მე ის შემიყვარდა
ჩვეულებრივი ბანალური გაცნობა სოციალურში, ისევე როგორც ყოველთვის... და აქედან დაიწყო ყველაფერი... ერთმანეთი იმაზე მეტად მოგვეწონა ვიდრე გვეგონა რო მოხდებოდა და ისე დავვახლოვდით, ერთი სული გვქონდა როდის ვნახავდით ერთმანეთს.... და აი დადგა დრო, ზამთრის ყინვით შეკრული ტბის ნაპირას ვიჯექი. მას ველოდებოდი. ვფორიაქობდი, ვნერვიულობდი, არვიცოდი რა მეთქვა როცა მოვიდოდა, რა უნდა გამეკეთებინა... მოვიდა. შორიდანვე ვიცანი რო შევამჩნიე , ალბათ ჩემსკენ რო გადმოუხვია მაგით მივხვდი, ფერმკრთალი სახე სიცივეს აელეწა ოდნავ, ისევე სწრაფად მოდიოდა როგორც ჩემი გული ცემდა მოლოდნით. მომიახლოვდა და გაჩერდა, თვალებში ჩავხედე და მივხვდი ეხლა ჩემი ჯერ იყო , სწრაფად მივედი და ჩავეხუტე , ხელები მაგრად მოვუჭირე და არვუშვებდი. მერე გაკვირვებულმა მკითხა -ასე ძაან გიყვარვარ? - მიყვარს? ვკითხე საკუთარ თავს, მაგრამ არა სიყვარული გადამეტებული ნათქვამია მე უბრალოდ სათქმელი არ მქონდა არაფერი და ამიტომ ვიქცეოდი ასე. მერე ტბის იმ მხარეს წავედით სადაც მას უყვარდა ყოფნა. რამდენიმე საათი გავატარეთ იქ ,ვლაპარაკობდით, ვეხუტებოდით , ვხუმრობდით.. ყველაფერი იმაზე უკეთესი იყო ვიდრე წარმომედგინა... წამოსვლისას მოგწერ მეთქი ვუთხარი და წამოსვლა დავაპირე, მოვბრუნდი და ვიგრძენი რომ ჩემს უკან იდგა ისევ და არ მიდიოდა , ისევ მივბრუნდი, თვალებში დავინახე რაც უნდოდა , ჩავეხუტე და ხელები მაგრად მოვუჭირე - მიყვარხარ, ალხა წავალ -მითხრა და წავიდა., ვუყურებდი როგორ მიდიოდა და გულში რაღაც მესობოდა, ალბათ არმინდოდა რომ წასულიყო, მე ხომ მას ისევ ვნახავდი მაგრამ მაინც არმინდოდა ეს დღე დამთავრებულიყო... სიგარეტს მოვუკიდე და გამოვბრუნდი, ემოციებით ვიყავი სავსე და მისგარდა აღარაფერი მეფიქრებოდა უკვე, მთელი გზა იმ დღეზე ვფიქრობდი და ღამითაც, თითქმის შუა ღამემდე უაზროდ ვიწექი და მასზე ვფიქრობდი, ხელზე სიგარეტის და მისი სუნამოს სუნი მქონდა. აქამდე უჩვეულო სუნი რომელიც ისევე სწრაფად შევიყვარო როგორც მისი ღიმილი. გაბრუებული ვიყავი არაფერი მახსოვდა სხვა, ხელზე კი ისევ სიგარეტის და მისი სუნამოს სუნი მქონდა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.