შავი ჩარჩო
შავი ჩარჩო დღეს უკვე მერამდენედ დავფიქრდი ერთსა და იმავე საკითხზე, თუმცა პასუხი არსად ჩანს . გონებაში დალექილი კითხვის ნიშნები ისე ხმაურიანად აკაკუნებენ, რომ მინდა გავიქცე და დავემალო თითოეულ კითხვისა თუ ძახილის ნიშანს. არეულობაა გარშემო და აბლაბუდა იბმევა. თუ ერთხელ ამ სქელ ძაფში გაები, ვეღარ დააღწევ მას თავს. ისე, გყვარებიათ ადამიანი, რომელსაც არც კი იცნობთ?! თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე კი მყვარებია. ზოგადად, განსაკუთრებული ნიჭი გამაჩნია: შემიძლია მიყვარდეს სრულიად უცხო ისე, როგორც ,,არასდროს არვის არ ჰყვარებია არვინ!". თუმცა, მეგობრებო, არ იფიქროთ, რომ ეს გრძნობა ტიპიურად ბანალური შემთხვევაა ,რომელიც წამიერი აღტაცების გამოვლინებაა და ექვემდებარება ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა დრო და სივრცე. თითოეული შეგრძნება ჩემსავით არაორდინალურია. არ ჰგავს ეკრანიდან მომზირალი ლამაზი წყვილის თვალების ციმციმს. ამავდროულად, ჩემებური ელფერი აქვს, ზუსტად ისეთი, დავიწყება რომ შეუძლებელია. გრძნობების ფეირვერკის მიუხედავდ,ასეთ სიტუაციებში ყოველთვის არსებობს ,,მაგრამ",რომელიც, ერთი შეხედვით, არც თუ ისე მნიშვნელოვანია,თუმცა სულ ბოლოს ზუსტად ის სვამს დიდ და შავ წერტილს. ჩემს შემთხვევაში, ,,მაგრამის“ როლს სქელი და ამავდროულად ყველაზე შავი ჩარჩო ასრულებს ,რომელიც ადამიანთა გრძნობებს კლავს ,ან საერთოდ ცოცხლად მარხავს მათ. ის ძალიან დიდი, დაუმსხვრეველი სტრუქტურაა. ეს ბნელეთის მოციქული გავიწროებს და არ გაძლევს საშუალებას მიაღწიო ფინიშის ხაზს, სადაც გელოდება ის თბილი ჩახუტება ,რომელსაც დიდხანს ელოდი. ხშირად მინახავს სიზმარში, რომ მე და შენ ვდგებით და ვამსხვრევთ ბრბოს მიერ შექმნილ სტერეოტიპებს. დაუღალავად ვიბრძვით ჩვენი პრინციპებისთვის და თავს ვაღწევთ ბინძურ ჩარჩოებს,რომლებსაც ჩვენს ჩათრევასთან ერთად უნდა ,შავად შეგვღებოს. ისე გარდაგვქმნას, რომ ვეღარასდროს ვიცნოთ ერთმანეთი,ბოლოს კი უერთმანეთოდ ამოგვხადოს სული . მაგრამ მე ვხედავ, რომ არ ვნებდებით, ხელს მჭიდროდ ვკიდებთ ერთმანეთს და ბოლო ხმაზე ვუყვირით წყეულ, კაციჭამია სიშავეს, რომ ჩვენ ეს შევძელით , რომ გისოსებს თავი დავაღწიეთ და ვაპირებთ თითოეულ ჰიპოთეზას, რომელიც არ გვაძლევს ერთმანეთის შეხების უფლებას ,ძალიან მარტივად ვუჩვენოთ შუა თითი. გამოღვიძებული კი ვაანალიზებ, რომ მოცემული ენთუზიაზმით გაჟღენთილი სიგიჟე მხოლოდ მე მეკუთვნის და არავის სხვას . მხოლოდ მე შემიძლია გავაკეთო ის , რასაც შენ არასდროს იზამ. შენ კვლავაც სავარძელში ზიხარ და მშვიდად მიჰყვები დინებას , რომელიც ჩემამდე ვერ მოგიყვანს . მაგრამ იქნებ შენც ასე გირჩევნია, ვინ იცის?!... შესაძლოა,ეს ჩანახატი ვერასდროს წაიკითხო ,ჩემო ადრესატო . ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი ,გაგიჭირდეს საკუთარი თავის ამოცნობა და პრობლემა, რომელიც წინა პლანზე გადმოვიტანე, სხვას მიაწერო . ეს ხომ ხშირად გჩვევიათ ჩარჩოში ჩარჩენილ ადამიანებს. უბრალოდ ,მინდა იცოდე, რომ მე გელოდები და მზად ვარ შენთან ერთად დავამსხვრიო აქსიომების მძლავრი კონსტრუქცია. მსურს, შენთან ერთად გავთელო ყველა მოსაზრება, ბოლოს კი ხელი ჩაგკიდო და ამაყად გავიარო ნაცნობი ქუჩების მრავლად დატკეპნილ გზებზე, ჩემი კაკუნა ქუსლების ხმაურით ავიკლო მთელი ქალაქი და გავაგებინო ყველას, რომ მე ბედნიერი ვარ შენთან ერთად. ( არსებობს მრავალგვარი ამბავი: ზოგს ცხელი შოკოლადის სურნელი უდის , ზოგსაც ფრანგული სუნამოსი. ჩვენი ამბავი კი, რომელიც ჯერ არ შექმნილა, წითელი ღვინოსავით მათრობელა და რომანტიულია) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.