გაზაფხული
იყო ნათება,თბილი და საოცარი. ვგრძნობდი,როდესაც პირველად გავახილე თვალი,თვალიმომჭრა ამ სხივებმა,რომელიც ობობის ქსელივიით,მოედება ყოველ კუთხე-კუნჭულს და გასაზრდოებს როგორც საზრდო. ჩემს შემთხვევაში კი ნამდვილად,მასაზრდოებს. გავიზმორე,გავშალე ჩემი ფოთლები და ამოვყავიი თავი,თავიდან დაბინდულად ვხედავდი,გადავიფერთხე დილის ნამიც და მოვავლე გარშემოს თვალი. ფეხთან,ვიღაც ქალბატონი იდგა,მომესალმა და მითხრა,შენ ია გქვია,მე კი დედაშენი იამზე ვარ... დედიკო იამზემ,გამაცნო,ჩვენი მეზობლებიც,ენძელა ბიძიები და დეიდები,მათი შვილები ენძელიკები. ენძელიკებთან საერთო ენა ვერ ვიპოვე და მათთან თამაშზე უარი განვაცხადე. მზის სხივებს ვეთამაშებოდი,ერთმა სხივუკამ,საიდუმლო გამიმხილა,ენძელებთან დაკავშირებით. მომიყვა,იმის შესახებ თუ ენძელებს და იებს შორის რა მოხდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე, სხივუკამ დაიწყო:ერთხელ,ენძელა და ია,ქოთანში ჩაურგავთ,ერთ ქოთანში,ერთად უნდა გაედგათ ფესვები,ერთ საკვებს იღებდნენ, მოხდა,ისე რომ ენძელას და ია-ს არავინ მოაკითხ,მშიერ-მწყურვალები,თანდათან უძლურდებოდნენ,ერთმანეთს ეპოტინებოდნენ და დღეები გაჰქონდაათ.მზის სხივების მთავარი სამიზნენი გახდნენ,ია სუსტი და პატარა ქალი იყო,ენძელა კი მასზე შეყვარებული მამკაცი აღმოჩნდა,თუმცა იასთვის არაფერი უთქვამს მის გრძნობებზე.ენძელა,ია-ს ეფარებოდა,რათა მზის სხივებს არ შესძლებოდა,მისწვდომოდა და ნაადრევაად დაეჭკნო,დღითიდღე უფერულდებოდა ენძელა,სანამ დრო იყო უნდა ეთქვა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მისთვის ია,თქვა თუ არა გადაეკონა მას და იქვე ჩაიმუხლა,სულ მთლად გაჭაღარავებული ენძელა. ახლა კი ნათელი გახდა,პატარა იასთვის თუ რატომ არიან ენძელები უფერულები,მასთან შედარებიით... დედა იამზე,მასწავლიდა თავი როგორ გადამერჩინა,აბეზარი მწერებისგან,სიკვდილობანს ვთამაშობდით,როცა მოგვიახლოვდებოდნენ თავს ჩავხრიდით,ცოტა მტკივნეული კი იყო,მაგრამ მომწონდა დედიკო იამზე ყურში მიჩურჩულებდა და მიმღეროდა,მწერები კი დაბაჯბაჯებდნენ ჩვენს სხეულზე,ისე თითქოს მართლა მკვდრები ვყოფილიყავიით. დედიკო იამზეს ხმაში ოხვრა და კვნესა ჟღერდა,უცებ წყლის წვეთი ვიგრძენი ეს დედიკო იამზეს ცრემლი იყო,ჩამეკონა და ჩამჩურჩულა,შვილო ია,მე გავქრები მალე,მაგრამ ჩემს მაგივრად სხვა ია ამოვა და შენ მას უნდა მიხედო და გაზარდო... ობოლი ია ვიყავი,სხვებისთვის. მე კი მიზნად დავისახე,ძლიერი გავმხდარიყავი. პატარა იებმაც ამოყვეს თავი,ვასწავლიდი თვითგადარჩენის გზებს... ძალიან ბედნიერი ბუჩქი გავხდით,ვმხიარულობდით და ერთმანეთის სიყვარულით ვტკბებოოდით. გარიჟრაჟზე,ჯერ კიდევ ცივა,ჩვენ კი ფოთლებში ვართ ჩაფუთნული,ყველა ვერ ვეტევიით,თუმცა ადგილებს ვცვლით,რომ ყველამ შესძლოს გათბობა და ტკბილად დაძინება. ყველაზე მეტად კი,ეს მომენტი მოყვარს,აჰამ,გადავფერთხეთ დილის ნამი და გავიშალეთ წელში. ჩოჩქოლია,შრიალია,განწირული ყვირილი და კვნესა,ჯერ კიდევ ვერ მოვედი აზრზე თუ რა ხდებოდა ამ დილა ადრიან,გავიხედე და რას ვხედავ,ეს,ეს,ღმერთო კი გვიშველი? მოგვაგნეეს,მოგვაგნეს,ისმის ენძელების ხმა,ყველას შიშისგან აკაკნკალებს. ჩემი ბუჩქის იები შევამზადე,იებო ესენი ავად სახსენებელი ადამიანები არიან,დიდი ფეხები და ხელებიით,ნუ შეშინდებიით,არ დაეცეთ,თავ აწეულები,ამაყად შეხვდით,ჩვენ იები გმირულად დავეცემით,აქ კი ჩვენს ნაიაებზე,ღირსეული იები ამოვლენ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.