შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მანამდე კი...


17-10-2018, 23:55
ავტორი Naka
ნანახია 1 339

თითქმის შუაღამეა,
ფანჯარაში ვიხედები და მახსენდები,
არ ვიცი,ყოველთვის ამ დროს რატომ მახსენებ თავს,
ან საერთოდ რატომ მახსოვხარ,
თუმცა არც უნდა მიკვირდეს,
მთელი ჩემი ცხოვრება და არსებობა შენ გიკავშირდება,
არადა ორივემ ვიცით რომ არაფერი გამოვა,
რომ ვერ ვიარსებებთ,
ხშირად ვფიქრობ,რომ სეზონებივით ვართ მე და შენ,
შენ გაზაფხული ხარ,
ან ზაფხული,
ზუსტად არ ვიცი,
ვერ ვწყვეტ,
ზედმეტად ნათელი და ფერადი ხარ იმისთვის,რომ გაზაფხული იყო,
მაგრამ მის მსგავსად ჩნდები ადამიანების ცხოვრებაში და ბედნიერება მოგაქვს,
ზუსტად ერთ წამში გამაფერადე,
მე კი შემოდგომასავით გოგო ვარ,
აი ისეთი ყველაფერი,რომ არის მასში,
ჩემი წილი სევდაც მაქვს,
მარტოობაც,
სიცივეც,
სითბოც
და სიყვარულიც,
მაგრამ საბოლოოდ ყოველი ზამთრის დასაწყისში ნამდვილი შემოდგომა ვარ,
არაფერი მაქვს ჩემი უარაფრო ცხოვრებისა და მარტოობის გარდა...
ზედმეტად ბევრი ტკივილი და სევდა დამაქვს იმისთვის, რომ ჩემთან დარჩე,
ზედმეტად შორს არის ერთმანეთისგან ზაფხული და შემოდგომა,
ვერ გთმობ,
არადა ზუსტად ვიცი ერთ დღეს აუცილებლად მიმსხვერპლებ,
მანამდე კი,
თვალებს ვხუჭავ და წარმოგიდგენ...
* * *
ვგრძნობ როგორ მეხვევა შენი ხელები მხრებზე,
მეც გხვევ ხელებს და თავს მკერდზე გადებ,
შენს სურნელს ვგრძნობ,
რაღაცნაირი სურნელი გაქვს,
არც ცივი,
არც ტკბილი,
ბედნიერებანარევი.
ვგიჟდები შენს სურნელზე,
კანზე,
არაბუნებრივად თბილ თითებზე,,რომლებიც ჩემს შიშველ მხრებზე დასრიალებენ,
ყოველი შეხების შემდეგ ჟრუანტელი მივლის და კანკალს ვიწყებ,,
ნიკაპი ჩემს თავზე გიდევს,ვგრძობ დროდადრო როგორ გეღიმება ჩემს რეაქციებზე,
ჩემს თმებს ეხები და ვოცნებობ უფრო გრძელი თმა მქონდეს,რომ დიდხნს ეფერებოდე,
ვერ ვხედავ,მაგრამ მაინც ვგრძნობ შენს მზერას,რომელიც ასე ძალიან მიყვარს…
ვგიჟდები შენს თვალებზე,რომელშიც რაღაც ამოუცნობი,
ბრჭყვიალა სხივები ბრწყინავს,როცა მე მიყურებ,
ამ დროს ზედმეტად ბედნიერი ვარ.
* * *
ზუსტად ვიცი ერთ დღეს აუცილებლად მიმსხვერპლებ,
მანამდე კი,თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ შენს თითოეულ შეხებას და ამ დროს შემიძლია დავიფიცო,რომ ეს შეხება არის ყველაზე რეალური და ძვირფასი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent