შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეკემბრის სუსხიანი მოსასხამი


31-12-2018, 14:49
ავტორი მარ გო
ნანახია 1 224

დეკემბრის ბოლო დღეების სიცივე მჭიდროდ მოვიხვიე დასუსტებულ მხრებზე და გაყინული ხელებით ძლიერად გამოვიხურე ცივი სახლის ჩამომხმარი კარი.
არც ერთი ფოთოლი აღარ შერჩენოდა ხეებს და მათ მაგივრად ბლანტ სიმარტოვეს შეეფუთა გაზაფხულზე გაგიჟებით აყვავებული,სურნელოვანი ხეები...სიცივემ გამათბო და კიდევ ერთხელ მვხვდი-არ ვეკუთვნოდი აქაურობას,ჩემი ფიქრები ისევ უსასრულობისკენ გაიქცა ნელი,ზანტი ნაბიჯებით და მტვრიანი კორიანტელი დააყენა გონებაში...
არც ერთი ფრინველი აღარ ჩანს ცაში და არც ერთი ადამიანი ქუჩაში,ყველა ნაადრევად შეყუჟულიყო თბილ სახლში ცივი გულებით და არაამქვეყნიურად მოელოდა ახალ ნათებას,თითქოს ახალ წელს უნდა მოეტანა მათი გულებისთვის სითბო,თუმცა,ხომ ვიცი,მხოლოდ რამდენიმე საათით.
წელს პირველად არ მოვრთე სახლი და ფერადი,ბრჭყვიალა განათებები საიმედოდ გადავმალე გონების ბნელ კუნჭულში,რომ არავინ აფათუროს ხელები და შემთხვევით არ გამომიმზეურონ არასასურველი ფიქრები.
ისევ მივუყვები ჩაბნელებულ ქუჩას,ვათვალიერებ განათებულ სახლებს და მოულოდნელად ვიგრძენი,როგორ შემოიპარა ჩემში წვეთი სითბო,მხრებიდან სიცივე დამვარდნია და უკან მიბრუნებულმა ვერსად ვიპოვნე!
სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა და ინსტიქტურად მივყევი სითბოს კვალს,თოვლიან ბილიკს მიუყვებოდა მისი ყვითელი,თბილი ნაფეხურები.
შორიდან შევამჩნიე ხის ფიცრული,ვიღაცას დამსხვრეული ფანჯარა დარჩენოდა ღია და სითბოს ანიავებდა,თითქოს მობეზრებოდა და უნდოდა სულ გამოედევნა მისგან.
ცოტახანში კარი გააღო და რამდენიმე ნივთი ისროლა დაუდევრად,სახლი ნათდებოდა და ბნელდებოდა,ცივი და თბილი ფერები სწრაფად ენაცვლებოდა ერთმანეთს.
ინტერესით მივუახლოვდი კარს და დავინახე სუსტი სხეული ეგდო იატაკზე,ხელებზე ვენები დაბერვოდა ლურჯად,მხრებზე სიცივე მოეხვია და საგულდაგულოდ ჩაეტანა კანში.
მივხვდი...
ეს ჩემი სიცივე იყო,რატომ მომპარა?არავის შეუძლია სხვისი სიცივის მოპარვა,ის მისი არ იყო!
მივედი და უხეშად მოვხსენი მხრებიდან და მე მოვიხვიე,საოცარია!
გამთბარიყო,ახლა ბლომად სითბო მედო მხრებზე და თავისით მეკვროდა.მთელი სხეული მოიცვა მისმა ტალღამ და გონება დაუკითხავად ამირია.
მიმოვიხედე,გოგონა აღარსად ჩანდა,გამქრალიყო და იატაკზე ლამაზი კვალი დაეტოვებინა,ცივი იყო ის ადგილი,სადაც წუთის წინ უგონოდ იწვა...
სახლიც გაციებულიყო.
სწრაფად გავუყევი გზას სახლამდე და ჭიშკართან შევჩერდი,თვალი მომჭრა ფანჯრებიდან გამომავალმა სინათლემ,ჩემი სახლი გამთბარიყო!ისე,ანათებდა,როგორც იმ გოგონას სახლი...ისეთივე თბილი იყო,როგორც ჩემი სხეული!
ვინ იყო ის ადამიანი,რომელმაც სამუდამო კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში?
მან ჩემი წილი სიცივე მიიკასუთრა და სამუდამოდ გაქრა მასთან ერთად,სანაცვლოდ კი ზამთრის სამყოფი სითბო დამიტოვა,მთელი თავისი სიკაშკაშით!




ბედნიერი ახალი წელი მეგობრებო heart_eyes
ჯადოსნური და ფერადი წელი ყოფილიყოს ყველასთვის heart_eyes heart_eyes heart_eyes
იმედია მოგეწონათ ეს პატარა სიყვარულიკი(ჩემთვის) laughing




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent