შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ სჭირდება ყველაფერს დამსახურება?


22-02-2019, 16:49
ავტორი BIG DREAMER
ნანახია 1 241

“ ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ იყო იმ ადამიანთან ერთად ვინც არ გიმსახურებს! “

ეს გითხრა და წავიდა! მიგატოვა, ისე თითქოს თქვენს შორის არც არაფერი ყოფილა. ცხოვრება, რომ ხანმოკლე იყო ეს თავადაც იცოდი, მაგრამ ის არა, რომ თურმე არ უნდა ყოფილიყავი იმ ადამიანის გვერდით, ვინც არ გიმსახურებდა.
ვითომ ეს რას ნიშნავდა ? გამოდის ის საკუთარ თავს შენი სიყვარულის ღირსად არ თვლიდა?
თუ ამით უბრალოდ თავიდან გიშორებდა? ალბათ რაღაც დააშავა!
ჰო, უთუოდ რაღაც ჩაიდინა, რაღაც ისეთი რასაც ვერ აპატიებ . ამ საქციელით კი ის აღარ იქნება ვალდებული ბოდიში მოგიხადოს.
თავს საშინლად გრძნობდი. იმიტომ კი არა, რომ მიგატოვეს . არამედ იმიტომ, რომ მიზეზიც კი არ აგიხსნეს და იმის გამო, რომ ცხოვრების მეგზურად არასწორი ადამიანი აირჩიე ბრალი ამაშიც თავად დაგდეს. თითქოს ეს თავად გსურდა. თითქოს და თავად გინდოდა არასწორი ადამიანის შეყვარება . თავიდან ხომ წარმოდგენაც კი არ გქონდა, რომ შეგიყვარდებოდა. საიდან უნდა გცოდნოდა შეგეფერებოდა თუ არა? გულს გატკენდა თუ არა?

არ უნდა შეგყვარებოდა! ჰო, არუნდა ყოფილიყავი ასეთი გულუბრყვილო.
საერთოდაც სიყვარული ძალიან დიდი გულუბრყვილობაა. ეს იგივეა შენს მოსისხლე მტერს, რომ იარაღი მისცე და შუბლი მიუშვირო.

-” არ გიმსახურებს….. დაივიწყე… შენ უკეთეს იმსახურებ!.... “

შეწყვიტეთ! ეს უკვე ამაზრზენია ხალხნო! დამსახურებას რას ეძახით?
რატომ სჭირდება სიყვარულს დამსახურება? განა სამყაროში არაფერია უანგარო? ეს თქვი და უცებ ყველა გაჩუმდა.
განა მათ რა ესმით სიყვარულისო გაიფიქრე . რათქმაუნდა გაჩუმდებოდნენო.
მაგრამ ასე არ შეიძლება. უსამართლობაა ცხოვრებაში ყველაფერს დამსახურება სჭირდებოდეს. ხანდახან ბედნიერებას დაუმსახურებლადაც უნდა იღებდე.
ისევ საკუთარ თავს ებაასები, რომლის ერთი ნაწილი გეთანხმება მეორე კი არა.

“ბედნიერება თუ გინდა უნდა დაიმსახურო კიდეც! “

ისევ ჩაგესმა ხმები, რომლებიც გეგონა, რომ ჩაჩუმდნენ. თუმცა როგორც ჩანს არა.
ამიერიდან მართლაც მოგიწევს ისწავლო ცხოვრება ისე, რომ ის ყველაფერი მიიღო, რასაც მართლა იმსახურებ!

აჰჰ, კიდევ დამსახურება… ხომ ხედავ ამას ვერსად გაექცვი. ამით ცხოვრება უნდა ისწავლო!



№1  offline წევრი sunriseN

ძალიან მომეწონა... ნამდვილად დიდი აზრი იდო და ამ სიტყვებში შენს თითოეულს ჩაქსოვილ აზრს ვეთანხმები... ყოჩაღ

 


№2  offline წევრი BIG DREAMER

sunriseN
ძალიან მომეწონა... ნამდვილად დიდი აზრი იდო და ამ სიტყვებში შენს თითოეულს ჩაქსოვილ აზრს ვეთანხმები... ყოჩაღ


❤❤❤ მადლობა დიდი . ძალიან გამიხარდა, რომ მოგეწონა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent