შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი


28-02-2019, 13:54
ავტორი Tako Esebua
ნანახია 1 237

დილით ადრე გამეღვიძა , ვფორიაქობდი , ვერ ვინძრეოდი. მთელი ღამე ვფიქრობდი , დარდი მომაწვა არვიცი ერთი ნაბიჯის გადადგმით ცხოვრება შემეცვალა, თუმცა თავის დროზე ყველაფერი აუკანკალებლად გავაკეთე და ახლა? - სინანული? ალბათ, მეც ხომ ხორცშესხმული არსება ვარ , არ არის გამორიცხული.
დილაადრიან გაღვიძებულმა გადავწყვიტე ყველაფრის გახსენება. მწუხრის ჟამი იყო, როდესაც სახლიდან გავედი. გარეთ, საკმაოდ სუსხიანი ამინდი იყო, თოვლით გათეთრებულიყო ირგვლივ არემარე, ქარის საპირისპირო მხარეს მივდიოდი და თითქოს ის ხელს მიშლიდა არ დავდგომოდი იმ გზას , რასაც ვადექი. გზას ვუყვები და იმდენად განრისხებული ვარ აზროვნებაც მიჭირს , თეთრი არემარე თითქოს ნათელს ჰფენდა იმ სცენას, რაც იმ დროს მალე უნდა მომხდარიყო. უშიშრად ვუწევდი ქარს წინააღმდეგობას და მივილტვოდი იმ სახლისკენ , სადაც ვიცოდი , რომ კარგი არაფერი დამხვდებოდა. შორი გზა გავიარე სიმწრით, სიციცეში და ქარში , რომელიც თოვლის ფანტელებს სახეში მესროდა, მივუახლოვდი სახლს და ისე მოვემზადე , რომ ერთი სული მქონდა მალე მომხდარიყო ყველაფერი, მალე დაესრულებინა მას სიცოცხლე : ვის ? ეგ გადაწყვეტილი არ მქონდა . კიბეებზე ავედი, კარებთან მისვლისთანავე მოვემზადე: იარაღი დავტენე, ღრმად ჩავისუნთქე და უდანაშაულო სულით კიდევ ერთხელ შევავლე თვალი არემარეს (მინდა გითხრათ საუკეთესო შეგრძნება იყო, რაც კი ოდესმე განმიცდია) , კარი ისე შევამტვრიე ჩემი ძალის წამიერად გამიკვირდა , იქ შესულმა ძირს დავემხე და სანამ გონს მოვიდოდი წამიერად გავისროლე და შემდეგ გაანალიზებითაც ვერ გავაანალიზე რა მოხდა , რადგან იმდენად ღრმად გავეხვიე ეშმაკის დაგებულ კორიანტელში ვეღარ შევძელი თავის შეკავება და ორჯერ წამიერად ისეთი სისწრაფით გავისროლე, როგორც ჩასუნთქვისას.
მე ისინი მოვკალი, გავაქრე და გაქცევის საშუალება მივეცი. მესმის რთულია მკითხველისთვის კრიტიკის გარეშე გაიგოს მკვლელის აზრი და მიზეზი, მაგრამ უმიზეზოდ ხომ არაფერი ხდება.
მე უბრალოდ ვნანობ იმას, რომ შევცოდე და არა იმას , რომ ისინი დავხოცე. ახლაც ზიზღი მერევა მათ მიმართ და თვალიდან არ მშორდება ის სამარცხვინო სურათი თუ როგორ ულოკავდა ჩემი “საუკეთესო” მეგობარი ჩემს ცოლს ძუძუს თავებს.
ზოგჯერ ვფიქრობ თუ არის შესაძლებელი თვალების დათხრით, რომ გაქრეს ეს სურათი ჩემი მეხსიერებიდან რატომაც არა, თუმცა მას არაფერი გააქრობს , უბრალოდ მტკივა!
ალბათ მკითხველს გაუჩნდება ბევრი შეკითხვა თუ როგორ ვერ მივხვდი აქამდე ამ ყველაფერს და როგორ დავბრმავდი, მოგახსენებთ!
ჩემი ცოლი , სანამ გახდებოდა ალინა შორიდან ვეტრფოდი , ერთ სასწავლებელში ვსწავლობდით და რა თქმა უნდა ის ამჩნევდა ჩემს დამოკიდებულებას , თუმცა არ იმჩნევდა (ეგ კარგი თვისება იყო მისი ვფიქრობ, ყველაფერი შეამჩნიე და არაფერი შეიმჩნიო). გვერდით, რომ ჩავუვლიდი მისი თმის სინაზეს , ვარდივით ნაზ და ჩანჩქერივით მჩქეფარე სულს ვგრძნობდი. სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა , ყავისფერი თმა, ნაზი პირ-სახე, გრძელი კისერი, მსხლისებური თოვლივით თეთრი მკერდი, გამოკვეთილი თეძოები და გრძელი ფეხები. მისი გარეგნობა ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში, იმდენად მიმზიდველი და სექსუალური იყო ნებისმიერ მამაკაცს აღაგზნებდა, თუმცა მე უბრალოდ მხიბლავდა. სასწავლებლის კაფეში ხშირად ვხედავდი მის ჯგუფელებთან ერთად , როგორ ბაასობდა და შორიდან ცქერით გულისყურით ვაპყრობდი თვალებს მისი ტუჩებისკენ და მის თითოეულ მანერებს ვიმახსოვრებდი. ალინა ღარიბი ოჯახიდან გახლდათ , მისი სწავლის საფასურს ძლივს იხდიდნენ, ალინა კი ამის გამო განიცდიდა და სწავლის სურვილიც აღარ ჰქონდა. ის სულ რაღაც 25 წლის იყო მე კი 35 , თუმცა ამის მიუხედავად ასაკი დიდად არ მეტყობოდა და სიმპატიურიც გახლდით. გოგოებთან ვერთობოდი, ვფლირტაობდი, სერიოზული არასდროს არაფერი მქონია, თუმცა ალინასთან სხვა ძაფი მაკავშირებდა, მასთან სულ მინდოდა რომანის გაბმა და ერთხელაც გადავწყვიტე მისთვის ყველაფერი მეამბო თუ რას ვგრძნობდი მის მიმართ. რომ გითხრათ გრძნობების გადმოცემა მეხერხებათქო მოგატყუებთ, სამწუხაროდ ცუდად ავუხსენი ყველაფერი, ისე ცუდად, რომ უნივერსიტეტში ზედაც არ მიყურებდა. მას შემდეგ გავიდა სულ რაღაც სამი კვირა, ამ დროის განმავლობაში ხშირად არ მიწევდა უნივერსიტეტში სიარული, რადგან ბიზნესის გამო უცხოეთში ხშირად მიწევდა წასვლა. უნივერსიტეტი ჩემთვის გასართობი უფრო იყო, რადგან მის გამო განვაგრძე სწავლა.
უცხოეთიდან დაბრუნებულს განტვირთვა მჭირდებოდა და სახლში დარჩენა გადავწყვიტე , ტელევიზორი ჩავრთე და რაღაც ფილმის ყურება დავიწყე , რომლის სახელიც არვიცოდი და არც დასაწყისი, რომ უცებ კარზე ზარის ხმა იყო, უცებ წამოვდექი , კარი გავაღე და ვის ვხედავ ?
-ალინა?
-იმ დღეს ცუდად მოგექეცი და მაპატიე გთხოვ, აღელვებული ვიყავი.
-კარგი, არაუშავს , სიტყვა, როგორც კი დავასრულე ჩამეხუტა და მისი ვარდისფერი ტუჩები შემახო, ვერ აღგიწერთ იმ სასიამოვნო შეგრძნებას , როცა ჩვენი ტუჩები შეერწყო ერთმანეთს. იმ მომენტში ყველაფერი იძრწოდა ჩემში : სიყვარული, ვნება, ეროტიკა და ის ძლიერი ძალა, რომელიც სისხლს ნაკადულივით მიჩქეფდა. წამიერად გავერინდე იმ დაუვიწყარ სიამოვნებას , როცა მას შევეხე. მას შემდეგ დროის გასვლას ვეღარ ვგრძნობდი და ვერც იმ აზრს თუ რატომ გადადგა მან ეს ნაბიჯი და სწორედ ამ დროს შევცდი, თუმცა ჩემმა დაუვიწყარმა სიყვარულმა ჩემს ირგვლივ ყველა და ყველფერი დამავიწყა და ბედნიერების სარეცელში გარინდების საშუალება მომცა. როცა ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ , თითქოს ყველაფერი შეიცვალა მე თავს მასთან ბედნიერად ვგრძნობდი ის კი არა. მომხდარის შემდგომ მომეცა დაფიქრების საშუალება, თუმცა აქ მხოლოდ მას არ ვადანაშაულებ აქ მეც ვარ დამნაშავე , რომ ვერ მივუხვდი ჩანაფიქრს. სინამდვილეში ჩემზე გამოყოლა იყო ანგარებით , მშობლების ხარჯების შესამსუბუქებლად , რადგან მე შეძლებული გახლდით. ჩემ სახლში ხშირად იყო მეგობრების თავშეყრა და მათ შორის იყო ზალიმი - ჩემს საუკეთესო მეგობრად შერაცხული, თუმცა ზალიმი ალინას მსგავსად ღარიბი იყო , არაფერი არ ებადა. ჩემ მეგობრებს შორის კონკრეტულად ზალიმი რატო? , რადგან მას ვენდობოდი და განსაკუთრებულად მიყვარდა, ხშირად ვეხმარებოდი კიდეც და ალინას მიმართ ჩემი გრძნობების შესახებ მხოლოდ მან იცოდა.
ალინა და ზალიმი რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს ერთმანეთს ეტრფოდნენ თურმე. მაშ მე რატო გამომყვა? გული რატო მატკინა? ცხოვრება რატო დამიმახინჯა ისე , რომ მეგობრებში ჭორაობის დროს მოვკარი ყური მათ ურთიერთობას. მაშ გამოდის ყველა დამცინოდა, რადგან სიყვარულისგან დაბრმავებული ოსკარი ვერაფერს ხვდებოდა ისე ბრმად , ყურმოჭრილი მონასავით ენდობოდა მის ცოლს ალინას.
ალინა ღამე ხშირად გადიოდა და მეუბნებოდა მეგობრებს ვხვდებიო და მეც რა თქმა უნდა ვუჯერებდი.
როცა ჩემ მეგობრებთან გადავწყვიტე წასვლა, უხმაუროდ შევედი იმ სახლში, სადაც შეკრებილები იყვნენ (ზოგადად მჩვევია ჩუმი სიარული). ხმა არ გამოდიოდა მათი , რაც უცნაური იყო , კართან ახლოს რომ მივედი ჩუმად საუბარი მომესმა, თითქოს ომის ეშინიათო და რა მესმის, რომ ჩემ ცოლს ყოველდღე საღამო ჟამს მეგობრებთან გართობის ნაცვლად ზალიმთან აქვს სექსი.
გულისცემა აღარ მესმოდა, თავი გამეყინა, ცივი ოფლი ცრემლებს შეერია და წვიმის წვეთებივით ძირს წვეთავდა. სახლისკენ დავიძარი , თავი მეზიზღებოდა , გულიმერეოდა , სიკვდილი? ეს ალბათ, სამოთხე იყო ჩემთვის. აკანკალებული მუხლებით მივდივარ გზაზე , სადაც უკუნითი სიბნელეა და სადაც მხოლოდ მე ვარ. ვყვირი და ვამბობ ღმერთო ეს არის სიყვარული? ის ბოროტება, რომელშიც მე ვარ! დავბრმავდი , სახლში მისულს აღარ მახსოვს , როგორ ავიღე სანადირო იარაღი და მათთან როგორ წავედი.
ორჯერ მოვკვდი , ერთი , როცა ეს ამბავი გავიგე და მეორედ , როცა ვნახე! რა მეთქმის ამის შემდეგ ის , რომ ტყუილა მიცხოვრია , რომ სიყვარული აღარ დამრჩა აურაცხელმა ზიზღმა შეცვალა ის.
მე ვწერ და ვყვები ამ ყველაფერს მხოლოდ მკითხველისთვის , რომელმაც მკაფიოდ დაინახოს სიყვარულის უარყოფითი მხარე ჩემი სახით და არამხოლოდ …!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent