შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

What Is Love?


31-10-2018, 11:20
ავტორი teona184
ნანახია 1 368

ბევრი ოცნებობს სიყვარულზე, ბევრს უნდა უყვარდეს, ბევრს ის ბედნიერებაც კი გააჩნია ყავდეს გვერდით ის ვინც უყვარს, შეუძლია დაიცალოს მასთან და უთხრას როგორ უყვარს, ზოგს უყვარს და იტანჯება ამით, ზოგისთვის სიყვარული უბრალოდ სისულელეა, ვიღაც საერთოდ სიყვარულს ვერ არჩევს სიმპატიისგან, ზოგიერთი კი უბრალოდ უდიდეს შეცდომებს უშვებს სიყვარულის გამო და საკუთარ თავს ტკენს...
არ არსებობს ადამიანი რომელსაც არ უფიქრია სიყვარულზე, არ უნატრია სიყვარული, ან სრულიად საპირისპირო მხრიდან არ შეუხედავს სიყვარულისთვის. სიყვარული მართლაც, რომ საუკეთესოა ჩვენს ცხოვრებაში, გვასწავლის, გვაშვებინებს შეცდომებსაც და გვაბედნიერებს კიდეც, მაგრამ ნუთუ ცალმხრივი სიყვარულიც ისეთივე სასიამოვნოა როგორიც ორმხრივი? თავიდან როცა გიყვარდება, თუნდაც ცალმხრივად ეს ისეთ ბედნიერს გხდის, გეღიმება როდესაც გხედავს, გიხარია მისი წარმატება და ზუსტად ისე მიგაქვს გულთან მისი ტკივილი როგორც საკუთარი, მაგრამ ვინ ფიქრობს რომ ცალმხრივი სიყვარული ბედნიერებაა? თავიდან ნებისმიერი სახის სიყვარული ისე გამოიყურება თითქოს გვახარებს, ბედნიერებით აღგვავსებს, მაგრამ სინამდვილეშიც ისეა როგორც გამოყურება? მალე ხვდები ვინ ხარ შენ და ვინაა ის, მალე ხვდები იმასაც, რომ მხოლოდ შენ გაგაჩნია მის მიმართ გრძნობები, მხოლოდ შენთვის ნიშნავს ის რაღაცას, მისთვის კი არაფერი ხარ, უბრალოდ შენ ხარ ისეთივე როგორიც ათასობით ადამიანი მის გარშემო და ნუთუ ეს სასიხარულოა? მალევე ხვდები ცალმხრივ სიყვარულს ძირითადად მხოლოდ ბნელი მხარეები გააჩნია და დადებითი? დადებითი მხოლოდ ისაა, რომ ბევრ რამეს სწავლობ პირველი სიყვარულით, არ არის აუცილებელი პირველი სიყვარული ერქვას პირველ ურთიერთობას, პირველი სიყვარული ქვია სწორედ იმას როდესაც პირველად გრძნობ ნამდვილ სიყვარულს და ვერაფრით იგდებ ამას თავიდან, ადამიანის შეყვარება უადვილესია მაგრამ გადაყვარება? ეს ყველაზე რთულია, ის ყველაზე დიდ ადგილს იკავებს შენს გულში, გონებასა და მთლიანად სხეულში, ის გამორჩეულია სხვებისაგან და გაქვს შეგრძნება, რომ შენია, მაგრამ შენ არ ხარ მისი, ადგილი რომელიც მას შენში უკავია, შენ ჯერ კიდევ არ დაგიკავებია მასში და ყველაფერს აკეთებ ამისთვის, ზუსტად ეს მოქმედებები იწვევს ტკივილს, დარდს ის არ იშლება შენი გონებიდან და არის სულ შენს წარმოსახვაში, ვერავინ ცვლის მას, ის მხოლოდ ერთია, თითქოს გარშემო ყველა გაქრა, სიყვარულით ყველაზე ბევრს ვსწავლობთ, იმიტომ რომ შეცდომებზე ვსწავლობთ, ზუსტად სიყვარულია ის რომელიც ყველაზე ბევრ შეცდომას გვაშვებინებს და ცალმხრივი სიყვარული უმეტესად კრახით მთავრდება. მეც შემემთხვა ეს მეც შემიყვარდა თანაც პირველად, მისი დანახვისას მე ჩემს თავს ვკარგავდი, საკუთარ თავს არ ვგავდი, სხვას ვემსგავსებოდი, ნელ-ნელა ვხვდებოდი როგორ გარდავისახებოდი სხვა ადამიანად მის სიყვარულში და ისიც ისე იქცეოდა, რომ უფრო და უფრო მეტად მაყვარებდა თავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვქონია კონტაქტი როდესაც მხედავდა ყოველთვის იღიმოდა ეს კი მე აღმავსებდა, არ დავმალავ და ბედნიერსაც კი მხდიდა მას ყოველდღე ვხედავდი და ყოველთვის იმაზე ბევრად უკეთესი იყო ვიდრე ჩანდა, დადგა ის დღეც როდესაც მე ის გავიცანი... სრულიად მოულოდნელად მოგვიწია საუბარმა უბრალოდ გადავეყარეთ ერთმანეთს ძალიან ახლოდან და საუბარი დავიწყეთ, არასდროს დაველაპარაკებოდი მას ყველაფერი თვითონ რომ არ წამოეწყო, თბილად მელაპარაკებოდა საყვარლად შემეხო ხელზე, არ ვიცი ასეთი კარგი რატომ იყო მასთან საუბარი? ეს დიდხანს არ გაგრძელებულა რადგან შესვენების ზარი დაირეკა და ამან ჩვენი კონტაქტი გააჩერა, მეგონა ყველაფერი კარგი ახლა იწყებოდა მაგრამ თურმე პირიქით ყოფილა, ყველაფერი კარგი კი არა ცუდი დაწყებულა, ის აღარ იყო თბილი ჩემს მიმართ, არ მესალმებოდა უბრალოდ ყოველთვის როცა ვხვდებოდი მზერა, თანაც ძალიან უცნაური მზერა გადმოქონდა ჩემზე და მანამ სანამ თვალს არ მოვეფარებოდი ყურებას არ წყვეტდა, ბედნიერება მალევე შეიცვალა და სრულიად საპირისპირო გახდა განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ადგილი რომლის დაკავებასაც დიდი ხანი ვცდილობდი სხვამ დაიკავა, შევეცადე ამისთვის არც ისე უარყოფითად მიმეღო და გამხარებოდა მისი ბედნიერება რადგან ვხედავდი როგორი ბედნიერი იყო მის გვერძე, მხოლოდ ერთი კითხვა არ მასვენებდა, რატომ იყო მისი მზერა ასეთი უცნაური? და ეს უცნაური მზერა რატომ გადადიოდა თანდათან ცინიკურში, შემდეგ კი ცინიკურ ღიმილში. ის თითქოს მაგრძნობინებდა იცოდა რაღაც, რაღაც რაც მე მეხებოდა, საუბრიდან 1 კვირის გასვლის შემდეგ სხვა გოგო დაიცვა ჩემს წინ, ჩემგან დაიცვა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ, მან ისევ დაიწყო ჩემთან ლაპარაკი და ახლა უკვე უხეშად იმეორებდა იმას რაც წინაზე, თითქოს თავიდან გამიცნო თავიდან გაამეორა ყველაფერი მაგრამ ისე რომ ჩემთვის გული ეტკინა, უხეშად და ცინიკურად ვერაფერს ვხვდებოდი თუ ასე სპეციალურად იქცეოდა რადგან მე მის მიმართ გრძნობები გამაჩნდა საიდან უნდა სცოდნოდა მას ჩემი გრძნობების შესახებ როდესაც ჩემს გარდა ამის შესახებ აბსოლუტურად არავინ იცოდა? მოთმინების უნარი აღარ გამაჩნდა და მასთან კიდევ ერთხელ გულრწრფელი და პირდაპირი საუბარი გადავწყვიტე, მაგრამ ტელეფონით არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე, ცივი და უხეში პასუხი მივიღე გამართლდა ის, რომ მან ჩემი სიყვარულის შესახებ იცოდა, მაგრამ საიდან ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღემდე ვერ შევძელი, მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მე მასზე სულ მცირედით ვიყავი უმცროსი არ დავასახელებ ასაკის სხვაობას. ვერ ვიჯერებდი რომ ეს ადამიანი ერთ დროს საოცრად თბილი იყო ახლა კი... საუბარი ისევ გაგრძელდა, ეს ზაფხულში ხდებოდა არდადეგებზე. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ყოველი ლაპარაკისას ის სხვადასხვანაირი იყო ხანდახან საერთოდ არ იყო უხეში პირიქით ძალიან თბილი იყო და ძალიან ადვილად მაჯერებდა რომ ყველაფრის მიუხედავად შეგვეძლო მეგობრობა, ხანდახან კი საშინლად უხეშად მესაუბრებოდა, ბოლო საუბარი უხეშად დამთავრდა და მას მერე კონტაქტი აღარც გვქონია, რასაც ამდენი ხნის მანძილზე მაჯერებდა ამის საპირისპიროს მეუბნებოდა, მივხვდი ამდენი ხანი მატყუებდა, მაგრამ რატომ, რატომ უნდოდა ჩემთვის გული ასე ეტკინა? და ყველაზე საშინელება იყო ის, რომ ამ ყველაფრის შემდეგ საშინლად ვიყავი მასზე გაბრაზებული, მაგრამ მისი გადაყვარება არ შემეძლო. სკოლამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი, მაწუხებდა აზრები თუ როგორ შემხვდებოდა მე ის, თურმე ბევრი ტყუილად ვიფიქრე ჩვენი შეხვედრა ისეთი იყო თითქოს ერთმანეთისთვის სრულიად უცხოები ვიყავით, არანაირი მისალმება, არანაირი უხეშობა და არც სითბო, ცინიკურიც არაფერი ყოფილა თითქოს ყველაფერი იყო ისე როგორც 1 წლის წინ როდესაც ერთმანეთის შესახებ არაფერი ვიცოდით... მაგრამ მე მაინც მიყვარდა. გავიდა რამდენიმე კვირა ისე როგორც პირველი შეხვედრა და ერთხელ მოულოდნელად ვიღაცამ მისკენ მიმატრიალა და როდესაც დავინახე ვინ იყო შევცბი, საშინლად გამწარებული მიყურებდა თითქოს უდიდესი შეცდომა დამეშვა მასთან მაგრამ რა? მან მითხრა რომ აღარასდროს მელაპარაკა მასზე სხვებთან ეს იყო ყველაზე საშინელება რაც ოდესმე უთქვამს ჩემთვის, ვერ მივხვდი რა იგულისხმა მე მასზე არასდროს მილაპარაკია, არც ერთ მეგობართან, არავისთან აბსოლუტურად არავისთან გარდა იმისა რომ ამის შესახებ მას ველაპარაკებოდი ხოლმე. ის თითქმის არასდროს ბრაზდება, როცა მან ლაპარაკი დაამთავრა მე გავიღიმე და თითქოს არაფერი მომხდარა ისე შევედი კლასში, სინამდვილეში კი ამ დროს მქონდა შეგრძნება, რომ ჩემმა გულმა ფეთქვა შეწყვიტა ცრემლები რომლებიც თვალებზე მომდგომოდა ძლივს შემეკავებინა და ყველას დასანახად ვიღიმოდი ვითომ ძალიან კარგი რაღაც მითხრა და არანაირი შეურაცყოფა არ მოუყენებია ჩემთვის, მაგრამ ეს ასე არ იყო ზარი როდესაც დაირეკა და მთელი დერეფანი კლასებში შევიდა სწრაფად გამოვიქეცი კლასიდან საპირფარეშოში შევარდი და ტირილი ვეღარ შევიკავე, ყველა სიტყვას ვნანობდი რაც ოდესმე მითქვამს მისთვის და განსაკუთრებით სიტყვა „მიყვარხარ“-ს რადგან ყოველთვის ვიცოდი ეს ხმამაღლა არავისთან უნდა მეღიარებინა არც მასთან, ვნანობდი იმას რაც მე თვითონ წამოვიწყე და ჩემი თავი მეზიზღებოდა რადგან ბევრი რამ დავკარგე ამ სიყვარულში სარკეში ვიხედებოდი და არ ვიცოდი სარკის მიღმა ვინ იდგა, ნუთუ ეს მე ვიყავი? საკუთარ თავს ვერ ვცნობდი რა საშინელი გრძნობა იყო ეს ასაღწერადაც კი ურთულესია, ყველაფერი მტკიოდა ისე როგორც არასდროს, მინდოდა მეყვირა, მინდოდა საკუთარი თავისთვის სილა გამეწნა რადგან ის მეუბნებოდა, რომ მე სიყვარული არ შემეძლო მას კი შეეძლო, მაჯერებდა, რომ მე არანაირი გრძნობა არ შემეძლო მქონოდა და ახლა ვხვდები მის სიტყვებს ის ხომ გულისხმობდა იმას, რომ უსუსური, სუსტი არსება ვიყავი და არაფერს ვნიშნავდი მისთვის...
ამდენის მოთმენა უბრალოდ სისულელე იქნებოდა ხოდა ვუთხარი ის რისგანაც მინდოდა დავცლილიყავი, მივწერე ის რისი თქმაც მინდოდა და ვერ ვამბობდი, არ ვიცი რა მოხდა ამაზე არაფერი მიპასუხა, მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა, მისი მზერა ჩემს მიმართ ახლა სულ სხვანაირია, თითქოს კიდევ უნდა რაღაც მითხრას და ვერ ამბობს ამას, მაგრამ ვერასდროს დავრწმუნდები იმაში არის ეს ასე თუ არა რადგან ის ჩემთვის აღარ არსებობს, ვერ ვიტყვი იმას, რომ მე მისი დავიწყება ასე მარტივად შევძელი მე ჯერ კიდევ ვცდილობ ამას, თუმცა ახლა ზიზღი მეტია მის მიმართ ვიდრე სიყვარული, ახლა სიძულვილი ფარავს სიყვარულს და მაქვს გრძნობა, რომ თითქოს იშლება, ქრება ის ჩემი გონებიდან, ქრება მაგრამ ტოვებს მოგონებებს რომლებსაც ვერასდროს დავივიწყებ... მაქვს შეგრძნება თითქოს, მისი სახე რომელიც არასდროს ქრებოდა ჩემი წარმოსახვიდან, თანდათან უფერულდება და იბურება, იშლება და ვიცი შევძლებ იმასაც, აღარანაირი კვალი დარჩეს მისი ჩემს გონებაში. ერთადერთი ის არის, რომ მოგონებებს ვერ ამოვშლი, მე ეს მოგონებები მჭირდება იმისთვის, რომ აღარ დავუშვა შეცდომები, ყველაზე მნიშვნელოვან გრძნობაში რომელსაც სიყვარული ეწოდება...

სიყვარულს ვერავინ გასწავლის ვერასდროს, ვერც იმას გეტყვის ვერავინ რომ სიყვარულისთვის პატარა ან დიდი ხარ რადგან სიყვარული ჩნდება მოულოდნელად, ეს არ იცი როდის ხდება და მითია ის რომ ადამიანს მხოლოდ ერთხელ უყვარდება!!!


ავტორის P.O.V
მინდა გითხრათ რომ რეალურად ეს ისტორია არ არის ჩემზე, ეს არ შემემთხვა მე და ეს არის უბრალოდ წარმოსახვა, მაგრამ ვფიქრობ ყველაზე ახლოს უნდა იყოს რეალობასთან, იმაზე ბევრად ახლოს ვიდრე ნებისმიერი ორმხრივ სიყვარულზე შეთხზული ჩემი მოთხრობა, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი და ძალიან გთხოვთ დააკომენტაროთ და კიდევ, გავაგრძელო ჩანაწერების ატვირთვა?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent