შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ?


15-01-2019, 02:41
ავტორი GeusMM
ნანახია 1 089

2009 წლის 13 დეკემბერი.
ფანჯრიდან ვიყურები და ვერაფერს ვხედავ. ჩვეულებრივი დღეა, მზისგან მივიწყებული, დეკემბრის ცივი და სუსხიანი დღე, რომელიც ჩუმად, ჩემს უკითხავად სულში მიძვრება და რაღაცის თქმას ცდილობს. ფიქრებში გადართულმა ზარის ხმა ძლივს გავიგე, გარეთ გავედი, მეგონა კარს იქით შენ იქნებოდი, თუმცა შენს მაგივრად პატარა ბიჭუნა დამხვდა, ლამაზი სევდიანი თვალებით, მშვიდი ღიმილითა და ნაზი ხმით.
- გამარჯობა. კონვერტი დამიტოვეს და მითხრეს, რომ ერთი კვირის შემდეგ ამ მისამართზე უნდა მომეტანა.
ღიმილით მეუბნება და ამავდროულად ხელს მიწვდის. კონვერტი გამოვართვი, მადლობა გადავუხადე და სახლში შემოვედი. უეცრად ჩემში შიშმა დაისადგურა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. კონვერტი ფრთხილად გავხსენი და შენი წერილი დამხვდა.
„ მე წავედი... გადავწყვიტე რომ ორივესთვის ასე აჯობებს. გთხოვ, არ იტირო. მიუხედავად იმისა, რომ ვერ დაგინახავ, მაინც ვიგრძნობ შენს ცრემლებს და გული მეტკინება. ვიცი, რთული იქნება მაგრამ გთხოვ, დამივიწყე და იცხოვრე, იცხოვრე ყოველი წუთით. ყველა ოცნება აისრულე, იყავი ძლიერი და მიუხედავად დაბრკოლებებისა ყოველთვის თავაწეულმა იარე. ერთი რამ დაიმახსოვრე, „ სამყაროში ყოველთვის მზე და ცისარტყელა არ არის, ძალიან ბოროტი და ბინძური ადგილია. არც აინტერესებს რამდენად ძლიერი ხარ, მუხლებზე დაგაჩოქებს და აღარ აგაყენებს. არც მე და არც შენ, არავინ ურტყავს ისე ძლიერად, როგორც ცხოვრება...“ რამდენჯერაც არ უნდა წაიქცე ყოველთვის ფეხზე წამოდექი და იბრძოლე, იბრძოლე შენი თავისთვის და მათთვის ვისაც უყვარხარ. გწამდეს შენი თავის, არასდროს უღალატო შენს თავს, ოცნებებს და მიზნებს. იყავი ის ვინც ხარ და არ ეცადო სხვა ადამიანი გახდე. შეიყვარე ის ვისაც სიგიჟემდე ეყვარები ისეთი როგორიც ხარ. იყავი კეთილი და არასოდეს დაგეზაროს სიკეთის გაკეთება.
გახსოვდეს, რომ მე ყოველთვის ძალიან მეყვარები!“
სიყვარულით ნიკო.
სიცილი დავიწყე მეგონა რაღაც ხუმრობა იყო, მეგონა მატყუებდი. თავში უამრავი კითხვა მიტრიალებდა სად წავიდა? მიმატოვა?... აზრებს თავს ვერ ვუყრიდი, თავში ყველაფერი თავდაყირა იყო.
დავფიქრდი და მივხვდი... თურმე რამხელა მნიშვნელობა ჰქონია დაუფიქრებლად ნათქვამ სიტყვას ადამიანისთვის. თურმე როგორ შეუძლია შეცვალოს მთელი ჩვენი ცხოვრება ერთმა სიტყვამ. ყველა კითხვას პასუხი გაეცა. ეს ყველაფერი ჩემი სიტყების ბრალი იყო, რომელიც ნიკოს გაბრაზებულზე ვუთხარი.
- რა გავაკეთე?! ეს როგორ ვუთხარი?! როგორ დავუშვი ასე მეწყენინებინა მისთვის. შენ წახვედი მე კი მარტო დავრჩი ჩემს ფიქრებთან და შეცდომებთან. ვერც კი მოვასწარი მეთვა რომ ძალიან მიყვარხარ.

2010 წლის 6 მაისი.
გავიდა რამდენიმე თვე. საკუთარ თავს ვერ ვპატიობ საყვარელი ადამიანის დაკარგვას. სულ თვალწინ მიდგას ნიკოს ლამაზი შავი თვალები. ყველგან მას ვხედავ, გარეთ გავდივარ იმის იმედით, რომ სადმე გადავეყრები და ისევ ისე, მხიარულად, სიყვარულით სავსე თვალებით შემომხედავს.
ახლა რა ვქნა? როგორ მოვიქცე? მითხარი დამივიწყეო მაგრამ როგორ? მთელი ჩემი ცხოვრება შენ გიკავშირდება. ბავშვობიდან ერთად ვართ, ყოველ დანახვაზე უფრო და უფრო მიყვარდებოდი. მიყვარდებოდა შენი ხმა, თვალები, ხელები. როცა გეხებოდი ყველა და ყველაფერი მავიწყდებოდა და მხოლოდ მე და შენ ვრჩებოდით. როგორ გავიაზრო რომ ეს ყველაფერი დამთავრდა? მეუბები ძლიერი იყავიო, მაგრამ შენს გარეშე ეს როგორ შევძლო? შენ ჩემთვის საუკეთესო მეგობარი, ძმა, შეყვარებული, გული, მთელი ცხოვრება, ყველაფერი იყავი და ახლა ამ ყველაფრის გარეშე როგორ ვიცხოვრო?
არ ვიცოდი სიცოცხლე მის გარეშე როგორ გამეგრძელებინა მარგამ გავიდა დრო და მივხვდი, რომ როგორმე ფეხზე უნდა წამოვმდგარიყავი...

2018 წლის 11 ივლისი.
- ქალბატონო სარა, ყველაფერი გავაკეთე რაც დამავალეთ. საბუთები თქვენს მაგიდაზეა, ყავას ახლავე მოგართმევთ.
- კარგი ალექსანდრა. არ დაგავიწყდეს და ყველას უთხარი, რომ ზეგ ყველანი ერთად მივდივართ გასართობად. წლის წარმატებით დასრულება ავღნიშნოთ. კარგი ადგილი შეარჩიე, იცოდე გენდობი.
უცნაური გადასვლა იყო არა?
იმ ამბიდან 1 წლის შემდეგ ყველაფერი თავიდან დავიწყე. სწავლა გავაგრძელე და მეგობრებთან ერთად დიდი კომპანია გავხსენი. საყვარელი საქმის კეთება დავიწყე. მე ვზრუნავ ადამიანების ჩაცმულობაზე სხვადასხვა ქვეყნებში. ვქმნი სხვადასხვა სტილის ტანისამოსს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს. ვარ ცნობილი და გავლენიანი პიროვნება. მშობლებისთვის კარგი შვილი, მეგობრებისთვის კარგი მეგობარი, თანამშრომლებისთვის მკაცრი, მაგრამ ამავდროულად მხიარული უფროსი, ქვეყნისთვის ღირსეული მოქალაქე, მაგრამ ჩემი თავისთვის ისევ ისეთივე იდიოტი როგორიც ცხრა წლის წინ ვიყავი.
2018 წლის 13 ივლისი.
თანამშრომლებთან ერთად კორპორატიულ წვეულებაზე წავედი. ბევრ დალევას და მაგრად გართობას ვაპირებდი, სწორედ ამიტომ ვთხოვე ჩემს ასისტენტს შეისაფერისი ადგილის მოძებნა. რამდენიმე საათის მისულები ვიყავით როცა უკვე ძალიან მთვრალი დიჯეის დაკრულზე 15 წლის გოგოსავით ვცეკვავდი. უეცრად უკნიდან ვიღაც მომეპარა და აკანკალებული ხმით ყურში ჩამჩურჩულა: მგონი ძალიან მთვრალი ხარ, წამოდი, ცოტახანი დაისვენეო. მივტრიალდი და დრო გაჩერდა. მუსიკის ხმა აღარ ისმოდა, გარშემო აღარავინ იყო. მივტრიალდი და ის თვალები დავინახე რომელსაც ამდენი წლის გამავლობაში მხოლოდ სიზმარში ვხედავდი. ჩემ წინ ნიკო იდგა, ის ნიკო ვიზეც ამდენი ხანი ვწერდი. ისევ ისეთი, სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდა და რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ მე ისევ ყველაფერი გავაფუჭე და ყვირილი დავუწყე იმაზე თუ რატომ მიმატოვა. ნიკო მშვიდად მისმენდა, იცოდა როგორი ფეთქებადი ხასიათი მქონდა. როცა ყვირილი შევწყვიტე ნიკომ საუბარი დაიწყო: „ მე არასდროს მიმიტოვებიხარ, ყოველთვის შენს გვერდით ვიყავი, ნაბიჯ-ნაბიჯ მოგყვებოდი და ვცდილობდი სირთულეები ამერიდებინა. მე შენი სიყვარული არ შემიწყვიტავს. ისევ ისე ძლიერად მიყვარხარ როგორც ადრე. შენ ჩემი სურვილი შეასრულე და შენი ოცნებები აისერულე და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მინდა იცოდე, რომ ყოველთვის ძალიან მიყვარდი და მეყვარები.“ ეს მითხრა და გაქრა. ისევ გავიგე მუსიკის ხმა და ხალხის ჟრიამული, მაგრამ მე ისევ მარტო დავრჩი ამდენ ადამიანში.
პასუხგაუცემელი მხოლოდ ერთი კითხვა დამრჩა - რატომ?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent