შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს მე ვარ


24-07-2019, 14:25
ავტორი sanikidzi
ნანახია 1 442

მე მეუბნებიან რომ რთული ადამიანი ვარ.
- ნუ მაცინებ, შენ ვინ გაგიძლებს?
მე ხომ საშინელი ხასიათები მაქვს. მე ვარ უზომოდ კაპრიზნი, ზედმეტად ემოციური. "ხასიათების გოგო" ასე მეძახიან მასწავლებლებიც. მე მეუბნებიან რომ შევიცვალო. არ გამომადგება ეს ბავშვური კაპრიზები.
- სანიკიძე, ხანდახან დათმობებზეც უნდა წახვიდე!
მე მეუბნებიან რომ არ გამომადგება ეს "მოგექცევი ისე, როგორც მექცევი შენ" პოლიტიკა.
- არსებობს ხალხი რომელიც გამოგადგება, ხვდები? მათ არ უნდა ეკაპრიზო, არ უნდა ეჯიუტო. მათ უნდა დაუთმო, აღიარო რომ მართლები არიან. უნდა დაეთანხმო, სულაც რომ არ იზიარებდე მათ აზრს,ასეა სწორი.
ხანდახან ვფიქრობ რომ ჩემში ორო ადამიანი ცხოვრობს. მე მესმის ყველაფერი რასაც მეუბნებიან, მაგრამ ვუჯერებ მეორე "მეს", რომელიც უბრალოდ თავის აზრს არ თმობს. ალბათ ის მეორე "მე" ურო ჭეშმარიტია. მე მას ვეთანხმები, თითქმის ყველაფერში. მე არ მიყვარს იმის აღიარება რომ მტყუანი ვარ. მაგრამ ყოველთვის ვცდილობ სწორად მოვიქცე, ასე ხომ არაფრის აღიარება მომიწევს. მე მაქვს ჩემი სიმართლე. ჭეშმარიტი მე მიმტკიცებს რომ ეს კარგია.
- შენ გაქვს შენი აზრი, რომელსაც მიჰყვები. ასე არავინ მოგაბავს თავის აზრს, რადგან შენ მტკიცედ დგახარ შენსაზე.
მეც ვთვლი რომ შენი აზრს ქონა, შენი სიმტკიცის და სიძლიერი ერთ-ერთი ნიშანია. მე ეს მომწონს.
მე მეუბნებიან რომ ჭკვიანი ვარ.
- შენი გონებით აიწყობ ცხოვრებას
მაგრამ ეს გონებაც ხომ იმ ჭეშმარიტი "მეს" დამსახურებაა. იმ "მეს" რომელსაც ასეთი რთული ხასიათები აქვს. იცით ხალხი ყოველთვის ცუდ ხასიათებზე მიმახვილებს ყურადღებას. მაგრამ მათ სიგიჟემდე ვუყვარვარ. მათ რომ კითხო რატომ ვუყვარვარ, ვერ გეტყვიან.
- უბრალოდ ყველაფერი მიყვარს შენში.
ამის მერე მე უბრალოდ მეცინება. მე ვიცი რომ ისეთი უნდა დავრჩე როგორიც ვარ.იმასაც ვფიქრობ რომ ჩემ გარემოში გამიმართლა. მე ვცხოვრობ ისეთი ხალხის გარემოცვაში რომლებიც წამდაუწუმ მიმტკიცებე რომ აუტანელი ვარ, თუმცა მაინც ხიბლავთ ჩემი ხასიათები და ვუყვარდები. მიუხედავად იმისა რომ კარგზე ნაკლებად მიმითიებენ, ყველა ცუდს აქვს თავისი კარგი. მე არ შევიცვლები არავის და არაფრის გამო. არც არავინ უნდა შეიცვალოს. იყავი ისეთი როგორიც ხარ. თუ ახლა შენ, შენ გარემოცვაშე ვერ გრძნიბ თავს კომფორტულად, უბრალოდ გაეცალე მათ. არ შეგეშინდეს. შენ აუცილებლად იპოვი იმ ადამიანს ვინც შეგიყვარებს შენი ცუდი ხასიათების გამო. ვინ არასდროს აღიარება რომ კარგი ხარ, მაგრამ მისთვის საუკეთესო გახდები. შენ ამას აუცილებლად იგრძნობ. არასდროს დათმო შენი აზრი! მტკიცედ იდექი, შეცდომაც რომ იყოს. შეცდომებზე ვსწავლობთ. შენ არ გაქვს კარგი ტანი, შენ თუ ის არ მოგწონს. შენ არ გაქვს კარგი თმა, შენ თუ ის არ მოგწონს. ფრაზა " მე ჩემი თავი მომწონს ისეთი როგორიც ვარ " უბრალოდ სისულელეა. ასე ლაპარაკობენ მხოლოდ ისინი ვინც უკეთესისთვის არ იბრძვიან. არასდროს თქვა ეს თუ შენ ამაში სრულიად არ ხარ დარწმნებული. გაიგე მაგრამ არ გაითვალისწინო თუ არ ეთანხმები. ასე გახდები ძლიერი და დამოუკიდებელი. სხვის აზრს პატივი უნდა სცე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ უნდა დაეთანხმო. რადგან ყველას თავის სიმართლე აქვს. არავითარ შემთხვევაში არ გაითვალისწინო ეს ჩემი ნათქვამი თუ არ მეთანხმები. შენ ამის სრული უფლება გაქვს. რაც არ უნდა მოხდეს,თავი ასწიე და ისე გაიარე, თუ თვლი რომ შენ მართალი ხარ. ყველას ხომ თავის სიმართლე აქვს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent