შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემეული


5-02-2020, 01:13
ავტორი Blue_jeans
ნანახია 857

გაზაფხული?
ჰაჰ გაზაფხული.მოგონებებს მიღვიძებს და მომენტალურად სხვაგან,ფერად სივრცეში გადავყავარ...
როგორი ხალასი ფერებითაც იმშვენებს თავს ეს სეზონი ისეთი ფერებითვე შემოსა ჩემი სამყაროც,ისევე გამოაცოცხლა და ჯადოსნურობა შემატა.
გაზაფხლი ეს ხომ სიცოცხლის საწყისი ეტაპია ყველა ცოცხალი არსებისვის, ყველა სულიერისთვის.საოცრად მაგიურია თავისი უჩვეულობით,მარტული სიგიჟეებითა და ჰარმონიულობით.
უბრალოდ რომ ჩაფიქრდეთ გაზაფხულზე თქვენდაუნებურად,დაუკითხავად შეამოაღწევს სხეულში სიმშვიდე და დადებითი ემოციების მასა...
თითოეულ ჩვენთაგანს გააჩნია მოგონებები და ეს მოგონებები შეიძლება უბრალოდ ხიდან მოწყვეტით დაშვებულმა ფოთოლმაც კი გაგიღვიძოთ.შესაძლოა ყველა ყვავილისგან განცალკევებით მყოფმა ყვავილმა გაგახსენოთ წლების წინანდელი თქვენი თავი ან ამჟამინდელი მდგომარეობა.თუ ჩავუღრმავდეით,სხვა თვალით შევხედავთ და ფიქრებს მივცემთ საშუალებას გონების მეტი ნაწილი მოიცვან,მაშინ შევამჩნევთ ჩვენს უხილავ მხარეს,რომელიც სადღაც სიღრმეშია ხოლმე მიმალული და რაღაც ჩვენეული მომენტები გამოაღვიძებენ ხოლმე...


***
კაცობრიობას,რომ წამოუყენოთ საკითხი ზღვას აირჩევდნენ თუ მთას,დიდი ალბათობით მთის მოყვარულთა ხალხი ბევრად თუ არა ცოტათი ნაკლებ პროცენტს მაინც შეადგენდნენ იქნება.დასანანია,რომ ზღვის მოყვარულთა ხალხს იმიტომ უყვართ ზღვა,რომ ბუნებრივ კანის შეფერილობას მუქი ელფერი გადაკრან,მზის დახმარებით და უბრალოდ სახელი ჰქონდეთ ზღვაზე მყოფი ადამიანის.
ყველაზე ლამაზი ზღვა გაზაფხულზეა.იმ მომენტს რა აღუდგება წინ,როდესაც სანაპიროზე ზიხარ ზღვასთან ახლოს,ტალღები ოდნავ გეხება შიშველი ფეხის მტევნებზე,სიმოვნებისა და სიგრილის შერწყმით მიღებული განცდა კანზე პატარა ბურთულების სახით აღიბეჭდება.გაჰყურებ თვალუწვდენელ ჰორიზონტს და ელი როდის შეღებავს მზე ღვინისფრად ცასა და ზღვის მცირე მონაკვეთს.პროცესის დაწყებისას მზის სხივები შენშიც აღწევს და შინაგან სამყაროს ოქროსფერი ელფერით შემოსავს.სახეს მაღლა აღაპყრობ და გრილ ნიავს ანდობ თავს.შინაგანად ხდება მზის თბილი ნაპერწკლებისა და სიგრილის შერწყმა,რომელიც ყოველგვარი აფექტური მდგომარეობიდან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა.ბედნიერების ამ წუთებში კი ყველაზე მძაფრად სიყვარულია შენში,სიყვარული იმ წუთიერი სანუკვარი მომენტისადმი.დიახ სწორედ ასეთი მომენტების ხილვისას და შეგრძნებისას უნდა ვიწამოთ უფალი რომელიც ასე დაჟინებით მიგვასწრაფვებს იმ მომენტებისადმი,სადაც შეგვიძლია სიყვარული ვჰპოვოთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent