შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იისფერი სიყვარული


11-12-2018, 04:57
ავტორი იზა
ნანახია 2 882

-თქვენ თქვით, რომ ცხოვრება ღირდა იისფერი სიყვარულისთვის, შეგიძლიათ იისფერ სიყვარულზე გვიამბოთ?
(გაიღიმა) ასაკის მიუხედავად მშვიდად დაიწყო ისტორიის მოყოლა, ჩემოდანი აიღო, ყოველგვარი ადამიანური განცდების გარეშე, მას არ სჭირდებოდა სიმშვიდე ის საკმარისზე მეტად მშვიდი იყო, არც ნუგეში, ცხვირსახოციც კი არ დასჭირვებია ცრემლის შესაშრობად, მხოლო და მხოლოდ ღიმილი ჩადო ახლებურ ჩემოდანში, აწმყოს მოსწყდა, ხელი ჩამჭიდა და ღიმილით მანიშნა, რომ მზად იყო ჩემთან ერთად ემოგზაურა წარსულში!

მე შენ ყველაფერზე მეტად მიყვარხარ!
ჩავხედე თვალებში: მისი ულამაზესი მწვანე თვალები უფრო დიდ ძალას სძენდა მის ნათქვამ სიტყვებს, თითქოს მისი თვალები მეჩურჩულებოდა: დაუჯერე მას, მიენდე მას, ის არ გიღალატებს, არ მიგატოვებს.
კარგად დამაკვირდი და დაინახავ ჩემში იმ გულწრფელობას, რომელიც ჯერ არცერთი ადამიანის თვალებში არ დაგინახავს, მე ვტკბები შენით, შენ დგახარ ყველაფრის უკან და ყველაფრის წინაც, მე შენთვის ბევრჯერ მიტირია, ეს მე ვარ უბრალოდ დამაკვირდი და მიხვდები, რომ მართლაც ყველაფერზე მეტად მიყვარხარ!
ალბათ დაუსრულებლად ვუმზერდი მის დიდრონ თვალებს, რომ არა თვალის დახამხამება და ბავშური სიჯიუტე. თითქოს სადღაც მიმალული მე მეუბნებოდა, გაიხსენე ეს სიტყვები ნუთუ არ გეცნობა? განა იფიქრებდი როდესაც ეს სიტყვები პირველად მოისმინე შენი მისამართით სხვა ადამიანიც იგივეს გაიმეორებდა, ეს სიტყვები შენთვის კარგად ნაცნობია, არ ენდო მას! შემდეგ ეჭვიანობამ დამიმონა. გავიფიქრე ალბათ რამდენი გოგოსთვის აქვს იგივე სიტყვები ნათქვამი, გამეცინა ირონიულად, მივტრიალდი და ქედმაღლურად ვკითხე
-მართლა გიყვარვარ? შენ ამბობ, რომ გიყვარვარ ყველაფერზე მეტად, მაინც რომელ ფერზე მეტად გიყვარვარ?
ისე შევხედე, როგორც ადამიანები უყურებენ სხვებს როცა თავს ზე ამაღლებულ პიროვნებად მიიჩნევენ, აქამდე ეს მზერა ჩემთვის უცნობი იყო, არ მჩვეოდა მსგავსი მიდგომა ადამიანებისადმი, ვაღიარებ ცუდი როლი მოვირგე რაც გაბრაზების ნიადაგზე იყო გამოწვეული, არ ვიკმარე ეს ჩემი ქედმაღლური მზერა და ისე დავტრიალდი როგორც გაშეშებული ბალერინას ,,სტატუეტკა,, ტრიალებდა ბავშობაში ჩემს წარმოსახვაში. დაუსრულებლად ვიმეორებდი,
-ვუყვარვარ, ვუყვარვარ ყველაფერზე მეტად, ცაში ავიხედე, საოცრად ლამაზი იყო, შემდეგ ვარსკლავებს დაჟინებით ვკითხე თქვენ ხომ არ იცით რომელ ფერზე მეტად ვუყვარვარ?
- ნახე, არც მათ იციან და იქნებ შენ მითხრა რომელ ფერზე მეტად გიყვარვარ?
ნელი ნაბიჯით წამოვედი, გულის სიღრმეში ვფიქრობდი, რომ ბევრი მომივიდა, არა არ იფიქროთ სიტყვებს ვგულისხმობდე, სასმელს უდაოდ. მეგონა კითხვაზე თუ რომელ ფერზე მეტად ვუყვარდი პასუხს არ მივიღებდი, მიღების შემთხვევაში კი მისი ბანალურობით გავვოცდებოდი. მახოსვს შემეშინდა, ძალიან შემეშინდა. შემეშინდა რომ არ გავეშვი, თუმცა არა ის ჩემსკენ წამოვიდა და ისევ (არა მისი მწვანე თვალები ნამდვილად კარგი სვლა იყო ყოველ ჯერზე ჩემს გასაჩუმებლად) შემომანათა აღუწერელად ლამაზი თვალები, მითხრა:
-ასეთი არასდროს მინახავხარ, ცუდი გოგო, ბოროტი გოგო, თუმცა იცი ასეთიც რომ საყვარელი ხარ, და მაინც ყველაფერზე მეტად მიყვარხარ!
-მართლა? (გამეცინა) მაინც რომელ ფერზე მეტად გიყვარვარ?
(კმაყოფილი სახით შევხედე)
-მიყვარხარ იმ წითელ ფერზე მეტად, რომელიც ძლიერ იზიდავს მამაკაცს ქალში. როცა გაცვია წითელი კაბა, მე არ მიზიდავს კაბა შენი, რადგან წითელი კაბა, არ ამშვენებს შენს სხეულს, შენი სხეული ამშვენებს მას. მიყვარხარ იმ წითელ ტუჩსაცხზე მეტად, რომელიც შენს ტუჩს უფრო სექსუალურს ხდის, იმ წითელ ლოყებზე მეტად მიყვარხარ, რომელიც სიმორცხვის დროს უფრო გალამაზებს, იმ წითელ მარჯანზე მეტად მიყვარხარ შენს ყელს რომ ამშვენებს, იმ წითელ ღვინოზე მეტადაც მიყვარხარ რომლის დალევის სურვილიც ეხლა გამიჩნდა.
დიახ მე შენ ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. მიყვარხარ ნარინჯისფერზე მეტად, იცი სინამდვილეში საერთოდაც არ მიყვარდა, (გაიღიმა) თუმცა შენ ეს ფერი ხომ ძალიან გიხდება, ხშირად იცვამ ნარინჯისფერ კოსტიუმს, ამიტომაც მე შენ ნარინჯისფერზე მეტად კი არ მიყვარხარ, ის შევიყვარე იმიტომ რომ შენ გიყვარს.
მიყვარხარ ყვითელ ფერზე მეტად. იმ ყვითელ მაისურზე მეტად მიყვარხარ რომელიც მთელი ბავშობა მეცვა და რომლის დანახვისას ჩემი უდარდელი ბავშობა მახსენდება. შენი აზრით ფოროხალი ყვითელია? (მკითხა ღიმილით) არ მიპასუხია მან კი განაგძო, ხოდა ფორთოხალზე მეტად მიყვარხარ.
მიყვარხარ მწვანე ფერზე მეტად, ყველა მწვანე მცენარეზე მეტად მიყვარხარ, თუ სხვები მათი მეშვეობით სუნთქავენ ჩემთვის შენ ხარ ჟანგბადის წყარო მე შენით ვსუნთქავ და ვერცერთი მწვანე მცენარე ვერ მიშველის მაშინ თუ შენ არ იქნები ჩემს გერდით. იცი აქამდე მეგონა მწვანეთვალება გოგოები ყველაზე ლამაზები იყვნენ თუმცა ვერცერთი მწვანეთვალება გოგო ვერ შეედრება შენს სილამაზეს, შენი თვალები საოცარია, შენი გამოხედვა იმ წითელ ღვინოზე მეტად მათრობს რომლის დალევის სურვილიც წეღან გამიჩნდა.
მე შენ მიყვარხარ! ცისფერ ცაზე, ლურჯ ზღვაზე მეტად
მიყვარხარ, მიყვარხარ ჩემს საყვარელ იისფერზე მეტად. მოდი ჩევენს სიყვარულს იისფერი სიყვარული დავარქვათ (გაიღიმა)
ხომ გქონიათ შეგძნება სიზმარში გაქცევა გინდა და ვერ გარბიხარ, საუბარი გინდა და ვერ ლაპარაკობ, სწორედ იგივე განცდა დამეუფლა ჩვეულებრივ უმოქმედო გავხდი, გავიფიქრე რა ბედნიერება როცა შენთვის სასურველს ყველაფერზე მეტად უყვარხარ. ვუყურებდი და თავს ბედნიერად ვგრძნობდი. მომწონდა ისფერი სიყვარულის იდეა მაგრამ...........................
-რამის თქმა გინდა? (მკითხა მან)
-მე?
-ხო შენ (გაიღიმა) საოცარი ღიმილი ჰქონდა ლოყა ,,ეჩმიტებოდა ,,
-რატომ მე?
მან კი მიპასუხა
- იმიტომ, რომ შენში არასდროს ვეძებ სხვას, სხვებში კი ყოველთვის გეძებ შენ.
ეს ის სიტყვები იყო, რომლის შემდეგ მე ვიცოდი რომ მისი სიყვარულის უსიტყვოდაც დავიჯერებდი, რაგან მეც იგივეს ვგრძნობდი მის მიმართ. მე ყველაში მას ვეძებდი მასში კი არავის!
აი ასე დაიწყო ჩვენი იისფერი სიყვარულის ისტორია
-და როგორ გაგძელდა ის?
-იცით სამოცი წლის განმავლობაში ყოველ ღამე მეღვიძებოდა, მძინარეს ვუყურებდი და ვფიქრობდი, რით დავიმსახურე ამხელა ბედნიერება. და იცით მე ვფიქრობ რომ ყველაზე იღბლიანი ქალი ვარ, იმიტომ რომ მან მე ამირჩია, მე კი ის.

-----ჩვენი იისფერი სიყვარული (გაიღიმა)

ი.ჭანუყვაძე



№1 სტუმარი სტუმარი tea

ჩემი ჭკვიანი და ნიჭიერი ❤❤❤❤

 


№2  offline წევრი izabella

ძალიან ლამაზი ჩანახატია, ღმერთმა სიყვარული არ მოგაკლოთ❤❤❤

 


№3  offline წევრი იზა

სტუმარი tea
ჩემი ჭკვიანი და ნიჭიერი ❤❤❤❤

kissing_heart <3

izabella
ძალიან ლამაზი ჩანახატია, ღმერთმა სიყვარული არ მოგაკლოთ❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა გაიხართ heart_eyes ასევე ღმერთმა სიყვარულით და სიხარულით სავსე ცხოვრების გზაზე გატაროთ ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent