შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მივიწყებული ,,ნახატი"


29-03-2019, 23:48
ავტორი natai
ნანახია 994

,,ჩემი თავის დიდი გამრთობი ვიყავითქო“. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ადგილი სხვენი იყო. სახლის ქვედა მხარეს პატარა ფარდულივით იყო ამოშენებული, აქ ინახებოდა მთელი ზამთრის ნობათი, ხშირად ვსტუმრობდი ამ ადგილს, რადგან ბევრ საინტერესო და სასუსნავ რაღაცეებს ვპოულობდი, ერთხელაც ფარდულში სტუმრობისას შევამჩნიე, მაღლა ჭერში, ფიცრებს შორის დიდი დაშორება იყო, არასდროს შემიმჩნევია მსგავსი რამ, რაღაც ახალი იყო, თანაც კაშკაშა სინათლე ჩამოდიოდა, გადავწყვიტე შემემოწმებიანა და ჩემი ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა. კედელზე, მთელ სიგრძეზე მიმაგრებული თაროების დახმარებით , ძლივსძლიობით, ვაი-ვაგლახით ავფოფხდი მაღლა და ასე აჭარხალებულმა ქანცგაწყვეტილმა აღმოვაჩინე ჩემი სხვენი. ბევრი ძველისძველი და საინტერესო ნივთები ვიპოვე, განსაკუთრებული ყურადღება კი კუთხეში მუყაოსფერმა ქაღალდებმა მიიქციეს რომლებიც ერთმანეთში იყო გადახვეული, ეს ის იყო რაც მინდოდა, ორიცალი გამოვაძვრე გადავახვიე და ისევ ვაი-ვაგლახით ჩამოვცოცდი ქვემოთ. განცვიფრებული თვალებით მიყურებდნენ ოჯახის წევრები როდესაც უზარმაზარი ქაღალდის ხვეულებით შევედი სახლში ისე რომ თავიც კი ძლივს მიჩანდა. ნათელი იყო ყველაფერი, ბაბუს შეცდომის გამო, რომ დავიწყნოდა ფიცრების გასწორება, ბევრად მარტივად აღმოვაჩინე ,,გასაიდუმლოებული“ სხვენის ადგილმდებარეობა. ამ დღიდან ხშირად მიპოვიდით აქ, გაბრაზებულიც კი აქ მოვდიოდი დასამალად. ჩემი რომ არ დავიშალე და ჯიუტატ დიდი გაჭირვებით ვეკიდებოდი თაროებს სხვენში ასასვლელად, შემდეგ ოფიციალურად კიბე დამიდგეს რომ არ ჩამოვარდნილიყავი ასვლა-ჩამოსვლისას უკვე დრომოჭმული თაროებიდან.
ვეზიდებოდი და ვეზიდებოდი ქაღალდებს, სახაზავით ვზომავდი და ძაფით ვჭრიდი ხოლმე, ბაბუმ მასწავლა, ქაღალდს გადამაკეცინებდა , ნაკეცში ჩვეულებრივ ძაფს ჩამაყოლებინებდა, ძაფის ერთ ბოლოს დავიჭერდი, მეორეს კი სწრაფად ხელს გამოვკრავდი და ასე ვჭრიდი ქაღლდს, ბევრად მარტივი იყო და თანაც სწორად იხეოდა. ასე ერთი ზომის ფურცლებს დავაგროვებდი, მერე დიდი მხატვარივით წინ დავიდებდი ხოლმე და ხატვას ვიწყებდი. ისე მონდომებით ვაკეთებდი ამ ყველაფერს თანაც ისე აღვწერე ალბათ გეგონათ რომ ხატვა გამომდიოდა, არაფერიც, უბრალოდ მინდოდა მეხატა, როგორც ვიცოდი ისე. ბავშვი ვიყავი და ჩემ თავს ვირთობი. ხოდა ერთ ასეთ ხატვის განწყობაზე მყოფმა, როცა მინდოდა რამე დამეხატა, გზების დახატვა დავიწყე, ზოგი სწორი, ზოგი დაკლაკნილი, ზოგიც გრძელი და ფართო გზა, ზოგიც კიდევ ბილიკი. ყველა ეს გზა ერთ წერტილთან მივიყვანე. ამ წერტილთან პატარა სახლი დავხატე, მერე რატომღაც სახლს სახურავზე ჯვარი დავახატე.
როდესაც მკითხეს რატომ გავაკეთე ასე, პასუხი არ მქონდა. იმდენად პატარა ვიყავი ნამდვილად არც მექნებოდა გაცნობიერებული თუ რა შინაარსის ,,ნახატი“ გამომივიდა მხოლოდ ერთი დეტალის დამატებით.
ალბათ ყველას ცხოვრებაში დგება როდესაღაც მომენტი, შემთხვევა ან სხვა რამ, როცა ფიქრები გეჩვევა, უამრავი კითხავა გიჩნდება, პასუხებს ეძებ სხვაგან, საკუთარ თავში. მერე მოქმედებაში გადაგაქვს, დრო გადის.
კიდევ და კიდევ გაივლი თავიდან, კითხვები, ფიქრები, მიზეზები, ეძიები და ეძებ ამასობაში ან გაძლიერდები ან დასუსტდები...
ყველაფერს ხომ აქვს დასასრული, შენც როგორც იქნება ბოლოს მიუახლოვდები ამ დასასრულს.
და აღმოაჩენ რომ მხოლოდ ერთი რამ რჩება.
რა გზითაც არ უნდა ეძიო და უამრავი გზა ცადო, ყველა მხარეს წახვიდე, ყველა ხავს მოეჭიდო იმედით, ვერსად ვერავისთან იპოვი საბოლოო პასუხს. ბოლოს დასასრულს, მხოლოდ საკუთარი თავის და ღვთის იმედზე რჩები.
გააცნობიერებ და სიმშვიდე მოგაწვება. იმდენად რთული გზით ივლი და მერე ისე მოულოდნელად იპოვი პასუხს. ამის ჩანიშვნა მინდოდა და უცებ ეს ფრაგმენტი ამომიტივტივდა მეხსიერებაში, მივიწყებული ბავშვობის ნახატის.
ადამიანზე თავისუფალი არსება არ არსებობს თუ მან ინება. არჩევანი ყოველთვის გაქვს, ყოველთვის შეგიძლია ნებისმიერი გზით წახვიდე როცა გინდა და როგორც გინდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent