ინსომნია
ოთახი ცარიელია, ნივთებით სავსე თუ მისგან დაცლილი, რა მნიშვნელობა აქვს? აქ მხოლოდ შენ ხარ შენს თავთან და ფიქრებთან გამომწყვდეული, ამ ცივ კედლებში სადაც შენი თავი ვერ გიპოვნია. ტყვე ხარ საწოლის რომელშიც წევხარ. ტყვე ხარ რადგან იქ უნდა იწვე, უსურვილოდ, ბუნების ნებით, მხოლოდ იმიტომ რომ ახლა ღამეა და შენ კი, უნდა გეძინოს. ახლა ღამეა, ისევ ეს წყეული ღამე. ისევ ბნელი, შავი, ჩუმი და ისეთი მშვიდი როგორც არასდროს. დღეები გადის, არ აქვს აზრი, არც მნიშვნელობა ერთნაირი თუ სულ სხვადასხვა, მაგრამ ღამე რომელსაც ათევ, არ იცრიცება, არ იცვლება, არ იფანტება, ის არსად მიდის, ის გელოდება რადგან იცის, რომ მის სიბნელეს მთელი არსებით ერწყმი. ერწყმი იმდენად, რომ მისგან გაქცევაც აღარ გძალგიძს, არც სურვილი გაქვს და არც მცდელობა. ეს უკვე შენი ნაწილია, უძილობა შენ ხარ და ახლა უბრალოდ დროა იმისა რომ კარგად დაფიქრდე. უზომოდ ბევრი უნდა იფიქრო, აზრები დაალაგო, რაღაცეები შეთხზა, რაღაცეები გამოიგონო, გაანალიზო ან უბრალოდ გამოიგლოვო, რადგან გათენებამდე საკმაო დროა დარჩენილი, ეს კი როგორღაც უნდა გადააგორო. *** ძილი დიდი ხანია აღარ გკადრულობს,არც კი გეკარება. ალბათ შენი არეულობებით დაღალე და გადაწყვიტა, ყოველი ღამე შენთვის ეჩუქებინა რათა იმ ფიქრებისთვის მოგეყარა თავი, რომლებსაც დღის შუქზე გონებიდან გაფინტვას აიძულებდი. მაგრამ ამან ვერაფერი შეცვალა და შენ დარჩი ისეთივე არეული და დაულაგებელი, როგორც აქამდე და შეიძლება ითქვას უარესადაც კი აირიე. საშველი არ არის, ეს ღამეც რაღაც სასწაულად იწელება, თითქოს აღარასოდეს გათენდებოდეს. შენ კი წევხარ შენს საწოლში როგორც ტუსაღი და შეჰყურებ კარს რომლიდანაც ნიავი შემოდის და ოთახში ღამის სიგრილის მიმოფენას აკვირდები. შეჰყურებ ფარდებს, ნიავის რხევას და შენ და უნებრად უსმენ იშვიათად გამოელვებულ მანქანების ხმებს და ასე ცდილობ გაირთო თავი, მაგრამ ეს ზედნეტად უმნიშვნელოა. *** ღამე რომელიც გხლართავს, რომელუც გრევს, რომელიც გირევს ყველა ფიქრს, ყველა აზრს უბრალოდ გთიშავს, გყინავს და იქამდე გაშეშებს სანამ არ იწყებ უაზრო შფოთვას. აზრები გღლის, ტვინი სადაცაა გადაგეწვას ამდენი ფიქრით. ჯანდაბა! რით ვერ გათენდაო ფიქრობ და ყელში რაღაც წუხილის გროვა გეჩხირება. სუნთქვა დრო და დრო გეკვრის, ვეღარც იძინებ, ვეღარც ფხიზლდები, ვეღარც დგები და ვერაფრით შველი საკუთარ თავს. გაბრუებული ხარ, გცხელა, იწვი, სუნთქვა გიჭირს და თვალებს ძალიან მწარედ ხუჭავ. ცდილობ დამშვიდდე და რიცხვებს ითვლი. იწყებ ღრმად სუნთქვას და თავს ბალიშზე მოწყვეტით აგდებ. დაიღალე... დაიღალე ამ ყველაფრით, მაგრამ შენს თავს ვერ გაურბიხარ. დაიღალე მაგრამ ვერაფერს ცვლი. ათენებ ღამეს რომელსაც არ უყვარხარ მაგრამ ყოველ ღამით, ჩვეულებისამებრ ისევ გითრევს თავის სიბნელეში. წყვდიადი უკვე გარდაუვალია, რადგან იყო დრო, რომ მისი გეშინოდა, ახლა კი უბრალოდ მიეჩვიე და ეს ახლა აწმყოს სერიოზულად ეკვრის, მომავალში კი შენს აწ განადგურებულ ფსიქიკას, საერთიდ ნაწილებად დაშლის და საბოლოოდ მოსპობს. მგონი გიყვარს კიდეც ეს სიბნელე... სიმართლე რომ ვთქვათ, მგონი ვერც ელევი. ჰო, გიყვარს და ვერ ელევი იმიტომ რომ რაღაც სხვანაირად მიეჩვიე ამას, რადგან ეს ბევრად მეტია ვიდრე უძილობა. ამას გულის სიღრმეში ხვდები მაგრამ არ აღიარებ. თუნდაც აღიარო, ამით არაფერი შეიცვლება, შენ მაინც დარჩები ყოველ ღამით საკუთარ თავთან, შავ სიბნელეში, ეცდები მოუყარო აზრებს თავი, მაგრამ ვგონებ ყოველ მცდელობაზე უარესად აირევი. ასე გავა დრო, ყელში ამოგივა ეს უაზრობა, რაღაც მტკინვეულად გაგეჩხირება ყოველთვის და ძალიან შეგაწუხებს. ნერვებს, ხასიათს, ენერგიას, ძალას, სურვილებს, საღ აზრებს და ათასგვარ რამეს დროთა განმავლობაში ღამე გამოფიტავს და შენ როგორც უსუცოცხლო სხეული გააგრძელებ არაებობას მანამ, სანამ საკუთარი თავი ბოლომდე არ მიგიღებს ბოლოს. ახლა ღამეა, ისევ ეს წყეული ღამე. ისევ ბნელი, შავი, ჩუმი და ისეთი მშვიდი როგორც არასდროს. დღეები გადის, არ აქვს აზრი, არც მნიშვნელობა ერთნაირი თუ სულ სხვადასხვა, მაგრამ ღამე რომელსაც ათევ, არ იცრიცება, არ იცვლება, არ იფანტება, ის არსად მიდის, ის გელოდება რადგან იცის, რომ მის სიბნელეს მთელი არსებით ერწყმი. ერწყმი იმდენად, რომ მისგან გაქცევაც არ შეგიძლია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.