შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა მისის ბლოგი (რა სურთ კაცებს?!)


23-02-2019, 20:58
ავტორი gvanc(a) 15
ნანახია 1 477

პირველი რაც თავში მომდის, ეს არის გრძელი ფეხები, ქერა თმა და დიდი უკანალი. ალბათ ასეთი პრიმიტიული წარმოდგენა მას შემდეგ ჩამომიყალიბდა რაც ჩემ თვითშეფასებას გადავხედე და მივხვდი რომ ვერ იყო მთლად მწყობრში.

რამდენიმე წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ, დავფიქრდი იმაზე, რა იყო პრობლემა,სად იღებდა სათავეს და რატომ მემხობოდა თავზე ყველა შესაძლო მამაკაცთა ვარიანტი.

როცა მრავალხნიანი დეპრესიის, ფიქრისა და ლოგიკური ძაფების დაკავშირების მიუხედავად ვერანაირ დასკვნამდე ვერ მივედი,გამიჩნდა კითხვა :კი მაგრამ,რა ჯანდაბა სურთ კაცებს?! (გარდა იმისა რაც დასაწყისში ავღნიშნე).

ამიტომ გადავწყვიტე სამსახურში მისვლისთანავე, ყველა შესაძლო ქალი ვარიანტისთვის ეს შეკითხვა დამესვა. პირველი გასაუბრების შედეგი იყო სრულიად წარუმატებელი,იქიდან გამომდინარე რომ საკმაოდ გულმოკლულ პერსონასთან მომიწია გასაუბრება,რომელმაც მამაკაცთა მხარეს, ნახირების წოდება მიანიჭა. ჩემმა უახლოესმა მეგობარმა კი მიპასუხა რომ კაცების მთავარი მოტივები მათი ახირებებია და სურვილი რომ აზრზე არ იყვნენ რა სურთ.

ასევე გავესაუბრე ჩემ მეგობარ ბიჭს რომელმაც ბევრი სიცილის შემდეგ ვერაფერი მიპასუხა გარდა იმისა რომ ამ წამს მხოლოდ დალევა უნდოდა და არაფერი სხვა. მისმა დუმილმა ცოტა გამიფუჭა განწყობა იმის გამო რომ თავადაც ვერ მივხვდი რა სურდა ჩემგან.

ჩემი მოსაზრება კი ასეთია, კაცებს სურთ ხორციელი განტვირთვა,ბევრი სექსი და ნაკლები ფიქრი დეტლებზე. რამდენი მამაკაცია იმისთვის რომ მოგვწონდეს მაგრამ მაინც ვითხოვთ გარკვეულ განსაზღვრებებს, მონოგამიას.

აბა რაშია საქმე და რატომ ვერ ვხვდებით რა სურთ მათ და რატომ მთავრდება ამდენი ისტორია. იქნებ უბრალოდ გვეცადა კაცების თვალით შეგვეხედა სამყაროსთვის და გვეფიქრა მათი ფიქრებით.

და დავიწყე ექსპერიმენტი სახელწოდებით- ,,როგორია იყო მამაკაცი?“

პირველი ეტაპი არის პარტნიორთან დისტანცირება, ამიტომ გადავწყვიტე გარკვეული შესვენება ამეღო მისგან და ეს კონკრეტულად იყო რამდენიმე დღე. როგორც წესი გოგონები ამას მტკივნეულად განვიცდით ამიტომ ვეცადე მაქსიმალური გულგრილობა გამომეჩინა, არანაირი დრამა და ცივი გონებით სიტუაციის და ემოციების განმუხტვა.   ეს იყო პირველი საფეხური რომელიც ნიშნავდა კაცების ენაზე - ,,შევისვენოთ“.

ამას თან სდევდა, სოციალურ სივრცესთან დამშვიდობება ( მოსალოდნელი გულისტკივილის თავიდან ასარიდებლად), ფიქრების შენი საყვარელი საქმიანობით დაბლოკვა ( რაც ითვალისწინებდა სტანდარტულზე მეტ მეცადინეობას) ,ბევრი ლიტერატურა და ყველა სახის მეგობართან გამძაფრებული კომუნიკაცია ( რომ არ მეგრძნო დანაკლისი).

მაგრამ ითვალისწინებდა თუ არა ეს სხვა ბიჭებთან შეხვედრას?!



ბანძობაა ჩემის აზრით, იყო მამაკაცი ძალიან რთულია, მათი აზრები, მათი გემოვნება, მე მაგალითად რომც შემიყვარდეს არავითარ შემთხვევაში არ მოვიქცევი და არ ვიმსჯელებ მათსავით, ისინი ძალიან რთულები არიან, თუ გინდა რომ ყურადღება მოგაქციონ უბრალოდ შენ არ მიაქციო ყურადღება, ეს მათ გააგიჟებთ, უბრალოდ როცა შენთან მოვა ცივად მიელამე, ცივად მოიკითხე, დამიჯერეთ ეს გაამართლებს, მაგრამ არასოდეს გააკეთოთ ასეთი ექსპერიმენტი, მართლა ძალიან რთულია იყო მამაკაცი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent