არასდროს წავსულიყავი, მე კი ასე დაუნდობლად მოვექეცი. წამოვედი, არც მითქვამს რატო, არც კი დავემშვიდობე, პატიებაც არ მითხოვია წასვლისთვის.
ასეთი იყო ჩემი ღამეები მარტო დანაშაული მაწამებდა და იმაზე ფიქრი როგორ გამომესწორებინა ჩემი დანაშაული, მას ხომ ისეთი ვუყვარდი როგორიც ვიყავი, არაფერს ითხოვდა ჩემგან გვერდით დგომის მეტს. ჩემით ამაყობდა.
ორი კვირის შემდეგ კვლავ ელენე მოვიდა.
-ბატონო ირაკლი დღეს ბოლო დღეა როცა ჩემი ხელით საჭმლის ჭამის პატივი გერგებათ.
-პატივი? მადლობა ღმერთს ეს ტანჯვა დასრულდება
-ვირი ხარ.- მითხრა და საწოლზე ჩამოჯდა, სიცილს ვერ ვიკავებდი, სერიოზული სახით ბოლომდე შევჭამე სუპი.
-დილით სუპს რომ მაჭმევ თავი ჯარში მგონია.
-ჯარში დილით სუპს აჭმევენ?
-არვიცი-ორივეს გაგვეცინა-იცი?! კარგი ხო ვაღიარებ რომ კარგი ძიძა ხარ
-ჰონორარი?
-ჯერ საქმე ბოლომდე მიიყვანე-მანქნაში ჩავჯექით და საავადმყოფოში წავედით, თაბაშირი მომხსნეს, ვიგრძენი რამდენს ნიშნავდა ჩემი ხელი ჩემთვის.
-სანდროსთან და ანასთან წავიდეთ
-არა რა
-რატო?
-არ მინდა
-და ჰონორარი?
-რა ჰონორარი?
-ძიძობის
-ფული არ მაქვს, სხვა რამ შემიძლია გავაკეთო შენთვის
-კი
-რა?
-სანდროსთან წამოდი
-კარგი კარგი წამოვალ
სანდროსთან მივედით სახლში არ დაგვხვდნენ ელენე გაუჩერებლად ურეკავდა ანას მაგრამ ის არ პასუხობდა.
-კარგი მე შენთან გასწორებულში ვარ ახლა კი წავალ
-არა, არ ხარ, ისინი ჰო სახლში არ არიან
-ეგ რა ჩემი პრობლემაა, მაგაზე შენ იდარდე.
-ეგრე მარტივად ვერ გამექცევი. წავედით
-სად?
-ჩემთან
-შენთან?
-ჰო ჩემთან, მე შენს საღორეში დავდიოდი ამდენი ხანი, ერთი დღე შენც აიტანე ჩემი სახლი.
-კარგი კარგი, წავიდეთ
ფეხით უფრო შორი ყოფილა ელენეს სახლი ვიდრე მანქანით, რათქმაუნდა ეს ასეც უნდა ყოფილიყო. მესამე სართულზე ფეხით ავედით ელენემ კარი გააღო, კედლები ცისფრად იყო შეღბილი, ძაღლის ყეფა მესმოდა სანამ გავარკვევდი საიდან მოდიოდა ეს ხმა ელენეს უკვე ხელში ეჭირა ხელისგულისოდენა პატარა ძაღლი რომელიც გაუთავებლად ყეფდა. მისაღებ ოთახში დაბალი მინის მაგიდა და ორი სავარძელი იდგა, კედელზე ტელევიზორი ეკიდა, თაროებზე წიგნები და ყვავილები ეწყო. ერთ კედელზე კი გრაფიტით ეწერა „Dum spiro spero” არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა ამიტომ არც შევიმჩნიე, შეიძლება დასაცინი ობიექტი გავმხდარიყავი.
-დაჯექი ლუდს ხო დალევ?
-კი მადლობა. -ელენემ ორი ბოთლი ლუდი მოიტანა და გვერდით მომიჯდა
-ვერ გაიგე არა ?
-რა ?
-გრაფიტი
-სიმართლე რომ გითხრა... ვერა
-„სანამ ვცოცხლობ იმედი მაქვს“
-ეს რა ენაა?
-ლათინური
-ლათინური რატომ იცი ?
-სამედიცინო დავამთავრე მაგრამ სწავლა აღარ განვაგრძე ბაკალავრის შემდეგ
-რატო?
-საკმარისი არ არის ექვსი წელი თავაუწევლად კითხვა
-არ მჯერა
-რა?
-რომ შენ თავსაც კი არ წევდი მეცადინეობისას
-დღე და ღამე თუ სახლში და თუ ბიბლიოთეკაში თავაუწევლად ვმეცადინეობდი. ექვსი წლის განმავლობაში ყველა სემესტრში სტიპენდია მქონდა.
-რომ ვკვდებოდი გადამარჩენ ანუ?
-ჩემს იმედზე სიკვდილი არ გაითამაშო, და შენ?
-რა მე?
-შენ არც ჯარში ყოფილხარ არც უნივერსიტეტში თუ როგორაა ჩვენი საქმე, სუპერ გაუნათლებელი ბიჭი ხარ ?
-თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, ჯარში არ წამიყვანეს, ბრტყელი ტერფი მაქვს.
-მსახიობი ხარ ანუ, მეც არ ვიფიქრე როგორ ოსტატურად თამაშობს მარტოსული ბიჭის როლსთქო
-რას გულისხმობ
-თითქოს ჩემი სიახლოვის გეშინია, ამით გინდა უფრო ახლოს მომიყვანო შენთან უკან დასახევი გზა რომ არ მქონდეს. კარგად იცი რა ხიბლავს გოგოებს კაცებში, ზუსტად იგივე ტაქტიკა გაქ როგორც ყველა ჭკვიან კაცს
-ცდები, მე შენს მოხიბვლას არ ვცდილობ, და გულწრფელად არ მინდა ჩემს სიახლოვეს იყო..-სიტყვის დამთავრება ვერ მოვასწარი ისე მოულოდნელად მაკოცა ელენემ.-გაჩერდი!-თავი ავარიდე
-რაიყო? რა მოხდა ? დავიჯერო ოდნავადაც არ მოგწონვარ ?
-ვთქვათ მომწონხარ, ამით არაფერი იცვლება გესმის, არ მინდა ჩემს გვერდით იყო არ მინდა ისევე დაიტანჯო როგორც მე ვიტანჯები, მე ჩემი თავი დავკარგე, სანამ არ ვიპოვი არ მაქვს უფლება სხვაც შემოვიტყუო ჩემს ცხოვრებაში, არ მინდა გესმის არ მინდა ჩემთან ახლოს იყო, განა იმიტომ რომ ცუდი გოგო ხარ, არა არაჩვეულებრივი გოგოხარ, უბრალოდ მე არ ვარ შენთან ახლოს მე ვერ ვიქნები შენს სიახლოვეს, ვერ ვითვალთმაქცებ რომ ჩემი ცხოვრება შეცვალე, მართალია შენი სიახლოვისას კარგი შეგრძნება მეუფლება მაგრამ ეს საკმარისი არ არის.-ელენე ხმას არ იღებდა უბრალოდ იჯდა და ლუდს სვამდა, არც კი მიყურებდა.-გთხოვ ჩემზე არ იდარდო კარგი? არ ვღირვარ შენს დარდად...



№1  offline წევრი Firefly

მომეწონა მაგრამ სულ ესაა?გაგრძელება ექნება?
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი mariamobi

♥მარიამი♥
მომეწონა მაგრამ სულ ესაა?გაგრძელება ექნება?

აქვს გაგრძლება

 


№3  offline მოდერი ელი

კარგი გოგო ხარ მარიამ.საინტერესო და განსხვავებული ჩანს. თავიც კარგი ზომისაა. იმედია ამ განსხავებულობასა და თავის მოცულობას შემდეგში არ დაკარგავ. ასე გააგრძელე კარგია. გელოდები <3

 


№4  offline წევრი mariamobi

ელი
კარგი გოგო ხარ მარიამ.საინტერესო და განსხვავებული ჩანს. თავიც კარგი ზომისაა. იმედია ამ განსხავებულობასა და თავის მოცულობას შემდეგში არ დაკარგავ. ასე გააგრძელე კარგია. გელოდები <3

არამგონია ცემი წერის სტილი ოდესმე შევცვალო, სიუჟეტიც თავიდან ბოლომდე ჩამოყალიბებული მაქვს მაგრამ, რაც შეეხება თავის ზომას, ალბათ ცოტათი სემცირდება. თუმცა თავს არ მონაგატრებთ. ჩემთვის თითოეული მკითხველი მნიშნვნელოვანი ხართ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent