წარსულის სკივრი
დამტვერილან, გავწმინდე, საგულდაგულოდ გავასუფთავე.. საწ....ბს ეტყობათ რომ არ ვუვლიდი და ვუფრთხილდებოდი. ალაგ-ალაგ შელანძღულან, გახუნებულან, მაგრამ ბედნიერებას მაინც ასხივებენ. ვიფიქრე, ოთახში ძაფები ხომ არ გავაბა და ეს ჩემი ტკბილი მოგონებები ზედ ხომ არ ჩამოვკიდო-მეთქი.. გავლისას უნებურად შეხებისას შეირხეოდა რომელიმე, თავს შემახსენებდა, გამათბობდა, ტანში ცისარტყელას ფერები ჩამეღვრებოდა, მერე ერთმანეთში აირეოდა და მთლიანად ავჭრელდებოდი, გავფერადდებოდი, მერე სხვებიც მიბაძავდნენ, შეირხეოდნენ, აქეთ, აქეთ.. მეც გამომხედეო, ერთხმად აყვირდებოდნენ.. მეც შენი ტკბილი და ფერადი მოგონება ვარ წარსულიდანო... მაგრამ ვაი და უდროოდ ვინმე შემომესწროს, ხომ დაინტერესდება ეს რა არისო?! ხომ მოუნდება ჩემს წარსულში ცხვირის ჩაყოფა, ჩემი მოგონებების ერთბაშად შთანთქმა.. ჰოდა, გადავიფიქრე. დიახაც! ეგოისტი ვარ რიგ საკითხებში. ეს მარტო ჩემი მოგონებებია, მარტო მე მეკუთვნის და ბედნიერების უდროო თანამონაწილეები სულაც არ მჭირდება. სხვა რა გზა მქონდა, სათითაოდ დავკოცნე ჩემი ფერადები და თბილები, გულში ჩავიკარი, გვარიანად დავჯმუჯნე და განაწყენებულები ისევ სკივრში დავაბრუნე.. სამაგიეროდ საკუთარ თავს განრიგი დავუწესე: ყოველ მეათე დღეს ისევ ამოვქექავ ჩემ ტკბილ მოგონებებს, მზეზე გამოვფენ, გავამზეურებ, ისინიც გამათბობენ, კვლავ ცისარტყელას ფერებით ამაჭრელებენ, მერე ჩემგან ჭრელა-ჭრულა პეპლებს გამოჭრიან და ლურჯი ცის უსწორმასწორო თაღზე მიაკერებენ. მერე ისევ განშორების დრო დადგება, ისევ უმოწყალოდ დავკოცნი, დავჯმუჯნი და ბნელ სკივრში დავაბრუნებ... და ვიქნებით ასე მანამ, სანამ ახალი, ფერად-ფერადი მოგონებები არ გამიჩნდება. მერე, ვინ იცის, ოდესმე ეგებ პირიქითაც დამჭირდეს, შავ-თეთრ, სევდიან, ცრემლებით გაჟღენთილ მოგონებებს დავუწყო ქექვა წარსულის სკივრში, მაგრამ ამდენ ჭრელა-ჭრულა მოგონებებში ვეღარც მივაგნო.. ვინ იცის.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.