შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა მისის ბლოგი - ,,ჩემი ვალენტინი"


15-02-2019, 21:16
ავტორი gvanc(a) 15
ნანახია 1 249

დღეს სიყვარულის დღეა, ამ თარიღს ადამიანები აღიარებენ სიყვარულისა და რომანტიკის არსებობას და დიდი მონდომებით ახარებენ მეორე ნახევრებს. გზები იხერგება, კაფეები დაჯავშნილია,პარკებში არარის ადგილი რომ მშვიდად დაჯდე და მოწიო, ირგვლივ ბედნიერებისა და ხელკავამოდებული წყვილების ქაოსია და გოგონების რომლებიც დიდი სიხარულით დაატარებენ, ბრუტალურ ყვავილებს.

მე რა, სრულიად მარტო მაკდონალდსში ვზივარ და ორმაგ ჩიზბურგერს ვჭამ და მგონია რომ ეს დღე არის ზუსტად ისეთი,როგორიც წინა,უბრალოდ ვალენტინობას გამძაფრებულად სდევს წითელი ფერი და მზიანი ამინდი.
არ ჰქონდაა მნიშვნელობა, ვიყავი თუ არა ურთიერთობაში, ამ დღეს სულ იმის შეგრძნება მქონდა რომ არსებობდა დღესასწაულები რომელიც იყო ზედმეტად ხელოვნური და მოსახლეობის დაბალსტანდარტულ მოთხოვნებზე გათვლილი.
დიდ ბიზნესთანაც გვქონდა ამავდროულად საქმე, ამ დღეს რეკორდული რაოდენობით იყიდება ვარდები,იები, სუნამოები, შოკოლადები და არც ისაა გამორიცხული მარკეტინგული გათვლა იყოს სხვადაახვა კომპანიის მოერ და საერთოდაც მგონია რომ სწორედ მათი მოწყობილია ეს ყველაფერი.
რაც არ უნდა იყოს, მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის მარტოხელათა კატეგორია, რომელიც ამ დღეს ტკბილეულთან ერთად აღნიშნავს და უყურებს სერიალს : ,,სექსი დიდ ქალაქში“.
მოკლედ დასკვნა არის ასეთი, ამ დღეს უფრო მეტი დაზარალებულია ვიდრე შეყვარებული, სხვათაშორის დღეს მაკდონალდსში წყვილების მცირე რაოდენობა შევნიშნე და იმის შიში რომ უგრძეს რიგში მომიწევდა დგომა მომენტარულად გამიქარწყლდა. სად არიან ისინი? სად გაქრა მათი სიყვარული?
ჩემი ურთიერთობები ვალენტინის კრიტიკის ქვეშ შეიძლება გაეხვეს რადგან ზედმეტად ბევრს ვფიქრობ ამაზე. საინტერესოა რამდენი დრო დასჭირდა კაცობრიობას, აღმოეჩინა სიყვარული და ამავდროულად შეექმნა მისი აღნიშვნის თარიღი? რას აღნიშნავენ ადამიანები, სიყვარულის მტკივნეულ ძალას,თუ ორ ჭიქა კაპუჩინოს ერთი კოვზი შაქრით? ვინც გაეხვა არ სჭირდება 14 თებერვალი,იმ ადამიანს დროის აღქმა დაკარგული აქვს.
მინდოდა ჩემი ისტორია მომეყოლა.
ნუცუბიძის ბნელ ქუჩებში, სადაც ათობით ხვეული და აღმართია, ერთ ძალიან ლამაზ ტაქსს მიყავდი, სრულ დუმილში, ათასობით ფიქრში. სავარძელს მიყრდნობილი ვუყურებდი მინას, ვხედავდი როგორ იორთქლებოდა ჩემი ღრმა სუნთქვით, როგორი იყო თითო-ოროლა ადამიანის სევდა, ცარიელ ტერასებზე,რომლების სრულიად მარტოები ჭრიდნენ გზებს, აპარებდნენ თვალს შენობებისკენ და ვიგრძენი როგორ დამიარა სხეულში შეგრძნებამ, თითქოს მეც ასე ვარ.
იმის მიუხედავად რომ იდეალური ურთიერთობა არ გვქონია, მეგონა ამ დღეს ერთად გავატარებდით. მეგონა მაჩუქებდა რამე სუვენირს, ან ცხელ კაპუჩინოს და წამიყვანდა ქუჩებში საწანწალოდ. ისე იქნებოდა, როგორც ადრე. ვიჯექი ტაქსიში და ვფიქრობდი რომ ის ჩემთან უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ იყო. მას უნდა ვყვარებოდი მაგრამ არ ვუყვარდი. ან ყოველ შემთხვევაში, ისე არა, როგორც მე მიყვარდა.

,,კარგად ხართ?“- მკითხა ტაქსის მძღოლმა და მეც გავჩერდი, ცრემლები შევიშრე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent