სისუსტეებიდან- გასხივოსნებამდე !
საკუთარ თავთან ბრძოლა ყველაზე რთულია, როცა ერთმანეთს ემტერება წარსული, აწმყო და მომავალი.. რთულია , არ იცი რომელს დაუჯერო და რომელი გზა აირჩიო.. წარსულში დარჩენაც არ ქსურს ,რადგან მაშინ ვერ განვითარდები, მომავალში კი უწარსულოდ ვერაფერს იზამ. ხვდები ,რომ ყველაზე კარგი გამოსავალი ,ის არის, რომ ერთმანეთს შეუთავსო ,რაც გაგივლია და რაც დაგეგმილი გაქვს.. ოცნება, ჩემი აზრით, გეგმის ერთ-ერთი პუნქტია , ოცნება გეხმარება მიზნად დაისახო ის რაც გინდა , რომ მომავალში განახორციელო. ოცნება არ უნდა რჩებოდეს მხოლოდ ოცნებად , უნდა ეცადო ყველანაირად, რომ მიაღწიო შენთვის სასურველ მიზანს და შენი ფიქრები აქციო რეალობად. ეს მართლა რთულია, ამიტომაა ყველაზე რთული საკუთარ თავთან დაპირისპირება, გული ერთს გეუბნება, ტვინი მეორეს . არ შეიძლება ,რომ მხოლოდ გულით ან ტვინით იმოქმედო შეძლებისდაგვარად ორივეს შერწყმა უნდა მოახდინო. სხვასთან ბრძოლა მარტივია იცი მისი სუსტი მხარე და შეგიძლია დარტყმაც მიაყენო , მაგრამ საკუთარ თავს დარტყმასაც ვერ მიაყენებ ,რადგან ამ დროს შენ იღუპები და მსხვერპლის როლშიც შენ გამოდიხარ. უშეცდომო კაცი არ არსებობს , პირიქით უნდა დაუშვა კიდეც შეცდომა, რომ სწორს მიხვდე ..მთავარია ერთი და იმავე გზაზე გადასვლისას იგივე ორმოში არ ჩავარდე , მაშინ უნდა ეცადო რომ სხვა გზა მონახო, რადგან რუტინული შეცდომა უკვე საპატიებელი აღარაა. საკუთარ თავში უნდა მოვნახოთ ის მინუსები და ვეცადოთ განვითარდეთ.. შურისძიება ყველაზე მარტივია , ჩემი აზრით ყველაზე გოიმობაც ალბათ, რადგან ეგ ყველას შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, აი როცა ადამიანი დააშავებს და უბრალოდ არაფერს ეტყვი და პასუხ გაუცემელს დატოვებ მანდ მიხვდება ზუსტად მის სისუსტეს, ყოველთვის შენს დანახვაზე იმაზე იფიქრებს ,რომ შენ სამაგიერო არ გადაუხადე და საკუთარი თავის შერცხვება , სილის გაწნა არ დაამახსოვრდება ისე როგორც პასუხ გაუცემლობა და თუ ოდნავადაც აზროვნებს მის სისუსტეებს მიხვდება და ეცდება, რომ გემსგავსოს. ეს ყველაფერი მაშინ მოდის , როცა შენ შენი თავი დაამარცხე , ისწავლე სწორი და რთული ცხოვრება , რომელიც უფრო მრავალფეროვანია და უფრო საინტერესოც შესაბამისად. შენ უკვე გასხივოსნებული ხარ , შენ უკვე სხვა ინტერესები გაქვს და ხედავ იმას , რასაც სხვები ვერ ხედავენ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.