შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გახრწნილი სული


9-03-2019, 04:00
ავტორი requiem
ნანახია 1 368

უსულო საგნად ცხოვრება და რუტინულად გატარებული ნებისმიერი მომენტი, შენივე პიროვნებას უსვამს ხაზს, შენივე არსს ეწინააღმდეგება და სპობს მასში აღმოცენებულ სინათლის მარცვალს.

იღვიძებ, გეზარება, იცვამ და გამოდიხარ გარეთ, არარაობავ, მიდიხარ იქ სადაც შენი ადგილი არაა მაგრამ, სხვა გზა არ გაქვს. ყოველდღე ხვდები ერთი და იგივე ადგილებს და თანდათან აკვირდები ნიშნებს ( ბილბორდებს, რეკლამებს, მაღაზიებს, ხალხს, ავტობუსის მძღოლს). დგახარ და ფიქრობ უკეთესობაზე, მაგრამ რეალურად არაფერს არ აკეთებ. დგახარ და უსმენ მუსიკას, რომელიც უკვე 2 წელია ტელეფონში გიწერია და ისიც კი გეზარება, რომ შეცვალო და განაახლო….
მიდიხარ დანიშნულების ადგილზე და იწყებ იმას რაც უკვე ზეპირად იცი. თვალები, რომ აგიხვიონ ინსტიქტურად იმოქმედებს შენი გონება და მაინც შეასულებს იმ დანიშნულებას რაც მთელი დღის განმავლობაში უნდა შეგესრულებინა თვალაუხვეველს.

ჭამ იმას რასაც უკვე დიდი ხანია მიირთმევ, არ არსებობს შენთვის, სადილი, ვახშამი, ლანჩი ან საუზმე. ყველაფერი არეულია..

ღამღამობით ფიქრობ რამის შეცვლაზე მაგრამ დილით უკვე აღარ გახსოვს და დამონებული შენივე ცხოვრებაზე ისევ იგივე მიმართულებით მიემართები, იცი რომ უფსკრულისკენ მიდიხარ მაგრამ არ ნებდები და გგონია რაიმე შეიცვლება, გგონია რომ ვინმე გამოჩნდება ვინც შენს მაგივრად გააკეთებს საქმეს და წარმატებას მიაღწევს. ამ ოცნებებში ცხოვრობ და არ იცი ვინ ხარ სინამდვილეში. ისე კვდები, რომ ვერც ვერასოდეს გაიგებ და რა ფასი აქვს შენ ცხოვრებას? იტყვიან კარგი კაცი იყოო?! მაგას ხომ ყველაზე ამბობენ ცუდზეც და კარგზეც……….

როცა ვალდებულებები არ გაგაჩნია და მარტო ხარ, სუიციდზე ფიქრიც ნელნელა მატულობს, ფიქრობ არავის ჭირდები. - დიახ ეს ესეა, მართლა არავის ჭირდები იმიტომ, რომ გამოუსადეგარი ხორცის ნაჭერი ხარ, რომელიც ყველაფერში მშობლებს ადანაშაულებს და აკნინებს მათ არსებობას საკუთარ თავში.

შემდეგ გარბიხარ და პირველივე შემხვედრ ნარკომანთან აბამ ურთიერთობას, თავიდან ისხავ, ნემსის გეშინია, შემდეგ ეწევი რაღაც საშინელებებს და გგონია რომ ცხოვრება უკეთესია იმ მომენტში, პრიხოდი უფრო და უფრო იკლებს და დოზა მატულობს, ჩასხმით ვერაფერს ვეღარ გრძნობ და გადადიხარ ვენაზე. ნემსის ერთი მეოთხედი და წამიერად სხვა სამყაროს უფლები, წამიერად ყველაფერი ხარ. ის ხარ ვინც ვერასოდეს იქნები, ის ხარ სანამ ფრთებს შენივე ხელით დაიჭრიდი. დაფრინავ, მიფირნავ შორს უსასრულობაში, ბედნიერებაში. შემდეგ იკლებს და იკლებს დოზა, გამოდიხარ და უბრუნდები იმ წუმპეს სადაც ახლა იმყოფები. შავ, სიგარეტის სუნით გაჟღენთილ სახლში. დივანზე ზიხარ, რომელსაც ჯდომისგან საზურგეს ნაჭერი გადახეული აქვს. ძირს მარცხენა ფეხთან ბოთლი გიდევს რაშიც სიგარეტს აფერფლებ. შემდეგ დგები და ისევ წამალზე ფიქრობ. მიდიხარ სახლში სადაც ნახევარი ხაზი გელოდება ძილისპირულს. გარბიხარ და გეჩქარება, გინდა მალე მიხვიდე მაგრამ მთელი სამყარო შენელებულია. ოფლი გასხავს და ნელნელა ყბებშიც გიჭერს. სუნთქვა ხშირდება. შენს გაჩერებაზე ავტობუსიდან ჩარბიხარ და გარბიხარ წვიმაში სახლისკენ. მიდიხარ გაავებული ერთ ბაიანსაც შეაკეთებ და გაიჩხერ. მოგეშვება. ჩაწვები მუსიკს ჩართავ და ჩაგეძინება. დილით ისევ დგები და გაივლი იმ ქუჩებს სამსახურისკენ, რომელზეც უკვე წლობით დადიხარ.. შენ კვდები…..


ამ დროს შენივე მეორე პიროვნება, ალტერნატიულ სამყაროში, წარსულში ან თუნდაც მომავალში, ბედნიერია, იმიტომ რომ მან სწოი გზა აირჩია. ის შრომობს, შრომობს და უხარია თავისივე სამსახური, თავისივე გასავლელი გზა, გზა რომელზეც დადის ბედნიერია. მან თავისი თავი იპოვა. შენ კიდევ შუაში გამოჭედილი, უკანასკნელი ხარ, რომელსაც არც ძმაკაცი არც დედა არც მამა პატივს აღარ ცემს. შენ კვდები…..

ბოლოს რისი ვაივაგლახით შემოგეტენება შენნაირი გოგო, რომელსაც წამალი შენზე მეტად ეყვარება და იქნებით ესე ბედნიერად, გააჩენთ ერთბავშვს დდიდი წვალებით და იმასაც თქვენნაირ ნაბიჭვრად გაზრდით. კაცის მკვლელად…

სიბერეში გაგახსენდება ოდესღაც როგორი იყავი, როგორი გეგმები გქონდა, როგორი ფრთები გქონდა და გინდოდა გაფრენა, მაგრამ ვერ გაფრინდი, და ისევ მშობლებზე გააფთრებული აღარც მათ საფლავზე მიდიხარ. გეზიზღება შენი თავი და გეზიზღება შენი ოჯახი. იმიტომ რომ დამპალი ხარ. ..

შენი შვილიც მიგატოვებს, წავა და ვეღარაფერს გაიგებ იქამდე სანამ სასჯელაღსრულებიდან წერილი არ მოგივა, რომ კაცის მკვლელი და მოძალადე გაგიზრდია. კაცთმოძულე , რომელმაც ერთი ლამაზი ოჯახი გააუბედურა, 1 ჩეკი წამალი რომ ეყიდა და შენ ისევ შენს თავს არაფერს არ აბრალებ რადგანაც გგონია, რომ შენი შვილია ის კაცია, გაიზარდა და თავის თავს უნდა მიხედოს. ისე მიაგდებ როგორც შენ მიგაგდეს შენმა მშობლებმა. შენი მშობლებიც ნაბიჭვრები ყოფილან….

ბოლოს მოკვდები, შენს გასვენებაზე ათი კაციც არ მოვა, გაგიდებენ მხარზე, მოგაყრიან მიწას და მოგაფურთხებენ….




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent