ღამის 3 საათია
„იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ, ამ სიყვარულზე ვესაუბრები.“ ლ. ასათიანი ღამის 3 საათია. საშხაპიდან ნახევრად სველი გამოვდივარ, მიყვარს ნამიანი სხეულით ზეწარში გახვევა; მით უმეტეს მაშინ, როცა ზეწრის გარდა განსხვავებული, ცოცხალი მატერიაც შემიძლია შევიგრძნო. -ძალიან გიხდება აწეწილი თმა - იცინის და თმაში თითებით ეხვევა. -მე კი ვგიჟდები, როცა თმაზე მეფერები. ნებისმიერი ბრაზი შემიძლია დავივიწყო.. -საერთოდ არ უნდა გაბრაზდე, ლამაზო - უცნაურად იღიმის, იმ ღიმილით, რომლითაც პირველად მომხიბლა. -ზოგჯერ რაღაც პირველად ხდება - ეშმაკურად ვუყურებ და გონებაში კადრებს ვახვევინებ - ისე შენს ექს ცოლთან გეშინოდა ? -გეყოფა -თავს მკერდზე მადებინებს. ცოტა ხანს თვალებს ვხუჭავ, თითქოს ვფიქრობ, რამეს ვიხსენებ, შემდეგ თავს ვწევ, ვუყურებ, ვაკვირდები მის სახეს, ოდნავ წამოზრდილ წვერს, ოდნავ აწითლებულ ყურებს, მერე ისევ თვალებს ვხუჭავ, გული ისევ უცემს, დავცინი : -ძალიან დაბერებულხარ, ალბათ მაგიტო გამოგაგდო ცოლმა - ღიმილითვე მპასუხობს. იმდენად მიცნობს, რომ მსგავს რამეს ძალიან მარტივად აღიქვამს. -რა კარგი ხარ ! - თითქოს ძალიან პრაგმატულად, მაგრამ ამავდროულად ღრმად ამბობს, თვალებში მიყურებს. -იცი, რა გამახსენდა ? -საუბარი სხვა ტალღაზე გადამყავს. -ჩვენი პირველი პაემანი ? - ინტერესით აღსავსე თვალებით მიყურებს. -არა. გამახსენდა ჩემი ექსის ბოლო საოჯახო სადილი. ლამის დამახრჩვეს, ისე მაძალებდნენ ათას უაზრობას. -რო ეწეოდა ისაა ? -ადრე რო გიყვებოდი, რა. ვიწყებ მასზე მოყოლას. ათას რამეს ვიხსენებ, უფრო მეტად უარყოფითს, შემდეგ ვამატებ, რომ ბევრი დადებითიც მოხდა.. -ისე ჩემი კოსმეტიჩკა დამრჩა მაგასთან, არადა როგორ მიყვარდა... -მეტი სადარდებელი არ გაქვს ? -ეცინება, მე კი ისევ ვაგრძელებ თხრობას... ვიცი, რომ არაა ბუნებრივი, მაგრამ არ წყინს, მეც კი მეტი რა მინდა... ალბათ ასე ხდება; ერთხელ გვიყვარდება, შემდეგ კი ეს გრძნობა მარადიულ პროტოტიპად იქცევა. ვეძებთ სხვათა გულებს, ვეძებთ, რომ დაგროვილი გრძნობები ფანჯრიდან არ გავაყოლოთ დაფენილ სარეცხს, ვეძებთ და ასე გრძელდება მარადიულად.. ვსაუბრობთ მეტაფიზიკურ საგნებზე, დიად გრძნობებზე, რეალურად კი ყველაფერი სულ სხვააა; ეჩვევი მისი მოდუღებული ყავის სურნელს, გიყვარდება მისი დამზადებული ერბო კვერცხი, მოგწონს, როცა ეთამაშება შენს თმებს, გიჟდები, როცა გულში გიკრავს და „ლამაზოს“ გეძახის, ან კი უბრალოდ იმაზეც იწყებ გაფანატებას, როცა გწერს, როგორ ხარო.... შემდეგ კი უბრალოდ დგები და იწყებ თხრობას დაბერებულ და გარდასულ გრძნობებზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.