სხვა ბედნიერება
შენი ნაჩუქარი სუნამოს ფლაკონივით დაიშრიტა ჩვენი საერთო ბედნიერება... მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ბედნიერებაც აგრძელებს გზას, ოღონდ ამჯერად ცალკე, უფრო ლაღად და მეტი სიცოცხლით... როცა სევდა მოეძალება იმ არსებას შეჰყურებს ჩემი ბედნიერება, რომელსაც სარკის ანარეკლი ჰქვია... თანდათან ვრწმუნდები, რომ მხოლოდ საკუთარი თავი გვყავს გვერდით, სხვა - არავინ... ოდესმე, ადრე თუ გვიან, მაინც მარტო ვრჩებით უამრავი სირთულის წინაშე და მარტო ვაგრძელებთ ბრძოლას.. რაც იმდენად გავითავისე, თითქმის დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სამყარო რომ დაიქცეს, მაინც დადგება ისეთი მომენტები ჩემს ცხოვრებაში, რომლებიც ამიციმციმებენ თვალებს, რისთვისაც სულაც არ იქნება საჭირო კონკრეტული ადამიანი ან ადამიანები... მატერიათა სამყარო, მათკენ ორიენტირებული ფიქრები დიდი ხანია შევწყვიტე.. ახლა სულ სხვა სამყაროსკენ მივილტვი, რომელიც გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ძველი.. და გაცილებით დიდი ბედნიერების მომტანი.. ცარიელ ფლაკონს ვიღებ და ურნაში ვისვრი.. წელში მეტად ვიმართები და ფანჯრიდან ცას გავყურებ... ახლა მეტი ვარსკვლავი მეჩვენება, მთვარეც კი უფრო ძალმოსილად ანათებს.. ვგრძნობ ღამის გამოდარებას და ვიღიმი... ცასთან ერთად თვალებიც ციმციმებენ.. ამაოების ჟამი დიდი ხანია უკან მოვიტოვეთ მე და ცისფერმა ცამ.. უფრო მეტად ბნელდება და მთვარე მეტად იწყებს ამოსვლას.. ეს ის ბედნიერი წუთებია, რომელსაც ვერასდროს ჩაწვდები... მხოლოდ მთვარისა და ცის ადგილიღა დარჩენილა გულში... ვგრძნობ და ფანჯარას ვშორდები, თუმცა კვლავ ვგრძნობ ნათების ძალას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.