შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალი, საბედისწერო.


16-03-2019, 18:02
ავტორი ილაი
ნანახია 1 079

-ერთი კვირით ადრე, სანამ საბოლოოდ ერთად იქნებოდით, ილიანე ჩემთან იყო მოსული.
-რისთვის?
-რომ დაესრულებინა... ყველაფერი... რომ ეთქვა-მაპატია. მაშინ მითხრა, რომ საბედისწერო ქალი იყავი და რომ შეძლო ჩემი პატიება, მხოლოდ იმიტომ შენთან ყოფნა რომ შესძლებოდა, დაბრკოლებების გარეშე. რადგან იცოდა, ვერ აიტანდი ოდნავ ხინჯსაც, თუნდაც ჩვენს შორის. იმდენად მოაჯადოვე, რომ ჩემი პატიებაც კი შეძლო. მთავარი იყო რომ შენთან ყოფილიყო. ისეთი რამე მაპატია შენს გამო...
-დარიკო, გთხოვ...
-არა, ვალერია, დამამთავრებინე გეხვეწები. შენც ხომ იცი... შენც ხომ იცი, რომ შენს გარეშე ამას არასოდეს მაპატიებდა. მთელი ცხოვრება ერთ აზრს მიყვებოდა, ამ აზრის ირგვლივ აკეთებდა ყველაფერს. მე კიდევ ეს ყველაფერი მთლიანად თავზე ჩამოვამსხვრიე, გავუნადგურე, გესმის? ყველაფერი რისიც სწამდა, ერთ წამში გავუუფერულე. არასდროს დამავიწყდება მისი თვალები, როცა ღალატის დროს დამინახა, ვალერია. ამის დავიწყება არ შეიძლება. ვერასდროს დაივიწყებს ადამიანი იმ წამის თვალებს, როცა მეორე ადამიანს, ცხოვრებას ანგრევს თავზე და ახლა, როცა ცოცხალი აღარაა, ხომ უნდა მიმსუბუქებდეს მისი პატიება სინდისს... მაგრამ... ეს ხომ მხოლოდ შენ გამო გააკეთა, მარტო იმიტომ რომ შენთვის ესიამოვნებინა. გულით არ უპატიებია და ეს მე მანგრევს. ვფიქრობ, ამით უფრო სამაგიერო გადამიხადა, რომ მეც იგივე მეგრძნო, რაც მან იგრძნო იმ დროს.
-დარიკო, ხომ იცი რომ ილიანე ასეთი არ იყო. ნუ ფიქრობ ეგრე.
-მართალი ხარ, არ იყო. შენ აქციე ასეთად, შენ მოუწამლე ყველაფერი ჩემზე მეტად. შენი ბრალია ახლა მე რომ ასე ვიტანჯები. შენ... შენ არ ვიცი, ვალერია, რა ტიპის ადამიანი ხარ, როგორ შეგიძლია ასეთი იყო. ამას სიძლიერე არ ჰქვია, არც ის ვიცი რა დავარქვა. ჩემი თვალით ხომ ვნახე, ორი კვირის წინ როგორ იტანჯებოდი. მთელი სამყაროს ტკივილი გეხატა სახეზე. ზუსტად ვიცი შენზე მეტად მაშინ არავის სტკიოდა და ვიცი რომ ის ტკივილი გულწრფელი იყო. მაგრამ ახლაა, ვალერია, ახლა გრძნობ ოდნავ ტკივილს მაინც მისი სიკვდილიდან ორი კვირის მერე? ვერაფერს ვხედავ შენს სახეზე, ტანჯვასთან მიახლოებულსაც კი ვერა. ამის მერე, შენ გაქვს უფლება, რომ მისი ქვრივის სტატუსი ატარო და მე არა? ეს სამართლიანია? მე ლამის გული მისკდება იმაზე ფიქრში, რომ ილიანე აღარაა და შენ როგორ ბედავ რომ ასე ლაღად მოცინარი შემომეგებო?
-დარიკო...
-ნუ მეძახი ასე, არ მომიცია შენთვის ასე მომართვის უფლება.
-კარგი, დარია, როგორც გირჩევნია. შენ ილიანეს სიკვდილზე მეტად, ვერმოპოვებული პატიება გტანჯავს, მშვიდად სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს. მე კიდევ, მართალი ხარ, არ შემიძლია დიდხანს დარდი, როგორი დიდიც არ უნდა იყოს სადარდებელი. თავში რაღაც გადამრთველივით მაქვს და ეს არ მაძლევს საშუალებას, რომ რამე მტკიოდეს დიდხანს. მე მტკივა ცოტახნით, შეიძლება ორი კვირით, ორი დღითაც კი მაგრამ ისე მტკივა, რომ ამ ტკივილმა შეიძლება მომკლას კიდეც. სულიერად და ხორციელად ერთნაირად მანადგურებს. შენ არ იცი რამდენი ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს ამის გამო. დიდი ხნის სიცოცხლე არ მაქვს დარჩენილი, დარიკო. შენ რაც ეს ორი კვირა იტანჯე და რაც სიკვდილამდე დაგტანჯავს ილიანეს გამო, მე ეს ყველაფერი ორ დღეში გავიარე, დარიკო. წლების მერე შენი ტკივილი უკან დაიხევს და ილიანეს გახსენებაზე მხოლოდ სევდიანად ჩაგეღიმება. მე იმ ორ დღეში, ყოველ წამს, ყველაზე მტანჯველად ვკვდებოდი და უფრო მტკივნეულად ვცოცხლდებოდი. მაგ ორმა დღემ განმისაზღვრა სიცოცხლის ხანგრძლივობა. ასე რომ ნუ მეტყვი, რომ ჩემზე მეტად გტკივა ილიანეს სიკვდილი, დარიკო. ნურც იმას იტყვი, რომ მისი ქვრივობის ღირსი ხარ. ამ სტატუსს, არცერთი ქალი არ იმსახურებს დედამიწის ზურგზე, ჩემო დარიკო.
-მართალი იყო ილიანე, შენ მართლა საბედისწერო ქალი ხარ, ვალერია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent