მძიმე წიგნია ცხოვრება ჩვენი..
არა, მარკესს არ ვბაძავ არანაირად, მაგიური ვერა მაგრამ მწარე რეალობა კია ის რაზეც ვაპირებ ვილაპარაკო. იმ დღეს ჩემი ერთი ლექტორი გვიყვებოდა ერთ-ერთი თეორიის მიხედვით ადამიანის ერთ ტიპზე. ასეთი ადამიანები თურმე ბლა ბლა ბლა…. ”სოულმეითს” ერთს კი არა ბევრს შევხვდი მაგრამ მაინც მარტო ვარ… იმ დღეს ჩემი ერთი ლექტორი გვიყვებოდა ერთ-ერთი თეორიის მიხედვით ადამიანის ერთ ტიპზე. ასეთი ადამიანები თურმე ბლა ბლა ბლა…. მრავალ მიზეზთა გამო ცხოვრების 3 სტილიდან ერთს ირჩევენ. ან თავად უნდა იბატონონ გარშემომყოფებზე (სადისტობამდეც კი შეიძლება მივიდნენ) ან გახდნენ სხვისი მოლაქუცე, მუდმივად სხვაზე დამოკიდებული. ჩემთვის ორივე შემთხვევაში ადამიანი არარაობას წარმოადგენს. და არის მესამე ვარიანტი: იყვნენ მთელი ცხოვრება შუაში გაჩხერილი, მარტო! ”ბევრი წყალი ჩაივლის, ტკივილს მწუხარება ჩაენაცვლება, მწუხარებას- დუმილი, დულიმს მარტოობა- ბნელი ოკეანესავით უძირო და უნაპირო…….” მიუხედავდ იმისა რო ასეთი ტიპის ადამიანთა კრიტერიუმებს გადასარევად ვაკმაყოფილებ მაინც ოპტიმისტურად განვაგრძობ ცხოვრებას :დ არც სადისტობას ვაპირებ და არც ვინმესთან ლაქუცს. მე თუ მკითხავ ზოგიერთი ადამიანი მართლაც იმისთვის იბადება რომ მარტო იყოს. მარტო უნდა იყოს რადგან სხვანაირად არ შეუძლია, ბედნიერი მაინც ვერ იქნება. არაერთხელ მიგრძვნია ეს… ზუსტად იმ მომენტებში როცა ყველაზე ბედნიერი უნდა ვიყო სევდა მეუფლება და სინდისის უცნაურ ქენჯნას ვგრძნობ. აღფრთოვანებული ვიყავი როცა რამდენიმე დღის წინ დაახლოებით იმავე მოსაზრებას წავაწყდი ”პილატეს სახარებაში.” საოცარი მწერალია შმიტი და ამ წიგნშიც კარგად ჩანს რა საინტერესოდ აქვს დანახული მას სხვადასხვა მხარეთა პოზიციები. ამ მოსაზრებას რაც შეეგება, იგი ქრისტეს პროტოტიპი პერსონაჟის იეშუას პირით ამბობს: ”… იმ საღამოს სიყვარულის ეიფორიით შეპყრობილებს და ერთ არსებად ქცეულებს საერთოდ დაგვავიწყდა, რომ არსებობს სიღარიბე და სიდუხჭირე. მივხვდი, რამდენად ღრმად ეგოისტურია ბედნიერება. ბედნიერება გაიძულებს, გამოცალკევდე და განერიდო სამყაროს, ჩაიკეტო დახურულ კარს მიღმა, ჩამოაფარო ფარდები, დაივიწყო სხვები, გადაულახავი გალავანი შემოარტყა საკუთრ ადგილსამყოფელს. სიყვარულით შეპყრობილი სამყაროს განსხვავებულად აღიქვამ, არა ისეთად, როგორიც სინამდვილეშია. იმ საღამოს ბედნიერება აუტანელი და გაუსაძლისი მეჩვენა. ბედნიერებას მე სიყვარული ვამჯობინე, მაგრამ არა ის სიყვარული, რებეკას მიმართ რომ განვიცდიდი, არამედ სიყვარული განსაკუთრებული და გამორჩეული, უზენაესი სიყვარული, ყველაფერზე მაღლა რომ დგას. უკვე აღარ მიზიდავდა ვინმე ერთის სიყვარული, საყოველთაო სიყვარული მხიბლავდა უფრო. მე უნდა დამეზოგა სიყვარული გაუბედურებული ბავშვებისთვის, იმათთვისაც ვინც ვერ იყვნენ ისეთი მშვენიერი, ლამაზი და საინტერესო, სხვისი ყურადღება და გულისხმიერება ბუნებრივად რომ მიეზიდათ. სიყვარული უნდა დამეზოგა იმ ადამიანებისთვისაც, სიყვარული საერთოდ რომ არ ღირსებიათ. მე არ ვიყავი ბედნიერებისთვის შექმნილი.” მე ნამდვილად არ ვიცი რისთვის უნდა დავზოგო სიყვარული. ეს მოსაზრება ხომ ერთი შეხედვით საკმაოდ მხიბლავს, მაგრამ მეორეს მხრივ, ყოველთვის მიმაჩნდა რომ სხვების დახმარებას, სიკეთის კეთებას აზრი არ აქვს თუ შენ ამით არ ხარ ბედნიერი. ვითომ რატომ არ შეიძლება ერთდროულად იყო ბედნიერიც და არა გალავანშეორტყმული, გიყვარდეს ერთი ადამიანი უზომოდ და გიყვარდეს მთელი სამყაროც? ეს ალბათ ახალი გამოწვევაა. გადავშლი ახალ-ახალ წიგნებს, ახალ-ახალ ადამიანებს, ვეცდები ყველა სხვაგვარად წავიკითხო… ”… მძიმე წიგნია ცხოვრება ჩვენი.. თავზარდამცემი ნაწერით და მუქი ფურცლებით.. მაგრამ ჩასცქერე სიტყვასა და სიტყვას შორის, იმას, რაც არ ჩანს, მაგრამ წერია, უხილავად წერია იქ გულის თვალისთვის. დამიახსოვრე: სხვაგვარადაც შეიძლება წიგნის წაკითხვა…”
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.