შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ამბავი (დასასრული)


20-03-2020, 12:57
ავტორი love-evol
ნანახია 1 098

ორ კვირაში ლევანი სახლში გაწერეს და რეაბილიტაციის კურსს იქ გადიოდა. ერთი თვის შემდეგ ყველაფერმა ძველი სახე მიიღო. ერთ საღამოს მან ხატიას დაურეკა..

- როგორ ხარ?
- კარგად, შენ?
- მეც..
- რას აკეთებ?
- არაფერს. მოწყენილი ვარ...
- ხვალ..
- რა ხვალ?
- ხვალ მივდივართ?
- მართლა?
- კი... ხომ არ გადაიფიქრე?
- რა თქმა უნდა არა..
- მაშინ მოემზადე.. დილით დაგირეკავ.
- კარგი.. ხვალამდე..
- მიყვარხარ...
- მეც.. ძალიან...

მეორე დილით ხატიამ თავად დაურეკა ლევანს დილის 8 საათზე.
- ხომ არ გაგაღვიძე?
- არა, მაგრამ ასე ადრე შენ როგორ გაიღვიძე?
- ვერაფრით დავიძინე..
- ვერც მე. ჩვენს პატარა მოგზაურობაზე ვფიქრობდი..
- ჩემთან მოდი რა..
- ჯერ ჩანთა არ გამიმზადებია.
- მაშინ დროზე გაამზადე. გელოდები..
- კაი, ერთ საათში ვიქნები.

ათის თხუთმეტ წუთზე ლევანმა ხატიას კარზე ზარი დარეკა..
- როგორ მომენატრე.. - ხატია ლევანს კისერზე ჩამოეკიდა.
- მეც, ჩემო სიცოცხლე. მზად ხარ?
- თითქმის..
- ცოტა დაუჩქარე, ტაქსი ქვემოთ გველოდება.
- ახლავე, კიდევ 5 წუთი.

ტაქსმა ისინი პირდაპირ სადგურში მიიყვანა. ლევანმა გამცილებელს თავისი და ხატიას ბილეთები წარუდგინა და მატარებელში ავიდა. კუპეში მხოლოდ ისინი იყვნენ.
- როგორ მიყვარს მატარებლით მგზავრობა!
- ხოო...
- ბავშვობაში მშობლებთან ერთად ხშირად ვმგზავრობდი მატარებლით. მახსოვს ფანჯრიდან გაფაციცებით რომ ვუცქერდი ხეებს, რომლებიც უკან რჩებოდნენ.
- მე კი პირველად ვმგზავრობ მატარებლით.
- მართლა?
- კი. მიხარია, რომ ჩემი პირველი მეგზური შენ ხარ.
- ამიერიდან სულ ასე იქნება...

რამდენიმე საათში ისინი უკვე სანაპიროზე იყვნენ.
- ძალიან ლამაზია ზღვა წელიწადის ამ დროს..
- თოლიები სად არიან?
- არ ვიცი.
- როგორ მინდოდა მათი ნახვა.
- სხვა დროს რომ წამოგიყვან, მაშინ აუცილებლად იქნებიან.
- კიდევ წამომიყვან?
- კი, უამრავჯერ..
- იცი, რომ ძალიან მიყვარხარ?
- და შენ თუ იცი, რომ სამყაროს მირჩევნიხარ?
- ვიცი.. და მიხარია რომ შენც იცი...
ზღვასთან უფრო ახლოს მივიდნენ. ტალღების ხმაური მათ საუბარს ახშობდა.
- რა მითხარი? - იკითხა ხატიამ.
- უფრო ახლოს მოდი.
ლევანმა ყურში უჩურჩულა:
- ცოლად გამომყვები?
ხატიას რამდენიმე წამის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. ვერ იჯერებდა, რომ ლევანის ბაგეებს ეს სიტყვები დასცდა.
- რა? რა მკითხე?
- ხატია, ცოლად გამომყვები?
ხატია სიხარულისგან ტიროდა.
- კი. რა თქმა უნდა..
- მართლა?
- კი ჩემო ერთადერთო.
- ძალიან მიყვარხარ.
ლევანმა ხატია ხელში აიტაცა.
- ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ ამ წუთას.
- მეც ჩემო ფერია..
მათი ბაგეები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს.
- დიდი ხანია ამის თქმა მინდოდა. ჯერ კიდევ ავარიამდე..
- ღმერთო! ჩვენ ერთი.. მთელი ერთი წელი დავკარგეთ.
- ამაზე ნუ ფიქრობ, კარგი? წინ ბევრი ლამაზი წელი გველის.
- მჯერა რომ ასე იქნება.
ხატია მოიბუზა
- შეგცივდა?
- ცოტა.
- მოდი სახლში დავბრუნდეთ.
ლევანმა სანაპიროსთან ახლოს მყუდრო სახლი იქირავა. წყვილი ერთად გაუყვა შინისკენ მიმავალ ქვიშიან გზას.
------------
მათ ბუხრის წინ მოიკალათეს. ხელში ჭიქით სავსე წითელი ღვინო ეკავათ და საუბრობდნენ.
- მე ქორწილი სანაპიროზე მინდა. - თქვა ხატიამ.
- კარგი აზრია.
- ოღონდ თუ თოლიებიც იქნებიან.
- და რომ ვერ დავამთხვიოთ ქორწილი მათ მოსვლას.
- უნდა დაამთხვიო. ეს ქმრის მოვალეობაა.
ლევანმა გაიცინა
- ისევ დამცინი ხო?
- არა, უბრალოდ ძალიან მიყვარხარ.
- იცოდე თოლიები აუცილებლად უნდა იყვნენ ჩვენს ქორწილში.
- კარგი, რამეს მოვიფიქრებ.
ლევანს კვლავ გაეცინა
- აი კიდევ...
- კარგი, მაპატიე.
- შვილებზე გიფიქრია?
- ძალიან ბევრი.
- გოგო გინდა თუ ბიჭი?
- გოგო.
- მეც რატომღაც გოგო.
- სახელიც კი მაქვს შერჩეული.
- რომელი?
- ელენე.
- რატომ მაინც და მაინც ელენე?
- არ ვიცი. უბრალოდ მომწონს. ლამაზი სახელია.
ხატიამ ეჭვის თვალით შეხედა
- მე არ მომწონს. და საერთოდ, მე ბიჭი მინდა.
- აკი გოგო მინდაო?
- ახლა ბიჭი მინდა.
- აზრი რატომ შეიცვალე?
- ისე, უბრალოდ.
- ძალიან კარგად გიცნობ.
- მერე?
- გგონია სახელი ელენე ჩემს წარსულს უკავშირდება?
- არა. უბრალოდ ეს სახელი არ მომწონს.
- აბა რომელი მოგწონს?
- გვანცა მაგალითად.
- ლამაზია.
- ჩემი სახელი არ მოგწონს?
- ძალიან.
- აბა რატომ არ თქვი?
- ორი ხატია ჩემს ცხოვრებაში ვერ იქნება. შენ ერთადერთი ხარ..
ხატიამ ლევანს აკოცა
- ელენეს მაინც არ დავარქმევთ.
ლევანს ისევ გაეღიმა, მაგრამ ხატიას ამჯერად არაფერი უთქვამს. უფრო სწორად ვეღარაფერი თქვა. ლევანმა ის თავის მკლავებში მოიქცია, შემდეგ ხელში აიტაცა და საძინებლის გზას გაუყვა. მათი სხეულები პირველად შეერწყა ერთმანეთს. გარეთ უმთვარო ღამე იდგა. მაგრამ ამ სიბნელეშიც კარგად გაარჩევდით ზღვის ბობოქარ ტალღებს, რომლებიც იმ ღამეს განსაკუთრებულად პირქუშად გამოიყურებოდნენ. თოლიები არც მეორე დღეს გამოჩენილან. ხატიამ ჯერ არ იცოდა, რომ უკანასკნელად უყურებდა ზღვას... ზღვას, რომლის ტალღებზეც თოლიები არ დაფრინავდნენ...

------------
ქორწილამდე ერთი კვირით ადრე ლევანი მოულოდნელად ავად გახდა. ხატიამ სასწრაფოს გამოუძახა და მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეს. ვითარება უკიდურესად მძიმე იყო. ექიმის თქმით, ლევანს ტვინში სისხლჩაქცევა ჰქონდა, რომელიც ავარიის ბრალი იყო. ექიმმა ერთი წლის წინანდელი ანალიზების დასკვნა წაიკითხა და გაუკვირდა, რადგან არაფრის საშიშროება არ იგრძნობდა. თუმცა... მის ცხოვრებაში ბევრი „თუმცა“ იყო.. ექიმები ხატიას არაფრის იმედს არ აძლევდნენ.
ხატია მთელ დღეებს ტირილში ატარებდა. მაგრამ ცრემლებმა მის სიყვარულს ვერაფერი უშველა. ლევანი 24 მაისს გარდაიცვალა, სწორედ იმ დღეს როცა ორი წლის წინ ავარიაში მოყვა და იმ დღეს, როდესაც კომიდან გამოვიდა. დასაფლავებას ხატია ვერ დაესწრო. იმდენად იყო სუსტად, რომ საწოლიდან ვერ დგებოდა. არც უნდოდა ლევანი ასეთ მდგომარეობაში ენახა. ოთახში დედის გარდა არავის უშვებდა. ხატიამ კარგად იცოდა, რომ ლევანის გარეშე მოუწევდა დარჩენილი ცხოვრების გატარება. მან ისიც კარგად იცოდა, რომ ძლიერი უნდა ყოფილიყო, რადგან სიცოცხლეს, რომელიც მის წიაღში ცოცხლობდა მოფრთხილება სჭირდებოდა.
-----------
ამ ამბიდან 10 წელი გავიდა. იმ ბილიკზე, რომელიც ლევანის საფლავამდე მიდიოდა, ხშირად შეუნიშნავთ შავებში ჩაცმული ქალი, რომლის სილამაზისთვისაც დროის სიავეს ვერაფერი დაეკლო. მას გვერდით 9-10 წლის გოგონა მიჰყვებოდა ყვავილებით ხელში. შემხვედრნი ქალს კრძალვით ესალმებოდნენ, რადგან ყველამ იცოდა მისი სიყვარულის ამბავი.
- გამარჯობა, ჩემო სიყვარულო.. ელენე, მამიკოს მიესალმე.
- გამარჯობა, მამიკო. ნახე მე შენთვის გვირილები დავკრიფე. ვიცი, რომ დედიკოს შენც ხშირად ჩუქნიდი.
- მაპატიე, რომ ამდენ ხანს ვერ მოვედი. ჩვენი პატარა იყო ავად და არ შემეძლო მისი მარტო დატოვება. - ხატიამ ქვაზე დახატული ლევანის სურათს ხელი ნაზად გადაუსვა და აკოცა. - გპირდები, რომ ამიერიდან სულ ერთად ვიქნებით. სამივე...
იმ დღის შემდეგ დედა-შვილი თვალით აღარავის უნახავს. ხატიას გაუჩინარებიდან მალევე, ხალხში გაჩნდა ლეგენდა, რომ ისინი არ გამქრალან, არსად წასულან. მათ უბრალოდ სხვა სამყაროში გადაინაცვლეს. სამყაროში, სადაც მათი სიყვარულის წინაშე ანგელოზებიც კი ქედს იდრეკენ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent