შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვანაირები


12-11-2019, 20:24
ავტორი ტოკიო
ნანახია 1 004

არ ჰქონდა სუნამოს სუნი, მაგრამ მისი განსხვავებული სურნელი ყველა სხვას მერჩივნა. ცუდი პერიოდი იყო, ამიტომ კვირაში ერთხელ ვახერხებდი მის ნახვას. არ ვიყავით შეყვარებულები, ან მეგობრები... უბრალოდ ერთად ყოფნა ძალიან მოგვწონდა. ვსაუბრობდით ისეთ თემებზე, როგორზეც მეგობრები ლაპარაკობენ. ერთმანეთს ჩვენ მიერ გამოგონილ სახელებს ვეძახდით, ვკოცნიდით, ვეხუტებოდით და ვგრძნობდით, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით. შეიძლება გვიყვარდა კიდეც, მაგრამ ამაზე არცერთი ვლაპარაკობდით. ჩვენთვის, გულში, ძალიან ღრმად ვინახავდით და ზევით ამოსვლის საშუალებას არ ან, უბრალოდ, ვერ ვაძლევდით.

-რაზე ფიქრობ? - შემომხედა და გამიღიმა. მეც შევხედე, თუმცა თვალი მალევე ავარიდე, რადგან ვერ ვუყურებდი. ასე მეგონა ყველაფერს ვეტყოდი. ან მისი მზერა მეტყოდა ყველაფერ იმას, რასაც ამდენხანს ვუმალავდით ერთმანეთს.
-არაფერზე, უბრალოდ ეს ყველაფერი იმდენად კარგია, რომ არ შემიძლია ამის გარეშე ყოფნა. შენ, მე, ჩვენ... უბრალოდ, იმდენად კარგი და განსხვავებულია, რომ ვერ ვიტევ. - გამეცინა. მასაც გაეცინა.
-ვიცი... მაგრამ ხომ იცი. ჩვენ ვართ და ასე ამიტომაცაა. სხების შემთხვევაში ასე არ იქნება. ისინი სხვანაირები არიან, ჩვენ - სხვანაირები. - მხრები აიჩეჩა. ისევ გამეღიმა. შევხედე და შემომხედა. გამიღიმა, მეც გავუღიმე. მერე მაკოცა, მეც ვაკოცე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი დატრიალდა, ან მუცელში რამე ვიგრძენი. მხოლოდ ბალახის გემოს ვგრძნობდი, რაც იმდენად მომწონდა, რომ უფლება რომ მქონოდა არავითარ შემთხვევაში არ შევწყვეტდი ამ კოცნას. - ხშირად მიფიქრია ჩვენზე. შენ განსხვავებული ხარ. მეც რაღაც ამდაგვარი. თავიდან რომ დაგინახე მომეწონე, თუმცა მერე მივხვდი, რომ არ იყავი სხვებივით. იმდენად სერიოზული იყავი, რომ სხვასავით ვერ შემოგხედე. - ისევ მხრები აიჩეჩა. მიყვარდა მისი ეს ჩვევა. საუბრის დროს მუდამ იცოდა მხრების აჩეჩვა.
-მახსოვს დილით, რომ გამაღვიძე. - ხმამაღლა გაგვეცინა ორივეს. - 2 წლის წინ, ჩემს მამიდაშვილთან, კულულებზე თამაში რომ დამიწყე. ჩხუბს ვაპირებდი, მაგრამ თვალებ გახელილმა შენ რომ დაგინახე გავჩუმდი და ვერაფერი გითხარი. - სიცილით ვუთხარი და გვერდით გავიხედე. თვალწინ დამიდგა ის მომენტი. მინდოდა ყველაფერი ისევ ისე ყოფილიყო.
მე და ის.
ის და მე.
ჩვენ და ზაფხულის ღამეები.
მაშინ ყოველდღე ვახერხებდი მის ნახვას. უფრო სწორი იქნება, ყოველ ღამეს. რადგან ასე გვერჩივნა. ღამით, სრულიად მშვიდ გარემოში გვესეირნა და გველაპარაკა ისეთ თემებზე, როგორზეც ჩვენნაირები საუბრობენ.
მაშინ ვერ ვახერხებდი მის მონატრებას და ახლა მენატრებოდა.
მენატრებოდა ყოველ წუთს და წამს. ყველგან მასზე ვფიქრობდი. ზოგჯერ იმდენად წამომივლიდა მისი მონატრება, რომ ტირილს ვიწყებდი და აზრი არ ჰქონდა ამ დროს სად ვიყავი...
ვტიროდი, რადგან არ შემეძლო.
ალბათ, ძალიან ბანალურია, მაგრამ ასეა. ზოგჯერ ბანალური რაღაცებიც დიდ აზრს იტევს.
თვალებს ვხუჭავდი, ვიხსენებდი მის სურნელს, იმ სურნელს მხოლოდ მას რომ აქვს და მერე ვიღიმოდი. წარმოვიდგენდი, რომ ჩემ გვერდით იყო, სწორედ ისე, როგორც ზაფხულში, ან ყოველ კვირა დღეს და მონატრება სადღაც ქრებოდა. მერე საქმეში გართულს კიდევ მომაგონდებოდა, მაგრამ აღარ ვტიროდი. თავს ამის უფლებას არ ვაძლევდი...



№1 სტუმარი უშენობა

კლნჰჰვ;;კჯჯჯჯნჰჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent