შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღიარება


17-01-2019, 01:37
ავტორი Nicolas Danga
ნანახია 1 261

დავთმე ყველაფერი რაც გამაჩნდა,სულიერად გავღატაკდი და გადავეშვი უფსკრულში საიდანაც ამოსვლა მიძნელდება.
ნეტავ დრო ბრუნდებოდეს,ნეტავ ჩერდებოდეს,ნეტავ შემეძლოს გავათავისუფლო ჩემი სული ჩემივე ტყვრბისაგან და მივცე თავისუფლება,რახანია ბნელა,რახანია რაც მზემ აღარ გამოანათა,დავავიწყდი მასაც როგორც სხვა დანარჩენს.
ისევ მარტო ვარ,ჩემს თავთან ოთახის გნელ კუთხეში და ველი განაჩენს,რახანია მზად ვარ პასუხი ვაგო ყველა ჩემს ქმედებაზე,ჩემს ღირსების შემრახველ ქმედებაზე და გავათავისუფლო ტყვრობაში მყოფი ჩემივე სიკვდილ მისჯილი სული,ვიცი მარტოობა ბოლოს მომიღებს,მინდა გავიქცე ,გავაღწიო ამ სხეულიდან რომელიც დამპალ ლეშს ჰგავს,მშიერი მტაცრბლებისთვის დასაგლეჯად მიგდებულ ლეშს,არ ვიცი როგორ და რანაირად მივაწვდინო ხმა ჩემს მსაჯულებს,ჩემს ბრალმდებულებს რომ ,სიცოცხლე მწყურია,რომ აღარავარ ის და ჩემი სული მზად არის შეწყალებისთვის,მიტევებისათვის,ის რომ ჩემს სულს სიმშვიდე უნდა,რახანია ბნელა და ველი ოთახის კუთხეში კსმოკეტილ კარცერში მზის სინათლეს როგორც თავისუფლებაზე მოწყურებული პატიმარი.
მსურს ამოვიდე ამ ჭაობიდან რომელიც ჩემივე ხელებით გავთხარე და გადავეშვი,მინდა დავბრუნდე იქ სადაც ადრე სულმოუთქმელად მელოდებოდნენ,ახლა კი...
ახლა კი იქ აღარავინ მელის.
აღარაფერია ისე როგორც ადრე,სიცარიელეა,მიტოვებულ სოფელს ჰგავს,დაცარიელებულ სახლს სადაც სიცოცხლე აღარ არის,სადაც ყველაფერს თეთრი ფერი აქვს,ზამთრის ფერი,სუსხიანი ზამთრის,მე კი ვერ ვბედავ შესვლას,მეშინია იმ ნოსტალგიის რომელიც იქ მაკავშირებს,რომელიც ერთი ხელის მოსმით დავამსხვრიე და რომელიც ასე ძალიან დაეტყო ჩემს სულს მოურჩენელ ჭრილობად,ნაიარევად.
ისევ მინდა დავბრუნდე იქ სადაც მელოდებოდნენ და იქ სადაც აღარ მელიან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent