განქარებული "ჩვენ"
ნელი სიო უბერავს. ახლომახლო ხალხი მოძრაობს, საუბრობს, აქა-იქი მანქანების ხმაც კი ისმის... ჩვენ ვსხედვართ, ვსხედვართ, როგორც მეგობრები, რომლებსაც ერთმანეთი დიდი ხანია არ უნახავთ... შენ საუბრობ, მე კი გისმენ, თან ტელეფონს არ ვაშორებ თვალს. ჩემზეც გეუბნები ორიოდე სიტყვას, რამდენჯერაც მეძიები კითხვითვე გპასუხობ; მე ხომ უკვე დიდი ხნის წინ ვიგრძენი, რომ მე სხვა ვარ, შენ - სხვა. ამის დამამტკიცებელი საბუთიც მაქვს, ოღონდ არაარქეტიპული... შესაძლოა, არც დაიჯერო, ან ვინ იცის, იქნებ დაიჯერო კიდეც, ან უბრალოდ სულიერი სიმტკიცისთვისთვის საიდუმლო კოზირს ჩემთვის ვიტოვებ. ძლიერმა ქარმა მოხარა „ჩვენ“, ბოლოს კი საერთოდ დაანარცხა მიწას, მაგრამ ეს სხვანაირი წაქცევა იყო, არა ტრაგიკული, არამედ ძალიან ბუნებრივი. ყველაფერი, ყველაფერი განქარდა მოგონებებისა და ჯერ კიდევ ფრთამოტეხილი იდეების გარდა. „დავბრუნდი და მიმიღე შეცვლილი“ - მთხოვ, როგორც უძღები შვილი მამას. ჩემი პასუხი კი მხოლოდ ერთია -„ ა რ ა“. „ჩათვალე, ცხოვრებამ დამიწერა დიდი არა და სიმშვიდე საბოლოოდ დამაკარგინა“ - ამბობ წუხილით და სევდისფრად მიყურებ; ის კი აღარ გახსოვს, რომ განქარებული ფოთლები იმავე ადგილს ვეღარასდროს უბრუნდებიან. გვიანია.. ძალიან გვიანი.. ღრმა ღამე გაწვება გულის ფიცარზე, მაგრამ მე ამას ვეღარ ვუშველი.. „ყველაფერი, ყველაფერი გაქრა“ - გიმეორებ, ზურგს გაქცევ და საკუთარ ნაბიჯებს მომავლისკენ მივყვები. 03.10.19 პ. ს ეს ჩანახატი მაშინ დავწერე, როცა ლექტორმა სემინარიდან ერთი საათით ადრე გამოგვიშვა. რაც შეეხება ისტორიას, სწრაფად ვერ ვდებ, რისი მთავარი მიზეზიც დროის უქონლობაა; ძირითადად ან უნივერსიტეტში ვარ, ან სამსახურში. წერა კი ბევრი დრო უნდა, იდეეები რომ დავალაგო, შემდეგ ავკრიფო და ა.შ თუმცა ამ დღეებში დავდებ შემდეგ თავს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.