შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Childhood dream


20-10-2018, 19:24
ავტორი Lily Morgan
ნანახია 1 323

მე პიტერ პენი მესიზმრა.
მესიზმრა, რომ ფანჯარა ღია დამრჩა და ღამე მისი ჩრდილი ჩემს ოთახში შემოფრინდა. ცოტახანში კი გამხდარი, მაღალი, წითური, ჭორფლებიანი ბიჭიც უკან შემოჰყვა. როგორც ჩანს ჩრდილი გაქცეოდა და მას დასდევდა. მათმა ხმაურმა ძილი დამიფრთხო და გამომეღვიძა. ლოგინზე წამოვჯექი და თვალები მოვიფშვნიტე. მივხვდი, რომ სიზმარი იყო, მაგრამ მინდოდა გაგრძელებულიყო და თავს არ მივეცი იმის დაჯერების უფლება, რომ მართლა სიზმარში ვარ.
პიტერ პენმა შეშინებული თვალებით გამომხედა.
-არ მინდოდა შენთვის ძილის დაფრთხობა, ბოდიში!
-შენ... შენ... - ენა დამება - შენ პიტერ პენი ხარ?
-მიცნობ? - გაკვირვებული იყო, მაგრამ მაინც გამიღიმა.
-შენი ნახვა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო... - გამეცინა - ბავშვობიდან საუკეთესო იყავი ჩემთვის.
-სულ ორი წუთით დამელოდე! - თვალი ჩამიკრა მან და მოულოდნელად თავის ჩრდილს ჩაებღაუჭა - მაინც დაგიჭირე. შეგიძლია დამეხმარო და ფეხზე მიმაკერო?
თვალები გავაფართოვე გაოცებისგან. არ მჯეროდა, რომ მე ახლა ჩემს ოცნებას ვისრულებდი.
-ამმ... კი, კი რა თქმა უნდა...
სასწრაფოდ მივედი ერთ-ერთ უჯრასთან, ნემსი და ძაფი გამოვიღე, მოვიმარჯვე და ჩრდილი მივაკერე.
-მზად არის!
-მადლობა - თბილად გამიღიმა და ფანჯრისაკენ წავიდა - ახლა კი ჩემი წასვლის დროა!
-მოიცადე... - სასწრაფოდ შევყვირე - შეიძლება მეც წამოვიდე?
-ეს მართლა გინდა? - გაკვირვებული დამაცქერდა - დაიმახსოვრე, რომ იქ სამუდამოდ მოგიწევს დარჩენა... იქ სადაც მე მივდივარ, ადამიანი არ იზრდება და მარადიულად ცხოვრობს...
-მეც მთელი ბავშვობაა ეს მინდა!..
-მაგრამ ერთი ნაკლი აქვს: იქ ოჯახი არ გეყოლება. მათ სამუდამოდ უნდა დაემშვიდობო.
-ვფიქრობ, რომ უკვე მოვიდა დრო!.. - გამეღიმა.
-მაშინ ხელი მომეცი! - პიტერ პენმა ხელი გამომიწოდა.
ფანჯარასთან მივედი, ხელი ჩავკიდე ჩემი ბავშვობის გმირს, გამეღიმა და ჩვენ ერთად გაფრინდნენ შორს...
* * *
ექიმი საოპერაციოდან დამწუხრებული გამოვიდა და ახალგაზრდა წყვილთან მივიდა:
-ვწუხვარ, მაგრამ დედათქვენი გარდაიცვალა... მისი გადარჩენა ვერ მოვახერხეთ!
ქალს თვალები გაუფართოვდა, თვალები ცრემლებით გაევსო, მერე ქმარს მოეხვია და აქვითინდა.
-ვიზიარებ - ხმაში სევდა შეეპარა ექიმს და უკვე წასვლას აპირებდა, როცა რაღაც გაახსენდა და უკან მიბრუნდა - სანამ საბოლოოდ გაითიშებოდა, ვინმე პიტერს ახსენებდა...
ქალი გაჩუმდა და გაკვირვებულმა მიატრიალა თავი ექიმისკენ.
-პიტერს?
-დიახ!
-კი, მაგრამ მე არავის ვიცნობ სახელ... - მოულოდნელად გაახსენდა, რომ ბავშვობაში დედამისი ძილის წინ სულ უყვებოდა პიტერ პენის და მისი შეხვედრის ამბავს.
-დედა ის ხომ გამოგონილია? - ეკითხებოდა ხოლმე პატარა გოგონა და ქალიც ღიმილით პასუხობდა.
-გამოგონილია შვილო, გამოგონილი... მაგრამ მჯერა, რომ ოდესღაც მას მაინც ვნახავ და მეც მასთან ერთად გავფრინდები...
ამის გახსენება ქალი კიდევ უფრო ხმამაღლა ატირდა და თავისთვის, ღიმილით ბურტყუნებდა:
-შენი ბავშვობის ოცნება მაინც აისრულე, დედა!.. მაინც ჩაჰკიდე მას ხელი... მაინც დამტოვე და მას გაჰყევი!.. იმედია ბედნიერი ხარ, დე!..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent