არ გაჩვეულებრივდე რა..
ხდება ხოლმე, რომ ადმიანები გვტოვებენ, ყველაფერი კარგადაა, მერე უცებ შემოდგომის ცივ და წვიმიან დღეს გაიღვიძებ, და არაფერი აღარაა ისე, როგორც იყო, ფნჯარაში გაიხედავ და ხვდები, რომ მზეც გაჩვეულებრივდა, წვიმაც, ფოთოლცვენაც, შენც გაჩვეულებრივდი, სარკეში უყურებ საკუთარ ანარეკლს და ხვდები, რომ აღარაფერი აღარ დარჩი, შენივე მარტოობა ყელში გიჭერს ხელებს და არ გაძლევს საშუალებას ისუნთქო, შენც თითქოს ემორჩილები, მაგრამ საბოლოოდ თავს აღწევ და მიდიხარ შენი თავისგან. მიტოვებულ სახლს ემსგავსები,რომლისგანაც დიდი ხნის წინ გაიქცნენ, ყველაფერი უწესრიგოდ ყრია, სიცივეა და სიცარიელე, მერე ძალიან ბევრი წელი გჭირდება, რომ საკუთარ თავს დაუბრუნდე და იმის მსგავსი,მაინც გახადო როგორიც წლების წინ იყო, ზედმეტად, ძალიან ზედმეტად რთულია,როცა მიდიან და არაფერს გიხსნიან, სიტყვასაც კი არ გეუბნებიან, ამ დროს დგახარ და ფიქრობ : რა ვერ გააკეთე ისე, რა არ გაქვს ისეთი რაც სხვებს აქვთ, რატომ დაგტოვეს მაინც და მაინც შენ, მაგრამ აზრი არ აქვს, არასდროს, არც ერთ კითხვაზე პასუხი საკმარისი არ არის იმის გასაგებად რატომ მოხდა ასე, ყველა კითხვაზე პასუხი რომ გაიგო მაინც ვერ დაიჯერებ, ვერ გაიგებ რატომ შენ და არა სხვა, საშინელებაა იმის გააზრება რომ შენზე უარი თქვეს, ყოველთვის, როცა ვიხსენებ როგორ თქვი უარი ჩემზე ვტირი, მერე საათობით ვზივარ ფანჯარასთან და ვცდილობ გავიხსენო როდის მოვასწარი შენი შეყვარება ასე ძალიან, ვფიქრობ, ვფიქრობ და მაინც არ ვიცი, ვერ ვხვდები, იმ ზაფხულის ცხელ დღეს შემიყვარდი პირველად რომ შეგხვდი, შენი უცნაურად აბრჭყვიალებული თვალებით რომ მიყურებდი და ჩემთან საუბარს ცცდილობდი, თუ მაშინ პირველად რომ დამირეკე და არაბუნებრივად დავიწყე კანკალი, შეიძლება მაშინ როცა შემოდგომის ცივ და წვიმიან საღამოებს მითბობდა შენთან საუბარი, არ ვიცი, ალბათ ამ დროს არ მიყვარდი, ზუსტად ვიცი, თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ზამთარში შემიყვარდი, მაშინ, ზამთრის ნაცრისფერ და საშინლად ცივ დღეებს სიცილში, რომ ვატარებდით, არასდროს მიფიქრია, რომ შეიძლება ზამთარში ვინმე შემყვარებოდა, მაგრამ ჰო, ასე მოხდა, შემიყვარდი, აი ასე უბრალოდ და დაუგეგმავად, ერთ ცივ და თოვლიან დილას გავიღვიძე და მივხვდი, რომ სხვანაირად თოვდა, სხვანაირად ლამაზი ფიფქები მოფარფატებდა ციდან, აღარც მციოდა და საერთოდაც ბედნიერების გარდა არაფერს ვგრძნობდი, მერე ყველა დღე, ყველა საღამო და ყველა ღამე ფერადი იყო, ახლაც, როცა წარმოვიდგენ როგორ იცინოდი, როგორ მელაპარაკებოდი, როგორ მიყურებდი, როგორ მეხებოდა შენი არაბუნებრივად თბილი ხელები, როგორ მეხებოდა შენი უცნაურად თბილი და რბილი ტუჩები მაკანკალებს, სხეულს ვერ ვიმორჩილებ და ვიცი ეს ყველაფერი აღარასოდეს განმეორდება, რადგან წახვედი, ჩემზე უარი თქვი და ყველაფერი გააჩვეულებრივე, ჩემი ჩათვლით. მაგრამ გთხოვ, შენც არ გაჩვეულებრივდე რა, ამასაც ვერ გადავიტან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.