რა მარტივია და რა რთულია
გარეთ გრიგალი მიათრევს ნაგავს, მე ვაფერადებ დაორთქლილ მინებს, რა მარტივია გეტკინოს რაღაც და რა რთულია უამბო ვინმეს. ყველა გულიდან ამომივარდა, ახლა სევდიან ხმაზე ვსაუბრობ, რადგან ყოველთვის წვიმა მიყვარდა, მზიან ამინდზე მეტად და უფრო. ეს სიგარეტიც ისე იწვება ვიცი ერთ დღესაც ყოფას მიტირებს, ჩემი ცხოვრება მაშინ იწყება, როცა ქალაქში ყველა იძინებს. ხმა მაღლა ვიტყვი, ჩურჩულით აღარ, რადგან ვიცი რომ არავინ მისმენს, რა მარტივია გეტკინოს რაღაც და რა რთულია უამბო ვინმეს. შმაგი წიკლაური |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.