გრძნობს თამაშის პერსონაჟი რას?
Game Over ისმის წყნარი,ოდნავ ბოხი ხმა,ხმა რომელიც ციფრული სამყაროს სცენის სიბნელით გაჟღენთვას მოასწავებს,მანამ სამან გრაფიკული ქალაქი სიბნელით დაიფარება,ალისფერ ცაზე კვლავ ისახება სიტყვები revO emaG მის გვერდი რკალი რომელიც ისრით მთავრდება და ახლიდან დაწყებას ნიშნავს, მთავარი გმირი ავატარების მოსასვენებელი კულისის ტაძრისკენ დაიძრა, კიდევ თუ დაიგვიანებს კვლავ სიბნელის უდაბნოში მოუწევს მარტოდმარტოს ხეტიალი. სიბნელის შავი ნისლი ჩამოწვა კორპუსების ჯუნგლებზე და ირგვლივ ყველაფერს კიბოს უჯრედივით მოედო,კარიბჭე დაიხურა,ამჯერად გაუმართლა ბოლო წამზე შეასწრო და კარიბჭის დახურვის ხმამ მკაფიოდ გაიელვა მის ზურგს უკან. შემოსასვლელში ქანცგაცლილი,სისხლში ამოსვრილი და კვლავ დამარცხებული ანგელოზები სხედან,უიმედოდ ტენიანიან უზის ტყვიებს მჭიდში,იციან რომ ამ სიძლიერის ლეველს ვერ გაცდებიან. შურიანი თვალებით უმზერენ დემონებს,რახანია ისინი სულ გამარჯვებულები ბრუნდებიან ბრძოლის ველიდან,სასიამოვნოა მათი ბრწყინვალე კატანების ყურება წითელი აბჯრის ფონზე,რომელსაც სილამაზეს ალაგ-ალაგ გაფანტული ზურმუხტისფერი თვლები მატებს. გმირი მოდის და მათ წინ ანგელოზები თავს მორცხვად ხრიან დემონები კი კვალვ ღიმილნარევ სახეს აყოლებენ,მანამ სანამ მისი ლანდი დრაკონების ოთახს მოეფარება. ჭრილობები მის სხეულზე ნელნელა ქრება,ასეა ყოველ ჯერზე თითქოს ახლიდან იბადება. დრაკონებს ძინავთ იქამდე სანამ სირენის ხმა გაისმება,მათ ხვნეშას ძლიერი კედლები ვერ უმკლავდება,გმირს ესმის არ უკვირს არაერთხელ აქვს მოსმენილათი დამწუხრებული ხმა. თვალებით დედოფლის სილუეტს ეძებს, იქნებ დღეს მაინც მიაგნოს სადმე,დეველეპორებს თითქოს ბაგი გაეპარათ,დედოფალი მხოლოდ ციფრული სამყაროს სცენაზე ჩნდება შემდეგ კი უგზაუკვლოდ იკარგება. არავის უნახავს მოსასვენებლ ტაძარში, არც სიბნელის უდაბნოში უნახავს ხშირად მოხეტიალე ჩვენ გმირს, უბრალოდ ქრება. მისია დედოფლის დამარცებაა,რომელსაც გულზე გასაღები კიდია,კომპიუტერის ნაწილი რომელიც სოლოლაკის დემონების სახლის კომპიუტერს აამუშავებს და გმირი შეძლებს გახსნას პორტალი,ერთხელდასამუდამ აიხდინოს ოცნება,დააღწიოს თავი გრაფიკულ ჯოჯოხეთს. დედაფოლი თანამედროვე გრაფიკული დიზაინერების ნამდვილი შედევრია, მისი ხვეული თმები სახეს ნაზად ელამურება,სახის ნაკვთები უღმერთო პროპორციებით,პრიალა კანით რომელიც მხოლოდ ხმლის მოქნევის დროს ,დიდი გრძელი შავი მანტიის შიგნიდან უელავს და მოძრაობს თითქოს შახმატის ფიგურა. გმირს არ ავიწყდება პირველი შეხვედრა,რაღაც უცნაურმა,მისთვის უცხო გრძნობამ ტანში მცირე ელექტროშიკის იმპულივით დაუარა და თითქოს რაღაც ნაპერწკალმა დაიბუდა მასში, ყოველი ბრძოლისას,განსაკუთრებით მაშინ როცა ერთი ხელის მოსმით დედოფალი მის დრაკონს ძირს ანარცხებდა და პრიალა კანი თვალს ჭრიდა გმირს,ნაპერწკალი ელვას იწყებდა,ვერ ხვდებოდა და ყველაფერს დამარცხების წუხილს აბრალებდა. სიბნელიდან კვლავ გაისმა სირენის ხმა, ნეონები აციმციმდა,გრაფიკა ჩაიტვირთა:ცეცხლის ალში გახვეული სოლოლაკი,დანგრეული ძველი სადარბაზოები რომლებშიც დედოფლის მახეებია დაგებული და დემონების სამალავია,ბრძოლის ველი და ალისფერი ცაც ჩაიტვირთა,კარიბჭე იღება არსაიდან დედოფალი ჩნდება,მის უკან დემონები რიგებად ლაგდებიან და საომრად ემზადებიან. დედოფლის ნახვის წყურვილი არ ასვენბს გმირს,წინა ფრონტს მიუყვება მეთაურად,უკან აგელოზები ხოლო მათ უკან დრაკონები სერავენ ალისფერ ცას, პირველი შეტაკება ანგელოზების სასარგებლოდ მიდის,დრაკონები თავს ესხმიან დედოფალს,ის კი წარბშეუხრელად ხელის ერთი მოქნევით პიველ დრაკონს სიცოცხლეს უსწრაფებს,ყურადღება ეფანტება,დრაკონები მისი ხელების ირგვლივ დაფრინავენ,ნაბიჯი უკან,ხმალს აგდებინებენ,წონასწორობას კარგავს და ცალი მუხლით მიწას ეყრდნობა, საოცნებო მომენტია გმირისთვის,ამ დონემდე არასდროს მისულა,ახლა მთავარია გმირმა ზუსტად გულის კედელი დაუზიანოს,ის კი დგას და ვერ გაუგია რა აკავებს,თითქოს ხვდება რომ ბოლოჯერ ხედავს და რაღაც უცხო შიგნიდან ჭამს. ფართოდ ხუჭავს თვალებს,წამიერად მისი ხმალი დედოფლის გულს გლეჯს და ისიც დამჭკნარი იასავით ეღვენთება გმირის ხელებში. ნანატრი სამოთხის გასახები ახლა მის ხელშია. ანგელოზებმა ამოისუნთქეს,ამდენი ბრძოლის შემდეგ პირველად დასცეს დედაფოლი და დაამრაცხეს მისი არმია,ახლა მათი ჯერია დამცინავი სახე ესროლონ მტერს. სოლოლაკს ნისლი ფარავს,აქა-იქ ლანდად მოჩან ძლიერი ცეცხლის მბჟუტავი შუქი,ამომტვრეულ ფილაქანს მოუყვება გმირი დემონების სახლისკენ და ნისლში დედოფლის სახის დაჭერად ცდილობს,ვერ იგდებს თავიდან,თითქოს მისკოდში რაღაც ახალი ალგორითმი ჩაიწერა,აქამდე მისთვის ეს ყველაფერი უცხო იყო,ახლა კი ყველაფერი ერთად დაატყდა თავს,ვერ ხვდება რა სახელი დაარქვას ანდაც აქვს საერთოდ სახელი? თითქოს კვლავ უნდა დედოფლის მსხვერპლი გახდეს ოღანდაც კვლავ ნახოს ის. ინგორყვას,დემონების სახლიდან ბეტონის მოჩუქურთმებული სილუეტები კართან ატუზულ გმირს აფიქსირებენ,სახელურს ატრიალებს,კიბეებს მიუყვება მთავარი დარბაზისკენ,თეთრი კედლები,თეთრი აგიზგიზებული ბუხარი ფრთამოტეხილი ანგელოზის იეროგლიფით, კაბელები,ჩამქვრალი ეკრანი. გმირი დგას ყელიდან იხსნის კომპიუტერის ნაწილს,წამით დედოფლის სახე უელავს,ოცნებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს,გახსნას პორტალი და დაამთავროს,წამება დააღწიოს თავი ამ ჯოჯეხეთეს. ნაპერწკალი მის გულში ცეცხლის ალად გადაიქცა და მას მთლიანად მოედო,დაუფიქრებლად ისროლა ბუხარში კომპიუტერის ნაწილი და სანთელივით დაიწყო დნობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.